ცხელი ხაზი 272 22 22
23:29 29/03/2015
გამოიწერეთ სიახლეები ელ. ფოსტაზე
 

მელიქიშვილის გამზირი N49-დან წუხელ გამოსახლებული 2 ოჯახისთვის, რომელსაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავს, მთაწმინდის რაიონის გამგეობამ საცხოვრებელი ფართი უკვე გამონახა და ისინი ბინაში დღესვე შევლენ.
რაც შეეხება დანარჩენ 10 ოჯახს, როგორც მთაწმინდის, ისე თბილისის სხვა რაიონების გამგეობები მზად არიან, აღნიშნულ ოჯახები ბინის ქირით უზრუნველყონ. ამისათვის, გამოსახლებულებმა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით უნდა მონახონ 300 ლარამდე ღირებულების გასაქირავებელი ბინა, რომლის ქირასაც შესაბამისი გამგეობა გადაიხდის.
მელიქიშვილის გამზირი N49-დან წუხელ კერძო მესაკუთრის მოთხოვნით 12 ოჯახი იქნა გამოსახლებული. მესაკუთრემ შენობაში უკანონოდ შეჭრილები გასახლების თაობაზე წინასწარ გააფრთხილა, ხოლო მთაწმინდის რაიონის გამგეობამ, ამ ოჯახების პრობლემის მოგვარების მიზნით, მათ მუნიციპალურ თავშესაფარში გადასვლა შესთავაზა. მიუხედავად ამ შეთავაზებისა, გამოსახლებულმა ოჯახებმა  თავშესაფარში ცხოვრებაზე უარი თქვეს.

 

 

 

სიახლე
29 მარტი 2015  
 
 

„დედამიწის დღის“ აღსანიშნავად, მრგვალ ბაღში ჯგუფის - „ყველა“ ერთსაათიანი კონცერტი გაიმართა.  აქვე, „მოძრაობის თეატრის“ მსახიობებმა ცეცხლოვანი შოუ გამართეს. კონცერტს თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია დაესწრნენ.
თბილისის მერია გარემოსდაცვით კამპანიას - „დედამიწის დღე“ უერთდება. ამ დღესთან დაკავშირებით, დღეს ერთი საათით - 20:30 საათიდან 21:30 საათამდე დედაქალაქის მუნიციპალური შენობები - მერია, საკრებულო, პარლამენტი, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი და საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ჩაბნელდა. ელექტროენერგია გაითიშა, ასევე, სამინისტროებში.
„დედამიწის დღის“ აღსანიშნავად, ერთი საათით ჩაბნელდა, აგრეთვე, მშვიდობის ხიდი, ნარიყალას ციხე-სიმაგრე, ძველი თბილისი, რუსთაველის გამზირი, აღმაშენებლის გამზირი, თავისუფლების მოედანზე მდებარე წმ. გიორგის ძეგლი, მრგვალი ბაღი და თბილისის ანძა. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ანძაზე განათებული დარჩა ნავიგაციის 16 შუქურა, ხოლო დეკორაციული განათება სრულად გაითიშა.
„დედამიწის საათს“ თბილისში წელს მეშვიდედ აღნიშნავენ. იგი  მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის ორგანიზებასაც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) ახორციელებს. 28 მარტს, ერთი საათის განმავლობაში, მსოფლიოს 62 ქვეყნის 7000-ზე მეტ ქალაქში ელექტროენერგიაზე  მილიონობით ადამიანმა თქვა უარი.
ღონისძიების მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა და თითოეული ადამიანის ქცევის შეცვლა გარემოს სასარგებლოდ. 

სიახლე
29 მარტი 2015  
 
 

უეფას სუპერთასის მატჩისთვის „დინამო არენას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის ბიუჯეტიდან 14 მილიონამდე ლარით ფინანსდება.

„დინამო არენას“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად გაეცნენ.

