ცხელი ხაზი 272 22 22
15:50 23/05/2015
გამოიწერეთ სიახლეები ელ. ფოსტაზე
 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და დედაქალაქის მთავრობის წევრებმა „აფხაზეთობის“ დღესთან დაკავშირებით, დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. თბილისის მერის განცხადებით, თითოეული მოქალაქის ვალია, პატივი მიაგოს გმირებს, რომლებმაც ქვეყნის ერთიანობას თავი შეწირეს.
„დღევანდელი დღე იმ გმირების სახელის ხსენების დღეა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და ერთიანობას შეეწირნენ. მოვედით აქ იმისათვის, რომ პატივი მივაგოთ მათ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
23 მაისი „აფხაზეთობის“ დღედ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ინიციატივით და დაწესდა და მესამე წელია აღინიშნება.

 

სიახლე
23 მაისი 2015  
 
 

კრწანისის რაიონს კიდევ ერთი სარეკრეაციო ზონა შეემატება. გორგასლის შესახვევში მდებარე N2 კორპუსის მაცხოვრებლებმა 2015 წლის 7 მაისს  სსიპ  „ქონების მართვის სააგენტოს“ მიმართეს თხოვნით, რათა მათი კორპუსის მიმდებარედ არსებულ 2 005კვ.მ მიწის ნაკვეთს სარეკრეაციო ზონის სტატუსი მინიჭებოდა. აღსანიშნავია, რომ ამავე ტერიტორიაზე განთავსებულია სპორტული მოედანი და მოსახლეობას სურს, მის მიმდებარედ დასასვენებელი სკვერი გაკეთდეს.
ქონების მართვის სააგენტომ, თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოსთან ერთად, განიხილა აღნიშნული საკითხი და  დააკმაყოფილა მოსახლეობის მოთხოვნა აღნიშნული ტერიტორიისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭების თაობაზე.                                                                 

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელი ზონის ნაცვლად, სარეკრეაციო ზონის სტატუსი მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი დარჩება განუსხვისებელ (ძირითად) ქონებად და საერთო სარგებლობის ფართად.

 

 

 

 

სიახლე
20 მაისი 2015  
 
 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მიხეილ მესხის სახელობის (ყოფილი ლოკომოტივის) სტადიონზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
სტადიონის რეაბილიტაცია ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი - 2015“-ის ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია სტადიონის ეზოს კეთილმოწყობა, ასფალტის საფარის გამოცვლა, ბორდიურების მოწყობა და საკომუნიკაციო ჭების ნიშნულზე მოყვანა.
„იქედან გამომდინარე, რომ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალი ლოკომოტივის სტადიონზე გაიმართება, გადავწყვიტეთ მიმდებარე ტერიტორია მოვაწესრიგოთ. ხდება გზის საფარის და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ვვარაუდობთ, რომ 20 ივნისისთვის აქ სამუშაოები დასრულდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
საგზაო სამუშაოები 20 000 კვადრატულ მეტრზე მიმდინარეობს. სტადიონის გარშემო მიმდებარე გზის რეაბილიტაციის ფარგლებში მოიხსნა ასფალტის ძველი საფარი, მიმდინარეობს ინერტული მასალის შეტანა ასფალტის საფარის ქვედა ფენის დასაგებად; პარალელურად მიმდინარეობს ბორდიურების მოწყობა. პროექტის მიხედვით ბოლო ეტაპზე დაიგება ასფალტის საფარის ზედა ფენა.
სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამასხურის დაკვეთით შპს „ენკო“ ასრულებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 1 000 000 ლარია გათვალისწინებული.
თბილისის მერთან ერთად დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერის მოადგილემ, გიორგი სოლომონიამ, თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ და ვაკის რაიონის გამგებელმა ლაშა აბაშიძემ დაათვალიერეს.

