|
წყალმომარაგებაზე დაწესებული 10-12 საათიანი შეზღუდვები (გრაფიკები) მოეხსნა და სასმელ წყალს შეუფერხებლად იღებს თბილისის რიგი უბნები და ქუჩები, კერძოდ: • ვაკე-საბურთალოს რაიონში: პეკინის, მგალობლიშვილის, ბუდაპეშტის, კანდელაკის, იოსებიძის, ზოვრეთის და მათი მიმდებარე ქუჩები; დოლიძის, ჩიქოვანის (ხილიანი), ბალანჩივაძის და მათი მიმდებარე ქუჩები;
• ისან-სამგორის რაიონში: აფრიკისა და მე-8 ლეგიონის დასახლებები; სამგორში მდებარე მაღლივი კორპუსები, ჯავახეთის ქუჩა;
• გლდანი-ნაძალადევის რაიონში: გლდანის დასახლების III, IIIა, IV, V, VI, VII, VIII მიკრორაიონები; თემქის დასახლების III და XI მიკრორაიონები, I და II კვარტლები; სანზონის ნაწილს, გუდამაყრის, ჭოპორტის, ჩარგლის, მუხრანის და მათი მიმდებარე ქუჩები; დადიანის ქუჩის ზედა ნაწილი ხუდადოვის ქუჩამდე, არბოს ქუჩა და მიმდებარე ქუჩებით; ილურიძის, ბეჟანიშვილის, ჯავის ქუჩების ქვედა ნაწილი მიმდებარე უბნებით; დედაქალაქის ჩამოთვლილი უბნების უწყვეტი წყალმომარაგება შესაძლებელი გახდა კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" (GWP) მიერ დაგეგმილი კომპლექსური სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შედეგად.
|