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მეშვეობით ჩამოვიდა და დამონტაჟდა 92 ერთეული ტურნიკეტი, პროექტის დასრულებისას მათი რიცხვი 116-მდე გაიზრდება, მთლიანად გამოიცვალა გახმოვანების სისტემა. ამჟამად მიმდინარეობს სტადიონის კონსტრუქციის გამაგრება, გაკეთდა საინფორმაციო ტექნოლოგიების თანამედროვე  სისტემა, დამონტაჟდა ტაბლო, ასევე უმაღლესი ხარისხის გახმოვანებისა და განათების სისტემები. მისივე თქმით, ჯამში რეაბილიტაციისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 14 მილიონამდე ლარია გამოყოფილი, თანადაფინანსებას ახორციელებს ასევე სახელმწიფო ბიუჯეტი.

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის თქმით, სტადიონი უეფა-ს მიერ მოთხოვნილ ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს და თბილისი სუპერთასის ფინალს ღირსეულად უმასპინძლებს. მისივე თქმით, საქართველო - გერმანიის თამაშისთვის დასრულებულია სამუშაოების ნაწილი - გახმოვანება, შემოსასვლელები, დამონტაჟდა ვიდეოკამერები. მისივე თქმით, თამაშის შემდეგ დაიწყება არსებული სკამების დემონტაჟი და დამონტაჟდება ახალი.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის თქმით, კომისია მუშაობს, რათა 11 აგვისტოს ფინალური მატჩისთვის სტადიონი მზად იყოს. “ჩვენ გვექნება მართლაც სანიმუშო სტადიონი და 11 აგვისტოს ღირსეულად ვუმასპინძლებთ ფინალს“, - განაცხადა ლევან ყიფიანმა.

„ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ მიერ შემუშავებული პროექტის თანახმად, „დინამო არენას“ რეაბილიტაცია 2015 წლის ივნისის ბოლოს დასრულდება.  სუპერთასის მატჩამდე სტადიონის ეზოში ახალი ხეები დაირგვება და ჩატარდება  გამწვანების სამუშაოები.

გერმანია-საქართველოს თამაშისთვის სტადიონზე უკვე დასრულებულია ეზოს კეთილმოწყობის, გამაგრებისა და ტურნიკეტების დამონტაჟების ძირითადი სამუშაოები. 29 მარტის შემდეგ იგეგმება რეაბილიტაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის განხორციელება - მოხდება ძველი სკამების დემონტაჟი და სტადიონი ახალი სკამებით აღიჭურვება. იგეგმება მედია ზონის სრულიად შეცვლა და უეფას სტანდარტებზე მორგება.

 

 

სიახლე
28 მარტი 2015  
 
 

თბილისის მერიაში ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ ავტოპარკი არ განახლებულა. მერიის ბალანსზე ამჟამად ირიცხება 267 ავტომანქანა, საიდანაც 239 ოპერატიულია და სხვადასხვა საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების თანამშრომლები, ობიექტებზე გასასვლელად, მონიტორინგისა და სხვა სამსახურეობრივი საჭიროებისთვის იყენებენ.
„ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის ფარგლებში, თბილისის მერიამ ფინანსთა სამინისტროს უკვე გადაუგზავნა ხარჯების შემცირების შესახებ ინფორმაცია, რომლის თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება 1 800 000 ლარამდე იგეგმება.
შემცირება ძირითადად ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის, ასევე საპრემიო ფონდის ხარჯზე იგეგმება. გარდა ამისა, ცალკეული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში იგეგმება საბიუჯეტო ცვლილებები, რომელთა შედეგად გამოთავისუფლებული რესურსები მიმართული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.

 

სიახლე
27 მარტი 2015  
 
 

თბილისის მერია გარემოსდაცვით კამპანიას - „დედამიწის დღე“ უერთდება. ამ დღესთან დაკავშირებით, დღეს ერთი საათით - 20:30 საათიდან 21:30 საათამდე დედაქალაქის მუნიციპალური შენობები - მერია, საკრებულო, პარლამენტი, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი და საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ჩაბნელდება. ელექტროენერგია გაითიშება, ასევე, მთავრობის კანცელარიასა და სამინისტროებში. 


