ცხელი ხაზი 272 22 22
10:31 25/04/2015
გამოიწერეთ სიახლეები ელ. ფოსტაზე
 

თბილისის მერი დავით ნარმანია სასტუმრო "თბილისი მარიოტში" სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტის "მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდული საბჭოს დაფუძნება" შედეგების პრეზენტაციას დაესწრო.

შეხვედრაზე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა წარმოადგინეს თვითმმართველი ქალაქების მერებთან მათი თანამშრომლობის შედეგები და ისაუბრეს კონკრეტულ გეგმებზე, რომელთა განხორციელება, მათი თქმით, კომფორტულს გახდის საჯარო სივრცეებს პროექტის სამიზნე ქალაქებში. 

როგორც თბილისის მერმა შეხვედრაზე განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის ყოველდღიურ საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართვა გამჭვირვალე მმართველობისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. „ეს არის ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც თვითმმართველ ქალაქებში ახალგაზრდული საბჭოების შექმნას და ადგილობრივი თვითმმართველობის ყოველდღიურ საქმიანობაში მათ ჩართვას გულისხმობს. მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა. სწორედ მათ უნდა გვიკარნახონ, როგორი ქალაქი სჭირდებათ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

პროექტი საქართველოს ხუთ ქალაქში - გორში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისსა და ზუგდიდში განხორციელდა, სადაც ადგილობრივმა ახალგაზრდებმა მათი ქალაქის არჩეულ მერთან სხვადასხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ითანამშრომლეს.

პროექტის შედეგების პრეზენტაციას ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრები, რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები და პროექტში ჩართული სტუდენტები.

 

სიახლე
24 აპრილი 2015  
 
 

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის  (COCOM)  წევრები, 50 ქვეყნის ტექნიკური დელეგატები და ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლები. საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ ორდღიანი შემაჯამებელი სემინარის გახსნას  თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო. სემინარს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, მიმდინარეობს ძალიან აქტიური მოსამზადებელი სამუშაოები ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის.
„ყოველი დღე მკაცრადაა გაწერილი იმისათვის, რომ საორგანიზაციო კომიტეტმა, შესაბამისმა სამინისტრომ და თბილისის მერიამ ყველაფერი გააკეთოს ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. მიმდინარეობს როგორც სპორტული ობიექტების მშენებლობის დასრულების პროცესი, ასევე საჯარო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდებარე ტერიტორიაზე. უახლოესი ერთი თვის განმავლობაში სპორტულ ობიექტებზე ყველა ძირითადი სამუშაო დასრულდება გარდა კოსმეტიკური სამუშაოებისა“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. მისი თქმით, მონიტორინგის მისია პარალელურ რეჟიმში დღის განმავლობაში დაათვალიერებს სპორტულ ობიექტებს, მათ შორის შეაფასებს დასრულებუილ  ობიექტებს.
ვიზიტის ფარგლებში ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის წარმომადგენლები, ევროპის ქვეყნების ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები გაეცნობიან „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ ჩატარებულ მოსამზადებელ სამუშაოებს, დაათვალიერებენ მშენებარე და განახლებულ სპორტულ არენებს.  ეწვევიან ოლიმპიურ სოფელს. დელეგაციის წევრები გასცემენ საბოლოო რეკომენდაციებსა და შემაჯამებელ შეფასებებს.
26 ივლისის-1 აგვისტოს პერიოდში თბილისში ტარდება საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური სპორტული ღონისძიება -  ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“.

 

 

 

 

 

სიახლე
24 აპრილი 2015  
 
 

თბილისის მერია სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან ერთად მეწარმეობის მსურველ ქალებს  სასწავლო პროგრამის "დაიწყე შენი ბიზნესი" ფარგლებში გადაამზადებს.
სასწავლო პროგრამა გათვალისწინებულია მათთვის, ვისაც უკვე აქვს  ბიზნეს იდეა და მის განხორციელებას უახლოეს მომავალში გეგმავს. ტრენინგკურსი მეწარმეობის მსურველებს საკუთარი ბიზნეს იდეის  მიხედვით ბიზნესგეგმის შედგენასა და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებაში დაეხმარება.
ტრენინგი 28-30 აპრილს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ოფისში (ბელიაშვილის ქ.#8) ჩატარდება. მონაწილეები კურსის დასრულების შემდეგ  სერტიფიკატებს მიიღებენ. 

