ცხელი ხაზი 272 22 22
17:37 27/05/2015
გამოიწერეთ სიახლეები ელ. ფოსტაზე
 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დიღომში, თრელიგორების უძველესი ნასახლარის ტერიტორიაზე ჩვ.წ-მდე I ათასწლეულის ბოლო საუკუნეებით დათარიღებული  იბერიის  (ქართლის) სამეფოს უადრესი ხანის მარნისა და ტაძრის ნაშთები დაათვალიერა.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის უძველესი თბილისის შემსწავლელი არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ჩატარებულ გათხრებს დავით ნარმანია კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან და ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორთან დავით ლორთქიფანიძესთან ერთად გაეცნო.
დავით ნარმანიას თქმით, დედაქალაქის მერია, შესაბამის ჯგუფთან ერთად თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მკვლევარებს ექპსედიციის დასრულებაში დაეხმარება. მისივე თქმით, მერია აქტიურად ჩაერთვება თემის პოპულარიზაციასა და ტურისტების მოზიდვაში.
სპეციალისტების ვარაუდით, მარანი შესაძლოა ყოფილიყო სატაძრო კომპლექსის ნაწილი.  როგორც არქეოლოგები აცხადებენ, ეს ვარაუდი გაამყარა აერო-ფოტო და სატელიტური გამოსახულებების შესწავლამ და ჩატარებულმა სადაზვერვო სამუშაოებმა. მათივე თქმით, ახალ აღმოჩენას მნიშვნელობა ენიჭება ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციის ისტორიის რეკონსტრუქციის თვალსაზრისით.

 

 

 

 

სიახლე
27 მაისი 2015  
 
 

კრწანისის რაიონს კიდევ ერთი სარეკრეაციო ზონა შეემატება. გორგასლის შესახვევში მდებარე N2 კორპუსის მაცხოვრებლებმა 2015 წლის 7 მაისს  სსიპ  „ქონების მართვის სააგენტოს“ მიმართეს თხოვნით, რათა მათი კორპუსის მიმდებარედ არსებულ 2 005კვ.მ მიწის ნაკვეთს სარეკრეაციო ზონის სტატუსი მინიჭებოდა. აღსანიშნავია, რომ ამავე ტერიტორიაზე განთავსებულია სპორტული მოედანი და მოსახლეობას სურს, მის მიმდებარედ დასასვენებელი სკვერი გაკეთდეს.
ქონების მართვის სააგენტომ, თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოსთან ერთად, განიხილა აღნიშნული საკითხი და  დააკმაყოფილა მოსახლეობის მოთხოვნა აღნიშნული ტერიტორიისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭების თაობაზე.                                                                 

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელი ზონის ნაცვლად, სარეკრეაციო ზონის სტატუსი მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი დარჩება განუსხვისებელ (ძირითად) ქონებად და საერთო სარგებლობის ფართად.

 

 

 

 

სიახლე
20 მაისი 2015  
 
 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით, 1 ივნისიდან თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახური  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურის დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად  ტრენინგკურსს იწყებს.  
პროექტი თბილისში რეგისტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირების გადამზადებას გულისხმობს. პროექტი ერთთვიანია და ეტაპობრივად ოთხი ჯგუფი გადამზადდება. თითოეულ ჯგუფში 15 პირი იქნება.
ტრენინგკურსი შემდეგ მოდულებს მოიცავს: დასაქმების შესაძლებლობები, სექტორების მიმოხილვა; ღირებულებების განსაზღვრა და მიზნების ჩამოყალიბება სამსახურის ძებნის პროცესში; შესაფერისი ვაკანსიის მოძიება და ეფექტური CV-ს შედგენა; ეფექტური სამოტივაციო წერილის მომზადება; თანამშრომელთა შერჩევის პროცესი - ტესტირება, გასაუბრება.
ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი თბილისის მერიაში უნდა შემოიტანონ. განაცხადების მიღება შესაძლებელია ტრენინგის დაწყების შემდეგაც. 

სიახლე
27 მაისი 2015  
 
 

დღეს თბილისის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, თამაზ შოშიაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს დედაქალაქის მერიას მრჩევლის 5 ახალი შტატი დაემატება.
თბილისის მერიის საშტატო ნუსხის მიხედვით, წლების განმავლობაში მრჩევლის შტატი მერის, ვიცე-მერისა და მერიის სხვადასხვა სამსახურის აპარატებში იყო გადანაწილებული, რაც თავად მრჩევლის ინსტიტუტის ფუნქციას არაეფექტურს ხდიდა.
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის დადგენილებით, თბილისის მერიის საჯარო თანამდებობებში განისაზღვრა მერის მრჩევლის თანამდებობა.
თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, მერიის სისტემაში გადანაწილებული მრჩევლის შტატები უქმდება და მერიის ადმინისტრაციის ქვეშ ერთიანდება. ამით მერიის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა შესაბამისობაში მოვა საქართველოს მთავრობის დადგენილებასთან. ინიციატივაც, რომელიც თბილისის საკრებულოში შევიდა, აღნიშნული საკითხის დარეგულირებას ისახავს მიზნად. აღნიშნული ცვლილება ბიუჯეტში დამატებით ასიგნების გამოყოფას არ გამოიწვევს.
სამწუხაროა, რომ საკრებულოს წევრთა ერთი ნაწილი კვლავაც სიცრუის ტირაჟირებით მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