„დედამიწის დღის“ აღსანიშნავად, ერთი საათით ჩაბნელდება, აგრეთვე, მშვიდობის ხიდი, ნარიყალას ციხე-სიმაგრე, ძველი თბილისი, რუსთაველის გამზირი, აღმაშენებლის გამზირი, თავისუფლების მოედანზე მდებარე წმ. გიორგის ძეგლი, მრგვალი ბაღი და თბილისის ანძა. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ანძაზე განათებული დარჩება ნავიგაციის 16 შუქურა, ხოლო დეკორაციული განათება სრულად გაითიშება.


„დედამიწის დღის“ აღსანიშნავად, მრგვალ ბაღში ჯგუფის - „ყველა“ ერთსაათიანი კონცერტია დაგეგმილი, რომელიც სანთლის შუქზე გაიმართება. აქვე, „მოძრაობის თეატრი“ ცეცხლოვან შოუს გამართავს. კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება და მას თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია დაესწრებიან.


„დედამიწის საათს“ თბილისში წელს მეშვიდედ აღნიშნავენ. იგი  მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის ორგანიზებასაც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) ახორციელებს. 28 მარტს, ერთი საათის განმავლობაში, მსოფლიოს 62 ქვეყნის 7000-ზე მეტ ქალაქში ელექტროენერგიაზე  მილიონობით ადამიანი იტყვის უარს.  


ღონისძიების მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა და თითოეული ადამიანის ქცევის შეცვლა გარემოს სასარგებლოდ. 


სიახლე
28 მარტი 2015  
 
 

წითელი საღებავითაა დასვრილი რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ადგილი და სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორია. ამ დროისთვის „თბილსერვის ჯგუფის“ დასუფთავების ბრიგადები ადგილზე იმყოფებიან და ტერიტორიას საღებავისგან წმენდენ.
შევახსენებთდღევანდელი აქციის მონაწილეებს, რომ ქალაქის იერ-სახის დამახინჯება ისჯება კანონით. ამიტომაც მოვუწოდებთ მათ, დაიცვან სისუფთავე და არ დასვარონ რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ქუჩები. 

სიახლე
21 მარტი 2015  
 
 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და პაატა ბურჭულაძემ მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარი დაათვალიერეს.

მიმდინარე მშენებლობისა და განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია  თბილისის მერს ფონდ „ივერიისა“ და „იავნანას“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ  გააცნო.

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით,  დედაქალაქის  მერია აქტიურად არის ჩართული   ტაძრის ტერიტორიის კეთილმოწყობაში.„ჩვენ წელს ერთობლივად ვიზრუნებთ მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებაზე. გარდა ამისა, წელს დაგეგმილია სამებიდან მახათას მთამდე ამოსასვლელი ქვაფენილიანი გზის სამუშაოების დაწყება. უშუალოდ ტაძრის ტერიტორიის კეთილმოწყობა და შემოსასვლელი გზის კაპიტალური სამუშაოები მომდევნო წლისთვის იგეგმება, რათა მშენებლობის დასრულებისთვის შემოსასვლელი გზა, პარკირების ადგილი და მიმდებარე ტერიტორია კეთილმოწყობილი იყოს, რისთვისაც თბილისის მერია მაქსიმალურად იმუშავებს“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ფონდ „ივერიის“ დამფუძნებლის პაატა ბურჭულაძის თქმით, ტაძრის მშენებლობას სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება და იგი მალე დასრულდება. „ტაძარი საქართველოს ყველა მოქალაქის შეწირულობებით შენდება, ვინც ჯერ არ შემოერთებია ამ საქმეს, დროულად შემოგვიერთდით, 2017 წლის 25 დეკემბერს  უწმინდესს აღსაყდრებიდან  40 წლისთავი უსრულდება, ჩვენი სურვილია, მას ეს დიდი საჩუქარი  ქართველმა ერმა აჩუქოს და ტაძარი მან აკურთხოს“- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ, რომელიც დედაქალაქის მერიას და საკრებულოს გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის.