ტრენინგკურსი "დაიწყე შენი ბიზნესი"  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სასწავლო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მცირე  ბიზნესის  განვითარებას. აღნიშნული პროგრამა შემუშავებულია შვედეთის მეწარმეთა კონფედერაციის მიერ და ორიენტირებულია მცირე ბიზნესისა და ინდივიდუალური მეწარმეების მოთხოვნებზე.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ  ანკეტა  და შემოიტანონ ქ.თბილისის მერიაში (შარტავას ქ.# 7).

იხილეთ ანკეტა 

სიახლე
22 აპრილი 2015  
 
 

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის  (COCOM)  წევრები, 50 ქვეყნის ტექნიკური დელეგატები და ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლები. საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ ორდღიანი შემაჯამებელი სემინარის გახსნას  თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო. სემინარს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, მიმდინარეობს ძალიან აქტიური მოსამზადებელი სამუშაოები ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის.

„ყოველი დღე მკაცრადაა გაწერილი იმისათვის, რომ საორგანიზაციო კომიტეტმა, შესაბამისმა სამინისტრომ და თბილისის მერიამ ყველაფერი გააკეთოს ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. მიმდინარეობს როგორც სპორტული ობიექტების მშენებლობის დასრულების პროცესი, ასევე საჯარო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდებარე ტერიტორიაზე. უახლოესი ერთი თვის განმავლობაში სპორტულ ობიექტებზე ყველა ძირითადი სამუშაო დასრულდება გარდა კოსმეტიკური სამუშაოებისა“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. მისი თქმით, მონიტორინგის მისია პარალელურ რეჟიმში დღის განმავლობაში დაათვალიერებს სპორტულ ობიექტებს, მათ შორის შეაფასებს დასრულებუილ  ობიექტებს.

ვიზიტის ფარგლებში ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის წარმომადგენლები, ევროპის ქვეყნების ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები გაეცნობიან „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ ჩატარებულ მოსამზადებელ სამუშაოებს, დაათვალიერებენ მშენებარე და განახლებულ სპორტულ არენებს.  ეწვევიან ოლიმპიურ სოფელს. დელეგაციის წევრები გასცემენ საბოლოო რეკომენდაციებსა და შემაჯამებელ შეფასებებს.

26 ივლისის-1 აგვისტოს პერიოდში თბილისში ტარდება საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური სპორტული ღონისძიება -  ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“.

 

 

 

 

 

სიახლე
24 აპრილი 2015  
 
 

მახათას მთაზე, მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ზეთისხილის ბაღი გაშენდება.
ნერგების დარგვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. სანერგე ორმოების ამოღების პროცესს თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანებისა საქალაქო სამსახურის უფროსი, ბიძინა გიორგობიანი გაეცნო.
ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 000 ძირი ზეთისხილი დაირგვება. ნერგების დარგვის ინიციატივა თბილისის მერიას, ფონდ „ივერიისას“ და საპატრიარქოს ეკუთვნის.
ზეთისხილის ნერგების დარგვის პროცესი ერთ კვირაში დაიწყება და მაისის ბოლოს დასრულდება.

 

 

 

 

 

 

სიახლე
17 აპრილი 2015  
 
 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქში ახალი,  მერიის იაფი სესხის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული სასტუმრო "ციტრუსი" გახსნა.  სასტუმროს გახსნას მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი ბერეკაშვილი, მთაწმინდის გამგებელი  გელა არჩვაძე და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

თბილისის მერის განცხადებით ახალი, ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა დედაქალაქისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან უახლოეს მომავალში თბილისი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს და მოსალოდნელია ვიზიტორების მნიშვნელოვანი ზრდა. ამასთან, სასტუმროს გახსნა  ხელს შეუწყობს  სამუშაო ადგილების შექმნას.