 

 

სიახლე
23 მაისი 2015  
 
 

დღეს თბილისის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, თამაზ შოშიაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს დედაქალაქის მერიას მრჩევლის 5 ახალი შტატი დაემატება.
თბილისის მერიის საშტატო ნუსხის მიხედვით, წლების განმავლობაში მრჩევლის შტატი მერის, ვიცე-მერისა და მერიის სხვადასხვა სამსახურის აპარატებში იყო გადანაწილებული, რაც თავად მრჩევლის ინსტიტუტის ფუნქციას არაეფექტურს ხდიდა.
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის დადგენილებით, თბილისის მერიის საჯარო თანამდებობებში განისაზღვრა მერის მრჩევლის თანამდებობა.
თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, მერიის სისტემაში გადანაწილებული მრჩევლის შტატები უქმდება და მერიის ადმინისტრაციის ქვეშ ერთიანდება. ამით მერიის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა შესაბამისობაში მოვა საქართველოს მთავრობის დადგენილებასთან. ინიციატივაც, რომელიც თბილისის საკრებულოში შევიდა, აღნიშნული საკითხის დარეგულირებას ისახავს მიზნად. აღნიშნული ცვლილება ბიუჯეტში დამატებით ასიგნების გამოყოფას არ გამოიწვევს.
სამწუხაროა, რომ საკრებულოს წევრთა ერთი ნაწილი კვლავაც სიცრუის ტირაჟირებით მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

სიახლე
20 მაისი 2015  
 
 

თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერეკაშვილმა ტრადიციული რეწვის ოსტატებს სერტიფიკატები გადასცა.
ტრადიციული რეწვის ოცი ოსტატი მერიამ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან“ და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრ „ისტორიალთან“ თანამშრომლობით გადაამზადა. ადგილობრივი ტრადიციული რეწვის ოსტატებს  ტრენინგი ბიზნესის დაგეგმვის მიმართულებით ჩაუტარდათ.
თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის ირაკლი ბერეკაშვილის განცხადებით, ტრადიციული რეწვის ოსტატებს ტრენინგზე მიღებული ცოდნა საკუთარი შემოქმედების ბიზნესად გადაქცევასა და შემდგომ განვითარებაში დაეხმარება.
ტრადიციული რეწვის ოსტატებმა გადამზადება სამი დღის განმავლობაში გაიარეს. ტრენინგში მონაწილე პირები „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა „ისტორიალმა“ კონკურსის შედეგად შეარჩიეს.
პროექტი „ბიზნესის დაგეგმვის მიმართულებით ტრადიციული რეწვის ოსტატების გადამზადება“ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროგრამა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ტრადიციული რეწვის ხელშეწყობას,  განვითარებასა და პოპულარიზაციას  ისახავს მიზნად.  

სიახლე
23 მაისი 2015  
 
 

13-22 მაისს, ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის თეატრის დაარსებიდან 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალი იმართება. 
ფესტივალი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ტარდება. იდეის ავტორი ამირან შალიკაშვილი უმცროსია, რომელიც წლებია ამ სფეროში მოღავწეობს და მშობლებთან ერთად აგრძელებს იმ ტრადიციას, რომელმაც არაერთხელ მოუტანა უდიდესი წარმატება არამარტო ამ თეატრს, არამედ საქართველოს.
ჩარლი ჩაპლინისა და მარსელ მარსოს შემდეგ ამირან შალიკაშვილი, საკუთარი ინდივიდუალურობითა და ამ სფეროსათვის ნაკლებად დამახასიათებლი დრამტულობის განცდით, ხელოვნების ამ მიმართულების ერთადერთ გამგრძელებლად ითვლება მსოფლიოში. ფესტივალის მიზანიც სწორედ ის გახლავთ, რომ ახალგაზრდა მსახიობებმა, რომლებიც ეწვევიან საქართველოს ფესტივალის ფარგლებში, გაიზიარონ მაესტროს გამოცდილება და შეეცადონ არ დაკარგონ ტრადიცია, რომელსაც თითქმის უკვე საუკუნის წინ, ზემოთჩამოთვლილმა კორიფეებმა, ჩარლი ჩაპლინმა და მარსელ მარსომ ჩაუყარეს საფუძველი.