ამჟამად მიმდინარეობს ტაძრის გუმბათის ყელისა და სარკმელების ამოყვანის პროცესი. დაწყებულია გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები. სრულდება სამრეკლოს კედლების ამოყვანა და კარიბჭის მშენებლობა. ტაძრის კარკასის მშენებლობის დასრულება აპრილის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მთელი საქართველოს და უცხოეთში მცხოვრები ქართული ემიგრაციის ერთიანი ძალისხმევით შენდება. იქმნება სპეციალური წიგნი, სადაც ტაძრის აღმშენებელთა  გვარ-სახელები შევა.  სახალხო აქციაში უკვე 250 ათასი ადამიანია გაწევრიანებული.

ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის თვალყურის დევნება ნებისმიერ მსურველს შეუძლია ფონდი „ივერიისას“ საიტის   WWW.MAKHATA.GE.  საშუალებით.

 

 

სიახლე
28 მარტი 2015  
 
 

21 მარტს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ერთიანდება. ამ კამპანიას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროს გიორგი არეშიძესთან და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად შეუერთდა.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ადმინისტრაციის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ბაგა-ბაღებში მიღების შესაძლებლობაა, რომლებიც გასულ წლებში ვერ რეგისტრირდებოდნენ საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში, თუ მათი ასაკი აღემატებოდა 6 წელს. 2014 წლის სექტემბრიდან მშობლის სურვილისა და ექიმის დასკვნა/რეკომენდაციის საფუძელზე უკვე შესაძლებელია საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 6-დან 7 წლამდე ასაკის გსმ (განსაკუთრებული საჭიროების მქონე) ბავშვები ჩაერთონ სააღმზრდელო პროცესში. 
ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობის დაგეგმვისას, საპროექტო დოკუმენტაციაში გათვალისწინებულია ინკლუზიური გარემოს შექმნა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 300-მდე გსმ აღსაზრდელია რეგისტრირებული, მათგან დაუნის სინდრომის მქონე 17 ბავშვია.

სიახლე
21 მარტი 2015  
 
 

თბილისის მერიაში კომპანია GWP-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მიმდინარე ერთობლივ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონიამ, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ და დედაქალაქის რაიონების გამგებლებმა GWP-ის ტექნიკური დირექტორის მოადგილე ომარ გოცირიძესთან ერთად განიხილეს ახალი უბნების დაქსელვის, მილების მოწყობის და აბონირების საკითხები.
დედაქალაქის მთავრობის წევრებმა კომპანია GWP-ს იმ ქუჩების ჩამონათვალი მიაწოდეს, სადაც თბილისის მერიასა და გამგეობებს საგზაო სამუშაოები აქვთ დაგეგემილი, მანამდე კი აღნიშნულ მისამართებზე სამუშაოები წყალმომარაგების კომპანიამ უნდა დაასრულოს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალთან - „თბილისი - 2015“ დაკავშირებით თბილისის მერიასა და კომპანია GWP-ს შორის მემორანდუმი გაფორმდება.
მორიგი სამუშაო შეხვედრა მომავალ კვირაში გაიმართება.

 

 

სიახლე
27 მარტი 2015  
 
 

თბილისის მერია ახალ პროექტს - "ჩემი ეზო" იწყებს. შესაბამისი გადაწყვეტილება დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს მიიღეს.

პროექტის მიზანია დედაქალაქის თითოეული უბნის განვითარებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, მოქალაქეთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის გაძლიერება.

პროექტის ფარგლებში შეიქმნება საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეები, სადაც გაიმართება სპორტული შეჯიბრებები, თეატრალური და საცირკო წარმოდგენები, მცირე გამოფენები. პროექტში აქტიურად ჩაერთვებიან სახელოვნებო სკოლები, სპორტული და ახალგაზრდული საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამხატვრო აკადემიის, სამხატვრო სახელოსნოების სტუდენტები და მოსწავლეები, თეატრები და ა.შ.