„სასტუმრო  „ციტრუსი“ მერიის იაფი სესხის პროექტის ფარგლებში 1 მილიონი ლარით დაფინანსდა.  ჩვენ ამ პროექტის განხორციელებაში ჩავერთეთ, ვინაიდან ძალიან აქტიური მოთხოვნაა ბოლო პერიოდში სამ და ოთხვარსკვლავიან სასტუმროებზე  გამომდინარე იქიდან, რომ წლევანდელი წელი ძალიან დატვირთულია და დედაქალაქში ბევრი საერთაშორისო ღონისძიება ტარდება. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, ასევე სუპერ თასის მატჩისთვის დედაქალაქს საკმაოდ ბევრი სტუმარი ეყოლება, ისევე როგორც სხვა პერიოდში, ვინაიდან ტურისტული აქტივობა  მაღალია“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

„ტურისტული ინფრასტრუქტურის სწრაფი მშენებლობა და განვითარება მერიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. გამომდინარე აქედან,  გასული წლის ბოლოს მივიღეთ გადაწყვტილება, რომ სასტუმროების მშენებლობის მხარდაჭერა ყოფილიყო პრიორიტეტი. სასტუმრო „ციტრუსი“ ერთ-ერთია იმ ოთხიდან,  რომელთაც დაფინანსებაც იაფი სესხის ფარგლებში მოხდა“,- განაცხადა მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერეკაშვილმა.

სასტუმროს გენერალური მენეჯერის შალვა  ალავერდაშვილის თქმით, სასტუმროს მთლიანად ადაპტირება შშმ პირებისთვის მერიის ინიციატივით  განხორციელდა. მისივე თქმით, სასტუმრო ვიზიტორებს ბალნეოლოგიური ცენტრის მომსახურებასაც სთავაზობს.  სასტუმროში 36 ნომერი, ბარი, რესტორანი და საკონფერენციო დარბაზია განთავსებული, აქვს საკუთარი  პარკინგის ადგილი. სასტუმროში 45-მდე ადამიანია დასაქმებული.

ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო "ციტრუსი" თბილისის ცენტრალურ უბანში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარეობს და ერთდროულად 80-მდე სტუმრის  მიღება შეუძლია. სასტუმროს მშენებლობაზე 3,5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.  

 

 

 

სიახლე
24 აპრილი 2015  
 
 

თბილისს ახალი - ნიკო გომელაურის სახელობის სკვერი შეემატა. თავისუფალი თეატრის  მიმდებარე ტერიტორიაზე, მსახიობისა და პოეტის სახელობის ახალი სკვერის გახსნას თბილისის მერი  დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ნიკო გომელაურის ოჯახის წევრები და ახლობლები, თბილისის მერიის წარმომადგენლები, თავისუფალი თეატრის მსახიობები და ნიკო გომელაურის შემოქმედების თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ.
ახალ სკვერში ნიკო გომელაურის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო-გამოფენაც გაიმართა. თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ნიკო გომელაურის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს, რომლებიც თავიდანვე აქტიურად იყვნენ ჩართული ამ საქმეში.
„ნიკო გომელაური სრულიად ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან, მაშინ, როდესაც შემოქმედებითი სიმწიფის ასაკში შედიოდა. ასაკის მიუხედავად, მან ღრმა კვალი დატოვა ქართულ კულტურაში, ადამიანთა გულებში, დამსახურებულად მოიპოვა სიყვარული და პატივისცემა როგორც ხელოვანმა, მოქალაქემ და  მეგობარმა. ამდენად, ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნდა ნიკო გომელაურის სახელის უკვდავყოფა დედაქალაქში, იმ ადგილას, სადაც იგი მოღვაწეობდა - თავისუფალ თეატრთან, რომელიც, ალბათ, ყველაზე უკეთ და სრულად გამოხატავდა ამ ადამიანის სულისკვეთებას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნიკო გომელაურმა ჩვენს დედაქალაქს კიდევ ერთი შესანიშნავი სკვერი შესძინა, რომელიც თბილისელების საყვარელ  ადგილად იქცევა.“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერიის ინიციატივით, ნიკო გომელაურის სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები  თბილისის განვითარების ფონდმა  2014 წლის ზაფხულში დაიწყო და 2015 წლის აპრილის დასაწყისში დაასრულა. პროექტის ავტორია თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ნინო ღოღობერიძე.  მსახიობის მონუმენტი მოქანდაკე როკო ირემაშვილის ავტორობით დაიდგა.
სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე, სკვერის ტერიტორია მოპირკეთდა მაღალი ხარისხის ბაზალტის ფილებით,  ირგვლივ ჩატარდა გამწვანებითი სამუშაოები, დაირგო დეკორატიული მცენარეები, კიბეებზე დამაგრდა რკინის მოაჯირები, დაიდგა სკამები, სკვერში ასევე დამონტაჟდა სანათები და  გაკეთდა თეატრის აფიშის დაფა. პროექტის მეორე ეტაპზე ნიკო გომელაურის ლექსები ლითონის ასოებით დაიწერა და  სკვერის საფეხმავლო მონაკვეთზე, სკამებსა  და კედელზე განთავსდა. 