სიახლე
14 მაისი 2015  
 
 

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი გურგენიძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი ილია დარჩიაშვილი აზიის განვთარების ბანკის მიწვევით მანილაში იმყოფებიან, სადაც „ცოდნის პარტნიორობის კვირეულში“ იღებენ მონაწილეობას.

აზიის განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებული პარტნიორობის კვირეული მიზნად ისახავს გრძელვადიანი პროექტების დაგეგმვას და თანამშრომლობის გაღრმავებას პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის ზრდას ისეთ მიმართულებებში როგორიცაა ინკლუზიური ინფრასტრუქტურა, ინოვაციური ტექნოლოგიები, ჯანდაცვა და განათლება. ცოდნის პარტნიორობის კვირეული მოიცავს რამდენიმე სესიას შემდეგ თემებზე: ქალაქის ინტერგირებული დაგეგმარება, საქალაქო, მწვანე ინფრასტრუქტურა და მდგრადი განვითარების საკითხები, ახალი ტექნოლოგიები ურბანული განვითარების პროცესში, ურბანული ტრანსპორტი, მდგრადი ენერგეტიკა - გენერირება, გადაცემა, განაწილება. ცოდნის პარტნიორობის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა დონეზე, სადაც აზიის განვითარების ბანკი მონაწილეებს წარუდგენს საკუთარ კონცეფციას და მოსაზრებებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. ამასთან, განისაზღვრება პარტნიორი ქალაქების საჭიროებები, დაიგეგმება თანამშრომლობის სფეროები და გრძელვადიანი პროექტების სტრატეგია.

ირაკლი ლექვინაძე, გიორგი გურგენიძე და ილია დარჩიაშვილი მანილაში 17 მაისს გაემგზავრნენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები აზიის განვითარების ბანკის ხელმღვანელ პირებთან, სადაც თბილისში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების პროექტების ნხარდაჭერის შესაძლებლობებზე იმსჯელებენ.

სიახლე
22 მაისი 2015  
 
 

საბურთალოს რაიონში შიდა ეზოებისა და კვარტალური გზების მოასფალტება გრძელდება. ბალანჩივაძის ქ.N40-ში მიმდინარე სამუშაოები დღეს საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ დაათვალიერა. ამ მისამართზე ასფალტის საფარი 1 650 კვ.მ ფართობზე დაიგება.
პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოეწყო ახალი ბორდიურები.
ამასთან, კორპუსის უკანა ეზოს ქვეშ მიწისქვეშა ავტოფარეხებია, რის გამოც ეს მონაკვეთი სპეციალური ჰიდროსაიზოლაციო მასალით დაიფარა, მოიხრეშა და ახლა აქ ასფალტის საფარი მოეწყობა. პროექტის ღირებულება 60308,21 ლარია.
ბექა მიქაუტაძეს კორპუსის მაცხოვრებლებიც შეხვდნენ და მიმდინარე სამუშაოები ერთად  დაათვალიერეს.

 

სიახლე
8 მაისი 2015  
 
 

ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სართიჭალაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ „ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობა“ დაათვალიერა.
დედაქალაქის მერი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთან ერთად, მეურნეობის უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ ინფრასტრუქტურას და „მილიონი ხის“ პროექტის ფარგლებში, თბილისის მერიის მიერ დაკვეთილი ნერგების წარმოების პროცესს გაეცნო.
როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, მრავალფეროვანი  ნერგების წარმოების ხარისხისა და ფასის გათვალისწინებით, „ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობა“ თბილისის მერიისთვის თანამედროვე ტექნოლოგიით გამოყვანილი  ნერგების  ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი იქნება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროგრამა „მილიონი ხის“ წარმატებით განხორციელებას.
„მილიონი ხის“ პროექტის ფარგლებში  გაზაფხულზე უკვე დავასრულეთ სამუშაოები და დავიწყეთ ზრუნვა იმაზე, რომ შემოდგომისთვის დიდი რაოდენობის ნერგები გვქონდეს. სართიჭალის სანერგე მეურნეობა ნერგებით მომარაგების ძირითადი წყაროა. შემუშავდება შესაბამისი გეგმა მიმდინარე  წლის შემოდგომისთვის და მომავალი წლის გაზაფხული-შემოდგომის სეზონისთვის“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
ქ. თბილისის  მერიის დაკვეთით სანერგე მეურნეობაში ხორციელდება 15 ფოთლოვანი და 9 წიწვოვანი ჯიშის 1 000 000-ზე მეტი მაღალი ხარისხის კონტეინერული ნერგის გამოყვანა, რომელთა გახარების კოეფიციენტი ჩვეულებრივ  ნერგთან შედარებით ბევრად მაღალია.  აღნიშნული ნერგების თვითღირებულების შესაბამის ფასში შესყიდვა  და მუნიციპალურ ტერიტორიებზე გადარგვა 2016 წლის გაზაფხულიდან დაიწყება.
„ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობაში“ ნერგების  მსხვილმასშტაბიანი  წარმოება კონტეინერული წესით ხდება, რაც ნერგების მაღალ ხარისხს და შესაბამისად,  გახარების მაღალ მაჩვენებელებს უზრუნველყოფს. 

 

 

 

 

 

 

სიახლე
22 მაისი 2015  
 
 

თბილისის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე მსჯელობენ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც დღეს დილით თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გახსნა და რომლის თემაა „ქალაქმშენებლობა, ინფრასტრუქტურა, მდგრადი განვითარება“.
როგორც მისასალმებელ სიტყვაში დავით ნარმანიამ განაცხადა,  დაწყებულია ქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე მუშაობა, რაც უმთავრესი დოკუმენტი უნდა იყოს ქალაქის სამომავლო სივრცით ტერიტორიული განვითარებისთვის. მისივე თქმით, წინამოსამზადებელი სამუშაოების პირველი ეტაპი გავლილია, რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა საერთაშორისო კონკურსი გენერალური გეგმის მომზადებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, ახლახანს გერმანელ პარტნიორებთან  მნიშვნელოვან შეთანხმებას მოეწერა ხელი დედაქალაქისთვის ე.წ. „მომავლის ქალაქის“, ანუ "სმართ სითის" კონცეფციის მომზადების თაობაზე, რაც ასევე მნიშვნელოვანი დოკუმენტია. „თანამედროვე ელექტრონული მართვის სისტემების გამოყენება, ენერგოეფექტური გარე განათების სისტემა, თანამედროვე შუქნიშნების მართვასთან დაკავშირებული სისტემა, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ აუცილებელი ამოცანებისა, რაც ამ კონცეფციის საფუძველზე დედაქალაქში უნდა განხორციელდეს. რამდენიმე მათგანი უკვე დაწყებულია“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
კონფერენციაზე , რომელშიც   „caucasus build  2015“-ის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპის არქიტექტორთა ქსელი“ „ENA”-ს დელეგაცია მონაწილეობს, განიხილება თბილისის განვითარების სხვადასხვა ასპექტები, მათ შორის წყლის სისტემების რეკონსტრუქციის, წყალარინებისა და ინფრასტრუქტურის ინოვაციური კონცეფციები და სხვა.
ქალაქების ურბანული განვითარების საკითხებზე პრეზენტაციებს გამართავენ "ENA”-სპრეზიდენტი ურბან კნაპი და სხვა მომხსენებლები. წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციები ქალაქების ურბანული განვითარების სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით. ქართველი და უცხოელი სპეციალისტები განიხილავენ პრობლემებს, რომელიც აქტუალურია მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებადი ქალაქებისთვის. პრეზენტაციებში უცხოელი სპეციალისტები წარმოადგენენ იმ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც საჭიროა ძველი შენობების ენერგოეფექტური სანირებისთვის (ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება მშენებლობაში).
კონფერენციის ორგანიზატორები არიან თბილისის განვითარების ფონდი თბილისის არქიტექტურის სამსახური, კომპანია “Georgia Builds”,  ევროპის არქიტექტორთა ქსელი (ENA) და თბილისის ენერგეტიკის სააგენტო (TEA).
კონფერენციაზე მიწვეული არიან საქართველოში აკრედიტებული საელჩოები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ენერგეტიკის სამინისტროების წარმომადგენლები, არქიტექტორთა კავშირი, თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისია, მწვანეთა მოძრაობა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ბრიტანეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სპეციალისტები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სიახლე
22 მაისი 2015  
 