"პროექტი "ჩემი ეზო" თბილისის მერიის ახალი ინიციატივაა. პროექტის მიხედვით, ყველა უბანში მოეწყობა მინიმუმ ერთი საზოგადოებრივი, საერთო სარგებლობის  სივრცე, რომელიც კეთილმოწყობის, გამწვანების  სამსახურისა და ადგილობრივი გამგეობის მიერ იქნება კეთილმოწყობილი და ადაპტირებული, იმისათვის რომ ადამიანებს შეეძლოთ შეკრება, გარკვეული სანახაობების, შეჯიბრების, სპორტული ღონისძიების მოწყობა. ვფიქრობ თბილისელები პროექტს მოიწონებენ და აქტიურად ჩაერთვებიან. რაც შეეხება ბიუჯეტს,  "ჩემი ეზოს" ბიუჯეტი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა ტიპის კეთილმოწყობის სამუშაოები იქნება თითოეულ უბანში საჭირო",-განაცხადა თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერეკაშვილმა.

პროექტის ფარგლებში ღონისძიებები შაბათ-კვირას გაიმართება. პროექტი თავდაპირველად დიდუბის რაიონში განხორციელდება.  კონკრეტულ ტერიტორიას დიდუბის  რაიონის გამგეობა შეარჩევს.

პროექტში ჩართული მერიის რამდენიმე სამსახური იქნება: გამწვანების საკითხთან დაკავშირებული ღონისძიებების  განხორციელებას  მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური, შერჩეულ ტერიტორიის კეთილმოწყობას კი კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური უზრუნველყოფენ. პროექტის ფარგლებში შესაბამის ღონისძიებებს კულტურის საქალაქო სამსახური და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური განახორციელებენ.

სიახლე
18 მარტი 2015  
 
 

მეტეხის გვირაბთან არსებული ხიდის კაპიტალური შეკეთება დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, ავთანდილ სუდაძესთან ერთად დაათვალიერა.
დავით ნარმანიას განცხადებით, ხიდი ლაბორატორიულად შემოწმდა და, არსებული მძიმე მდგომარეობის გამო, მისი აღდგენა უმოკლეს ვადებში გახდა აუცილებელი. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ხიდს, რომელსაც წლების განმავლობაში რეაბილიტაცია არ ჩატარებია, დაზიანებული აქვს სადეფორმაციო ნაკერები და ბურჯის რიგელები. მოშლილია, ასევე, ჰიდროიზოლაცია, მოაჯირები და დამცავი პარაპეტები, რაც უსაფრთხოების ნორმების სრული დარღვევაა.
"2 თვის განმავლობაში ძირითადი სამუშაოები დასრულდება, პირველ რიგში, ხიდი სრულად გამაგრდება, რომ გადაადგილება უსაფრთხო გახდეს. მთლიანად შეიცვლება ხიდის საფარი და მოწესრიგდება ტროტუარები. სამუშაოების დასრულების შემდეგ ხიდის ექსპლოატაციის ვადა მნიშვნელოვნად გახანგრძლივდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ავთანდილ სუდაძის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროისთვის  გზის მხოლოდ ერთი ნაწილია დაკეტილი. მისი რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ხიდის მეორე ნაწილის კაპიტალური შეკეთება დაიწყება. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია იალბუზის ქუჩიდან მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. შეცვლილი მარშრუტით მოძრაობს როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

სიახლე
27 მარტი 2015  
 
 