სიახლე
15 აპრილი 2015  
 
 

წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით,  თბილისის მერიის ორგანიზებით და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, ვაკის პარკის მედიათეკაში წიგნების გამოფენა-გაყიდვა  გაიმართა.

გამოფენა-გაყიდვა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა, კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა ია მაქაცარიამ და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ დაათვალიერეს და წიგნებიც შეიძინეს.

დავით ნარმანიას თქმით,  თბილისის მერია მომავალშიც დაუჭერს მხარს ამგვარ ღონისძიებებს. “ძალიან მნიშვნელოვანია წიგნისადმი სიყვარული  პატარაობიდანვე  ჩავუნერგოთ ჩვენს შვილებს, რათა  უფრო განათლებულები და მომავალზე ორიენტირებულები გაიზარდონ, ეს  კი ძირითადად წიგნით არის შესაძლებელი“ - განაცხადა თბილისის მერმა.

მედიათეკაში მთელი დღის განმავლობაში თანამედროვე ქართველი მწერლების ნაწარმოებების პრეზენტაცია და წიგნის პოპულარიზაციის საკითხზე დისკუსია გაიმართება. საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე ჩაატარებს ლექციას საავტორო უფლებების დაცვის თემაზე.

გამოფენა გაყიდვაში  22 გამომცემლობა მონაწილეობს. გამომცემლები  2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილ მოზარდებს საჩუქრად წიგნებს გადასცემენ.  გამოფენა-გაყიდვა მთელ დღეს გასტანს.

წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის მსოფლიო დღე საქართველოში 2003 წლიდან აღინიშნება.

„იუნესკო“-ს გადაწყვეტილებით, წიგნისა და საავტორო უფლებების დაცვის დღე 1995 წლიდან მთელს მსოფლიოში აღინიშნება. იუნესკო ამ დღეს მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდებს ახალგაზრდებს გაუღვივონ წიგნის კითხვის ინტერესი, გააფართოვონ წიგნის გამოცემა და ხელი შეუწყონ საავტორო უფლებების დაცვას.

 

 

 

სიახლე
23 აპრილი 2015  
 
 

თბილისის გარე-განათების ქსელში კიდევ ერთი პილოტ პროექტი განხორციელდა. „სინათლის ქალაქის“ დახმარებით, ყაზახურმა კომპანია „SD Group”-მა ჯავახიშვილის ქუჩაზე, საცდელი ვადით, 17 LED სანათი დაამონტაჟა. დიოდური სანათების მონტაჟისა და განათების ჩართვის პროცესს „სინათლის ქალაქის“ ხელმძღვანელობა დაესწრო.
„სინათლის ქალაქის დირექტორის, ვასილ ხორავას განცხადებით, ამ ეტაპზე თბილისში 4 პილოტ პროექტი ხორციელდება. მისი თქმით, დიოდური სანათები დამონტაჟებულია ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე, ბარათაშვილის ხიდზე, აეროპორტის შესასვლელთან და ახლა უკვე ჯავახიშვილის ქუჩაზე. როგორც ხორავამ განაცხადა, მიმდინარე პილოტ პროექტებს სპეციალისტები აკვირდებიან, რომლებიც მათი ეფექტურობის შესახებ დასკვნას წარმოადგენენ.
საპილოტე პროექტები „სინათლის ქალაქმა“ პოლონურ კომპანიებთან „ბიო სულოშენ“ და „ევოლუცია პოლანდ“ ერთობლივად განახორციელა, მათ რიცხვს, ამჯერად, ყაზახური „SD Group”-მა დაემატა.
დიოდური სანათები  ელექტროენერგიის 60–70 %-იან ეკონომიას გასწევს.