 

ქალაქის გამწვანების პროექტის ფარგლებში, ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ და გამგეობის თანამშრომლებმა ხუდადოვის ქუჩაზე კიპარისის ნერგები დარგეს.
„თბილისის გამწვანების აქციაში აქტიურად ვართ ჩართულები. ხუდადოვის ქუჩის ამ მონაკვეთზე ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ნაგავსაყრელი იყო. თებერვალში „თბილსერვის ჯგუფის“ დახმარებით ხევი დასუფთავდა და შემდეგ გადაწყდა კიდეც მისი გამწვანება,“ -განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.
გამწვანების აქციის ფარგლებში, ხუდადოვის ქუჩაზე 120 კიპაროსი დაირგო.

სიახლე
5 მაისი 2015  
 
 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქესა და ორგანიზაციას, იურიდიულ პირთა გაერთიანებას ან საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც აკმაყოფილებს საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში, კანცელარიის მეშვეობით (მისამართი:საქართველო, თბილისი 0160, შარტავას 7), არაუგვიანეს 2015 წლის 1 აგვისტო, 15:00 საათისა უნდა წარმოადგინონ საკონკურსო წინადადება შემდეგი შემადგენლობით:

ა) საკვალიფიკაციო მონაცემები;

ბ) საორგანიზაციო დოკუმენტები და პირობები;

გ) წინასაპროექტო მოსაზრება (ხედვა);

დ) საკონკურსო წინადადების წარმოდგენის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

თბილისის ურბანული განვითარება უნდა დაეფუძნოს, ერთი მხრივ, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს  („მდგრადი განვითარება“, „კომპაქტური ქალაქი, ჯანმრთელი ქალაქი, მწვანე ქალაქი“)და მეორე მხრივ, საკუთარ ღირებულებებსა და ტრადიციებს. ამ მხრივ ქალაქის ტერიტორიულ-სივრცითი განვითარება ორიენტირებული უნდა იყოს მის ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ უნიკალურობაზე. 

საკონკურსო კომისიის მუშაობის პროცესში კონკურსანტებს მიეცემათ პრეზენტაციის ჩატარების საშუალება. ამასთან, კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი მასალები, საჯარო გაცნობის მიზნით, ატვირთული იქნება სამსახურის ვებ-გვერდზე (www.tas.ge). 

საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, წარმოდგენილი საკონკურსო წინადადებების შეფასების შედეგად გამოავლინოს 3 (სამი) გამარჯვებული. 

წინასაპროექტო მოსაზრების (ხედვის) შესყიდვის ღირებულება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით შეადგენს: I ადგილისათვის - 50 000 ლარი, II ადგილისათვის - 30 000 ლარი, III ადგილისათვის - 20 000 ლარი. 

გამარჯვებულ კონკურსანტთან, რომელსაც მიენიჭება I ადგილი, იწარმოებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისდამუშავების მიზნით. 

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამუშავების ფასი, შესრულების ვადა დახელშეკრულების სხვა პირობები განისაზღვრება კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი საკონკურსოწინადადების შესაბამისად. 



 

Tbilisi Municipality City Hall LELP – Legal Entity of Public Law Architecture Service of Tbilisi Municipality announces competition for State procurement of design service comprising the revision of general plan for land use of the Capital. 