დენდროლოგიური პარკის მიმდებარედ, ივერთუბნის დასახლებაში გარე-განათება დამონტაჟდა. შპს "სინათლის ქალაქის" მიერ დამონტაჟებული ლამპიონები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილე გიორგი სოლომონიამ, შპს "სინათლის ქალაქის" დირექტორმა ვასილ ხორავამ და ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძეემ დაათვალიერეს.
დავით ნარმანია ადგილობრვ მოსახლეობასაც შეხვდა და დასახლებაში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია პირადად მათგან მოისმინა. მოსახლეობას ყველაზე მეტად გზისა და საკომუნიკაციო სისტემის არარსებობა აწუხებს, რომლის მოგვარების პირობა მათ თბილისის მერისგან და ჩუღურეთის გამგებლის, ზურაბ ჩიკვილაძისგან მიიღეს.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, დასახლებაში წლების განმავლობაში პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა. "პირველ რიგში მოწესრიგდა გარე-განათება, არის სხვა ტიპის საჭიროებებიც, არ არის ქუჩების სახელდება, მოსაწესრიგებელია გზა და სხვა ინფრასტრუაქტურა, რაც ეტაპობრივად გაკეთდება, რათა ამ ადამიანების ყოფითი პირობები უფრო მეტად იყოს უზრუნველყოფილი," - განაცხადა დავით ნარმანიამ.  მისი თქმით, სამუშაოების ნაწილი გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ნაწილს კი დედაქალაქის ბიუჯეტიდან მერიის საქალაქო სამსახურები უზრუნველყოფენ.
"სინათლის ქალაქის" დირექტორის ვასილ ხორავას თქმით, გარე განათების დაყენების თხოვნით მათ მოსახლეობამ  მიმართა. "დასახლებაში გარე-განათების დაახლოებით 400-მდე წერტილია გაკეთებული, რასაც კიდევ რამოდენიმე ათეული წერტილი დაემატა. 2015 წელს  ტერიტორიას მთლიანად ავითვისებთ, ვინაიდან აქ მოსახლეობა ინტენსიურად გადმოდის სახცოვრებლად და მათ აუცილებლად სჭირდებათ გარე-განათება" - განაცხადა ვასილ ხორავამ.

 

 

 

სიახლე
16 მარტი 2015  
 
 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, უსინათლოთა დამოუკიდებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის მერიასა და  უსინათლოთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, საჯარო და საზოგადოებრივ დაწესებულებებში გადაადგილებისას უსინათლო პირები პერსონალური ასისტენტით იქნებიან უზრუნველყოფილი. აღნიშნული მომსახურებით თვეში საშუალოდ 80 უსინათლო ისარგლებლებს.  პროექტის ღირებულება 12 150 ლარია.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა და საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარემ ფრიდონ ლობჟანიძემ.
შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისა ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტში 400 000 ლარია გათვალისწინებული. თანხა წლის განმავლობაში შშმ პირთათვის სხვადასხვა პროექტების განცორციელებას მოხმარდება.

 

 

 

 

სიახლე
27 მარტი 2015  
 
 

დღეს თბილისის მერიასთან იპოთეკარებისა და ე.წ. ატსტუპნიკების სახელით აქცია გაიმართა, რომელზეც აქციის მონაწილეები თბილისის მერიისგან დაზარალებულთა პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ.
აქციის მონაწილეთა უმეტესობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები წარმოადგენდნენ. გამომდინარე აქედან, თბილისის მერია მიიჩნევს, რომ აღნიშნული აქცია, ისევე, როგორც გასულ დღეებში სხვადასხვა მუნიციპალურ შენობებთან გამართული აქციები, პოლიტიკურად მართულია და მიზნად უწყების დეზორგანიზებას ისახავს.
რაც შეეხება ზოგადად იპოთეკით დაზარალებულთა საკითხს, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ მუნიციპალიტეტს ამგვარი პრობლემის მოგვარების ბერკეტი არ გააჩნია. თბილისის მერიის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე გამართეს იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობის ნაწილთან შეხვედრა და მათ აღნიშნულის შესახებ განემარტათ.
თბილისის მერია მოუწოდებს დღევანდელი აქციის მონაწილეებს, ნუ იქცევიან პოლიტიკური მანიპულაციის იარაღად და იმოქმედონ კანონის შესაბამისად.   

სიახლე
13 მარტი 2015  
 
 

ცოტა ხნის წინ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლებმა თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე 30 ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე, რომელიც, როგორც ჩანს, სააგენტოს დისკრედიტაციის მიზნით, შეგნებულად გავრცელდა.  
დღეს მოქალაქე ირაკლი კუტალიამ ნუცუბიძის ქუჩაზე გამოიძახა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს რეაგირების ჯგუფი. შეტყობინება ეხებოდა 6 უპატრონო ძაღლს. ადგილზე მისვლის შემდეგ ჯგუფმა, იმის გამო, რომ ძაღლები იყვნენ აგრესიულები, ისინი დააძინა და თავშესაფარში გადაიყვანა.
ამ დროისთვის ძაღლები იმყოფებიან თავშესაფარში, აქვთ საკვები და თავს კარგად გრძნობენ. უახლოეს დღეებში მათ ჩაუტარდებათ ლაბორატორიული კვლევები, გაუკეთდებათ სტერილიზაცია-კასტრაცია, რის შემდეგაც დაუბრუნდებიან ბუნებრივ არეალს.
თბილისის მერია და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიმართავენ მედია საშუალებებს, კერძო პირების მიერ გავრცელებული ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ასევე, ცხოველთადამცველ ორგანიზაციებს შეუძლიათ ნუცუბიძის ქუჩიდან აყვანილი ძაღლების თავშესაფარში მონახულება.