სიახლე
8 აპრილი 2015  
 
 

საბურთალოს რაიონის გამგეობამ მის ტერიტორიულ საზღვრებში არსებულ სოფლებში  მცხოვრები მცირემიწიანი ფერმერებისათვის აგრობარათების დარიგება დაიწყო.  სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის ფარგლებში, საბურთალოს რაიონში აგრობარათით 1700-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს და ყოველი მათგანი საკუთრებაში არსებული მიწის ფართობის მიხედვით დადგენილი ქულების შესაბამისად, მიწის სამუშაოების დაფინანსებას მიიღებს.
„აგრობარათი“ არის საბანკო ბარათი, რომლის აღებაც პროექტის მოსარგებლეებს შეუძლიათ „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში. „აგრო ბარათზე“ ჩაირიცხება  პროექტის  ფარგლებში მოსარგებლისთვის განკუთვნილი სარგებლის ღირებულების შესაბამისი  ქულები (1  ლარი - 1 ქულა) აგრობარათზე დარიცხული ქულების მეშვეობით  მოსარგებლეს შეუძლია მხოლოდ სასოფლო­ სამეურნეო დანიშნულების საქონლის (სასუქი, სათესლე მასალა, სანერგე მასალა და მცენარეთა მოვლის საშუალებები) შეძენა მომწოდებლებისგან. 

„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“  შესახებ დეტალური ინფორმაცია მოქალაქეებს შემდეგ ბმულზე შეუძლიათ:

http://www.apma.ge/cards2014/about_project.apma

 

სიახლე
23 აპრილი 2015  
 
 

გლდანის რაიონის 59-ე საჯარო სკოლის ეზოში გამწვანების აქცია გაიმართა. საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად, გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, სამინისტროს თანამშრომლებმა, მანდატურებმა, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა.
თბილისის მერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გამწვანების პროცესში უშუალოდ სკოლის მოსწავლეები არიან ჩართული.

"თბილისის მერიასა და განათლების სამინისტროს შორის გაფორმებიული მემორანდუმის ფარგლებში ჩვენ იმ სკოლების ეზოებში, სადაც გვაქვს თავისუფალი სივრცე, ვრგავთ ხეებს. ეს ღონისძიება მნიშვნელოვანია ქალაქის გამწვანების თვალსაზრისით და ასევე მნიშვნელოვანია, რომ თვითონ მოსწავლეები არიან ჩართული ამ პროცესში და სწავლობენ, როგორ დარგონ ხეები და როგორ მოუარონ მას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც განათლების მინისტრმა აღნიშნა, სკოლის მოსწავლეები თავად იზრუნებენ ნერგების მოვლა-პატრონობაზე, რაც მათი შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

"სკოლები ძალიან აქტიურად ჩაებნენ გამწვანების პროგრამაში. დღეს ჩვენ ვართ 59-ე სკოლაში, რომელსაც საკმაოდ დიდი ტერიტორია აქვს და ერთ-ერთი მსხვილმასშტაბიანი პროექტი სწორედ აქ განხორციელდება, იმიტომ, რომ 1400 ნერგი უნდა დავრგოთ. ბავშვები ძალიან მონდომებულები არიან, ჩართულები არიან ასევე პედაგოგები, გვეხმარებიან მანდატურები. მნიშვნელოვანია, რომ ჩართულები არიან ბავშვები, რაც მათი განვითარებისთვის ძალია ნ კარგია", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

სკოლის ტერიტორიაზე, პირველ ეტაპზე, 500 კვიპაროსის, 100 იფანისა და 100 ნეკერჩხლის ნერგი დაირგო. პროექტის მეორე ეტაპზე, სკოლის ეზოში დაახლოებით 800 ძირი ხე დაირგვება.

საჯარო სკოლების ეზოების გამწვანების პროექტის ფარგლებში, რომელიც თბილისში მდებარე 60 საჯარო სკოლას მოიცავს, ამ დროისთვის დარგულია 6 100 ფოთლოვანი და 1000 წიწვოვანი ჯიშის ნერგი. პროექტის მიხედვით, ჯამში, საჯარო სკოლების ეზოები 10 000 ფოთლოვანი და წიწვოვანი ჯიშის ხე-მცენარით განაშენიანდება.

როგორც საჯარო სკოლებში, ასევე სხვა ობიექტებზე, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ დარგული მცენარეების მოვლა-პატრონობას ამავე სამსახურის კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფენ. ისინი, ვალდებული არიან, ხმობის შემთხვევაში, ნარგავები შესაბამის სეზონზე ახალი ნერგებით ჩაანაცვლონ.