The competition may be participated by any interested natural and legal person who is a citizen of Georgia or of any other state, and by any organisation, association of legal persons or international organisation who satisfies requirements provided for under this competitive bid. 

Competitive bids shall be submitted to Architecture Service of Tbilisi Municipality, through Chancellery (Address: N7 Shartava str., 0160, Tbilisi, Georgia), not later than 1 of August2015, 15:00 Tbilisi time. Competitive bids shall include the following organisational documents:

a)     Proposals for drafting a planning assignment of works related to the renewal and perfection of general plan for land use. These works shall be assigned by LELP Architecture Service of Tbilisi Municipality.

b)     Conditions for performing works including work stages and timescales (by a time schedule).

c)     The estimate of design service (total and by types of works) inclusive of payments including VAT provided for under the legislation of Georgia.

d)     Document proving the payment for the submission of competitive bid. 

The urban development of Tbilisi City shall rely on universally recognised principles on the one hand, and on its own values and traditions on the other hand. In this regard, the uniqueness of natural, historical and cultural development of the city shall be considered in its territorial spatial development.
In the working process of the competition commission, bidders shall be given opportunity to give presentations. For the purposes of public availability, materials presented by bidders shall be published in the website of the Service (www.tas.ge). 

The competition commission is authorised to identify 3 (three) preferred bidders on the basis of the evaluation of submitted competitive bids. 

The cost of procurement of pre-design opinions (visions) along with taxes provided for under the legislation of Georgia equals to: I place 50 000 GEL, II place 30 000 GEL, III place 20 000 GEL. 

A purchasing organization shall sign a State Procurement Agreement with a preferred bidder awarded I place in order he/she provides a design service that is the revision of general plan for land use. 

The cost (the cost of agreement) of  design service comprising the revision of general plan for land use, timescales and other conditions of agreement shall be defined in accordance with the competitive bid submitted by a bidder. 


სიახლე
21 მაისი 2015  
 
 

დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის მე-2 კვარტლის მე-3 კორპუსისა და ქურდიანის ქუჩა N 19-ის  ტერიტორიაზე შიდა კვარტალურ გზებზე ასფალტის საფარი იგება. სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს  დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა,  გამგებლის მოადგილე ზურაბ უგულავასთან ერთად დაათვალიერა. 
სარეაბილიტაციო სამუშოების ფარგლებში სულ მიწის ზედაპირი 1700 კვ მეტრი ფართობის  გზის მონაკვეთზე მოიჭრა, მოეწყო ბორდიურები და  5 სანტიმეტრიანი ასფალტო-ბეტონის საფარი. პროექტის ღირებულება 54 900 ლარია.
დიდუბის რაიონის გამგეობის დაფინანსებით 4 მისამართზე უკვე დაიგო  600 კვ მეტრი მოცულობის ასფალტო ბეტონის საფარი, რისთვისაც რაიონის ბიუჯეტიდან  21 853 ლარი გამოიყო. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს დიღმის მასივის მე-2 კვარტლის მე-14 კორპუსთან ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები.
შიდა კვარტალური გზების მოწყობის სამუშაოებს შ.პ.ს „საგზაო კომპანია“ ახორციელებს.
 
 