 

 

 

სიახლე
25 მარტი 2015  
 
 

თბილისის მერის საკრებულოში დაბარების მოთხოვნით დეპუტატთა ერთმა ნაწილმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ოპოზიციონერი დეპუტატების ერთკვირიანი მონდომება გაუგებარი და ფუჭია, ვინაიდან საქართველოს ორგანული კანონი - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ პირდაპირ ითვალისწინებს დედაქალაქის მერის საკრებულოს წინაშე ანგარიშით წარდგენის ვალდებულებას.

სწორედ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისად, თბილისის მერი საკრებულოში მისვლასა და გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენას მიმდინარე წლის აპრილის პირველ კვირაში გეგმავს. მერი საკრებულოს წევრებს წარუდგენს ინფორმაციას, თუ რა მძიმე მდგომარეობა დახვდა დედაქალაქის ახალ ხელისუფლებას მერიაში, რა პროექტები და პროგრამები განხორციელდა დღემდე და როგორია დედაქალაქის აღმასრულებელი ორგანოს სამომავლო გეგმები. ცხადია, ანგარიშის წარდგენის შემდეგ ნებისმიერ დეპუტატს ექნება შესაძლებლობა, მერის წინაშე დასვას მისთვის საინტერესო საკითხი.

გამომდინარე იქედან, რომ კოდექსი მკაფიოდ არ განსაზღვრავს ვადებს, დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, დედაქალაქის მერი საკრებულოს წინაშე ანგარიშით ყოველი წლის აპრილის პირველ კვირას წარსდგება. 

სიახლე
9 მარტი 2015  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნას დაესწრო.  თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მრავალპროფილიანი კლინიკა დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვისა და განათლების მინისტრებთან დავით სერგეენკოსთან და თამარ სანიკიძესთან ერთად გახსნა.
185 საწოლზე გათვლილი კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიით, რადიოლოგიური დიაგნოსტიკისა და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კვლევებისთვის საჭირო აპარატურით.
კლინიკაში  6000-ზე მეტი ქართველი და 2000-მდე უცხოელი სტუდენტი მომზადდება. სტუდენტები თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ უნარჩვევებსაც შეიძენენ, აკადემიურ პერსონალს კი თანამედროვე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემა.

 

 

სიახლე
25 მარტი 2015  
 
 

დღეს მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა თბილისის მერთან მრჩეველთა საბჭო შეიქმნა. ასევე, გამოქვეყნდა ინტერვიუ აღნიშნული საბჭოს თავმჯდომარესთან, რომელიც ინტერვიუში გარკვეული პროექტებისა და ინიციატივების შესახებ საუბრობს. მათ შორის, საუბარია იმაზეც, რომ მერია უახლოეს დღეებში ვარდების მოედნიდან ველოსიპედის ძეგლის სხვა ტერიტორიაზე გადატანას გეგმავს.
გვინდა განვაცხადოთ, რომ თბილისის მერიაში მერთან არსებული მრჩეველთა საბჭო არ შექმნილა. წინადადება ამგვარი საბჭოს ჩამოყალიბების შესახებ საინიციატივო ჯგუფისგან მოდიოდა, თუმცა, დედაქალაქის მერს მისი შექმნის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, არც იმ ინიციატივებზეა გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც აღნიშნულმა ჯგუფმა მერთან შეხვედრისას დააყენა, მათ შორის, არც ველოსიპედის გადატანის იდეის შესახებ.

 

 

 

სიახლე
9 მარტი 2015  
 
იხილეთ მეტი