სიახლე
5 აპრილი 2015  
 
 

„საქართველოს საინვესტიციო კლიმატი და მდგრადი განვითარება“  - სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ამ თემაზე გამართულ კონფერენციას თბილისის მერი დავით ნარმანია და ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი ბერეკაშვილი დაესწრნენ.
სიტყვით გამოსვლისას დავით ნარმანიამ დედაქალაქში მიმდინარე  საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრა. თბილისის მერმა მნიშვნელოვანი უწოდა იმას, რომ კონფერენციაზე დამსწრე აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, ხელისუფლებას  და ექსპერტებს შესაძლებლობა მიეცათ, ერთობლივად განიხილონ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საკითხები.
„ჩვენ შევქმენით საინვესტიციო წინადადებების მხარდამჭერი ჯგუფი, რომელიც მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს ინვესტორებს და საინვესტიციო პროექტებს. ჯგუფის შექმნის შემდეგ ასზე მეტი პროექტი განვიხილეთ, სადაც ბიზნესს მხარდაჭერა სჭირდებოდა. პროექტების უმეტესობა უკვე მიმდინარეობს, ზოგი მათგანი განხილვის პროცესშია. აქტიურად მიმდინარეობს ასევე მუშაობა ქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე. შესწავლის პირველი ნაწილი უკვე დასრულდა. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ გერმანიაში ერთ-ერთ კონკურსში, რომელიც თბილისისთვის ე.წ ჭკვიანი ქალაქის კონცეფციის მომზადებას გულისხმობს. ამ პროექტში გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დაგვეხმარება და მათი ფინანსებით და ექსპერტების დახმარებით განვახორციელებთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
კონფერენცია საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის,  საქართველოს ბიზნეს-პალატისა და თავისუფალი ეკონომიკის ინსტიტუტი FEBI-ის ორგანიზებით გაიმართა და ლარის შემოღების 20 წლისთავს მიეძღვნა.
კონფერენციას ესწრებოდნენ ექსპერტები, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

 

სიახლე
23 აპრილი 2015  
 
 

მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებით თბილისის მერიაში 13 განაცხადი შევიდა. შემოსული განაცხადებიდან თბილისის მთავრობის განკარგულებით შექმნილი კომისია არაუგვიანეს 30 მაისამდე 5 საუკეთესოს შეარჩევს, რის შემდეგაც მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავებისა და ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა/მართვის უზრუნველსაყოფად ინტერესთა გამოხატვა თებერვალში გამოაცხადა.
წინადადებების მიღება 2015 წლის მარტიდან იყო შესაძლებელი. ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეეძლო ყველა დაინტერესებულ როგორც ქართულ, ისე უცხოურ  იურიდიულ პირს ან მათ გაერთიანებას.
ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა  2015 წლიდან საქართველოში ამოქმედებულ ,,ნარჩენების მართვის კოდექსს“ უკავშირდება.
კოდექსის მიზანია ნარჩენების მართვის სფეროში სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ისეთი ღონისძიებების დანერგვისათვის, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას და ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას, ნარჩენებიდან ენერგიის მიღებას, ასევე, ნარჩენების უსაფრთხო განთავსებას.

 

 

სიახლე
23 აპრილი 2015  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია დედაქალაქის  საკრებულოში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას „ქართული ღვინო და აღდგომა“ დაესწრო. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართველი  მხატვრების, კერამიკოსების, მოქანდაკეებისა და გრაფიკოსების ღვინისა და აღდგომის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები.  გაყიდვიდან  შემოსული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციას „ბავშვი და გარემო“ გადაეცემა, რომელიც  მიუსაფარი ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნავს.
ღონისძიება საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. მას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, მერიის, საკრებულოსა და უწყებების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დავით ნარმანიამ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა. მისი  თქმით, ასეთი ღონისძიებების ორგანიზება და მასში ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ერთის მხრივ ხდება ქართული ღვინის პოპულარიზაცია. მეორეს მხრივ კი ხელოვნების ნიმუშების რეალიზაციით მიღებული თანხა იმ პატარებს მოხმარდებათ, რომლებმაც აღდგომის დღესასწაული ვერ იზეიმეს ისე, როგორც საჭირო იყო“.

სიახლე
23 აპრილი 2015  
 
იხილეთ მეტი