სიახლე
2 მაისი 2015  
 
 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კომპანია „ლილო მოლის“ გენერალურ დირექტორთან გიორგი კვარაცხელიასთან ერთად „ლილო მოლის“ ახალი საბაჟო-სასაწყობო ტერმინალი გახსნა.
ტერმინალის გახსნას საკრებულოს სამგორის რაიონის  მაჟორიტარი დეპუტატი გულიკო ზუმბაძე ესწრებოდა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ობიექტი ქალაქისთვის. ტერმინალში განთავსებულია საქართველოს ფოსტისა და საბანკო სერვისები, სადაც ბევრი ადამიანია დასაქმებული.  ინფრასტრუქტურა გამართულია იმისათვის, რომ საქონელი ცივილური ფორმით შემოვიდეს და სავაჭრო სივრცეებს მიეწოდოს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
„ლილო მოლის“ გენერალური დირექტორის გიორგი კვარაცხელიას თქმით, ტერმინალი სრულად აკმაყოფილებს ტვირთის მიღების, განბაჟების, დასაწყობებისა და თანმდევი პროცედურების მომსახურების თანამედროვე სტანდარტს.
24 000 კვ.მ ფართობზე განთავსებულ ტერმინალში 4 500 კვ.მეტრი სასაწყობე ფართი, 1 800 კვ.მეტრი კი მომსახურების სერვის ცენტრია. ტერმინალის მომსახურებით  სავაჭრო ცენტრის მოვაჭრეები ისარგებლებენ. შენობაში ტვირთბრუნვის ოპერირებას  „საქართველოს ფოსტა“ განახორციელებს.

 

 

 

 

 

 

სიახლე
21 მაისი 2015  
 
 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები თბილისის გამწვანების აქციაში - „მე ვამწვანებ ქალაქს“ - ჩაერთნენ. თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრების აღსაზრდელებთან ერთად, დიდ დიღომში კიპარისის ნერგები დარგეს. აქციაში, ასევე, მონაწილეობდა საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე.
აღნიშნული აქციის მიზანი შშმ ბავშვების საზოგადოებაში მაქსიმალური ინტეგრაცია, მათი მოტივაციის გაზრდა და თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების დემონსტრაცია იყო. თბილისის მერიამ ამ კატეგორიის ბავშვებს ქალაქისთვის სასიკეთო საქმეში მონაწილეობის საშუალება მისცა და ე.წ. სიცოცხლის ხეების დარგვის აქციაში ჩართვით მათ ერთი პოზიტიური დღე აჩუქა.
„აისის“, „ანიკას“, „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“, „პირველი ნაბიჯისა“ და „მშობლების თანადგომას“ აღსაზრდელებმა დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მოსახლეობას თუნდაც ერთი ხის დარგვისკენ მოუწოდეს და სურვილი გამოთქვეს, რომ მსგავს აქციაში მათი მონაწილეობა მაგალითი გახდეს შშმ პირებისთვის და საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობების არარსებობაში დარწმუნდეს.
„თბილისის მერია განაგრძობს გამწვანების ღონისძიებებს თბილისის ყველა უბანში და მოხარული ვარ, რომ ამ ღონისძიებაში ჩართული არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები“, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
გელა ჩივიაშვილის განცხადებით, ბავშვებს აუხსნეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მათ დარგულ თითოეულ ნერგს თბილისისა და მათი ჯანმრთელობისთვის. მისი თქმით, მსგავსი მნიშვნელობის აქციები მომავალშიც გაგრძელდება.
„მერიასთან ერთად დავრგეთ ხეები, რაც ძალზე სასიხარულოა და ამაღლებულ განწყობას ქმნის თითოეულ ჩვენგანში. ძალიან პოზიტიური დღე იყო და რაც უფრო ბევრი იქნება ასეთი დღეები ჩვენი ბავშვებისთვის, უკეთესია, რადგან მათ ძალიან უყვართ ქველმოქმედება და სიკეთის კეთება“, - განაცხადა ასოციაცია „ანიკას“ წარმომადგენელმა ნიკოლოზ სეფერთელაძემ.

სიახლე
30 აპრილი 2015  
 
 

კრწანისის რაიონში, გორგასლის მე-3 შესახვევში შიდა ეზოებისა და მიმდებარე ტერიტორიის მოასფალტება დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში აღნიშნულ ტერიტორიაზე დაიგება 3 900 კვ.მ ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარები და ბორდიულები.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს, რომელიც ხელშეკრულების თანახმად  კრწანისის რაიონში მდებარე სხვა  ქუჩების შეკეთებასაც  უზრუნველყოფს.

 

სიახლე
21 მაისი 2015  
 
იხილეთ მეტი