სიახლე
20 მაისი 2015  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია თსუ-ში პირველ დიასპორულ-პროფესიულ ფორუმს „გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს“ დაესწრო.  ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ფორუმის ფარგლებში სამშობლოში ჩამოსული სხვადასხვა დარგის სპეციალისტები საქართველოში მოღვაწე კოლეგებთან ერთად კონკრეტული სფეროების განვითარებაზე, არსებულ გამოწვევებსა  და ეფექტური თანამშრომლობის გზებზე მსჯელობენ.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ფორუმზე წარმოდგენილი არიან  ქართული დიასპორის ღირსეული წარმომადგენლები, რაც დიასპორული გამოცდილების გაზიარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„აქ წარმოდგენილი არიან  ადამიანები, რომლებმაც მიუხედავად იმისა, რომ მრავალი  წლის წინ დატოვეს საქართველო,  არასოდეს ივიწყებენ სამშობლოს და იმ ადამიანებს, რომლებიც მათ აქ დატოვეს. მნიშვნელოვანია მათთან მჭიდრო თანამშრომლობა და დღევანდელი კონფერენციაც სწორედ ამას ისახავს მიზნად.  ბევრი მათგანი ძალიან წარმატებულია, მუშაობენ სხვადასხვა უცხოურ კომპანიებში, თანამშრომლობენ მათთან. ამ თვალსაზრისით ჩვენ ინვესტირების შესაძლებლობები გვაინტერესებს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ფორუმს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

 

 

 

 

 

სიახლე
27 მაისი 2015  
 
 

13-22 მაისს, ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის თეატრის დაარსებიდან 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად პანტომიმის საერთაშორისო ფესტივალი იმართება. 
ფესტივალი თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ტარდება. იდეის ავტორი ამირან შალიკაშვილი უმცროსია, რომელიც წლებია ამ სფეროში მოღავწეობს და მშობლებთან ერთად აგრძელებს იმ ტრადიციას, რომელმაც არაერთხელ მოუტანა უდიდესი წარმატება არამარტო ამ თეატრს, არამედ საქართველოს.
ჩარლი ჩაპლინისა და მარსელ მარსოს შემდეგ ამირან შალიკაშვილი, საკუთარი ინდივიდუალურობითა და ამ სფეროსათვის ნაკლებად დამახასიათებლი დრამტულობის განცდით, ხელოვნების ამ მიმართულების ერთადერთ გამგრძელებლად ითვლება მსოფლიოში. ფესტივალის მიზანიც სწორედ ის გახლავთ, რომ ახალგაზრდა მსახიობებმა, რომლებიც ეწვევიან საქართველოს ფესტივალის ფარგლებში, გაიზიარონ მაესტროს გამოცდილება და შეეცადონ არ დაკარგონ ტრადიცია, რომელსაც თითქმის უკვე საუკუნის წინ, ზემოთჩამოთვლილმა კორიფეებმა, ჩარლი ჩაპლინმა და მარსელ მარსომ ჩაუყარეს საფუძველი.

სიახლე
14 მაისი 2015  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია მეუღლესთან და შვილებთან ერთად სამხედრო მოსამსახურეთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო. სამხედრო-საზეიმო ღონისძიება თავისუფლების მოედანზე გაიმართა.
საქართველოს მოსახლეობას და შეიარაღებულ ძალებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, რომელიც ტელეხიდით ავღანეთიდან ჩაერთო.
თავისუფლების მოედანზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაში ქართული ავიაციაც ჩაერთო. მოედნის თავზე სამმა „იროკეზის“ ტიპის შვეულმფრენმა გადაიფრინა და სახელმწიფო დროშა გაშალა. საჰაერო კომპონენტში მონაწილეობა მიიღო ასევე L-39 ტიპის თვითმფრინავებმა „ალბატროსი“. SU-25 ტიპის თვითმფრინავებმა სახელწოდებით „მიმინო“, ცაზე საქართველოს დროშის ფერი კვამლი გაუშვეს.

 

სიახლე
26 მაისი 2015  
 
 

საბურთალოს რაიონში შიდა ეზოებისა და კვარტალური გზების მოასფალტება გრძელდება. ბალანჩივაძის ქ.N40-ში მიმდინარე სამუშაოები დღეს საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ დაათვალიერა. ამ მისამართზე ასფალტის საფარი 1 650 კვ.მ ფართობზე დაიგება.
პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოეწყო ახალი ბორდიურები.
ამასთან, კორპუსის უკანა ეზოს ქვეშ მიწისქვეშა ავტოფარეხებია, რის გამოც ეს მონაკვეთი სპეციალური ჰიდროსაიზოლაციო მასალით დაიფარა, მოიხრეშა და ახლა აქ ასფალტის საფარი მოეწყობა. პროექტის ღირებულება 60308,21 ლარია.
ბექა მიქაუტაძეს კორპუსის მაცხოვრებლებიც შეხვდნენ და მიმდინარე სამუშაოები ერთად  დაათვალიერეს.

 

სიახლე
8 მაისი 2015  
 
 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად 26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ წარმოდგენილი პავილიონები დაათვალიერა. თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქის მერია 26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში წარმოდგენილია სხვადასხვა პროექტებით და საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, მერიის მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ ღონისძიებებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს.
დღეს დედაქალაქის მერიის პავილიონში, რომელიც ცისფერი გალერეიდან ფურცელაძის ქუჩის დასაწყისამდე იყო განთავსებული, წარმოდგენილი იყო თბილისში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული, სოციალური, გამწვანების და სხვა პროექტების გამოფენა.
პავილიონის გვერდით განთავსებული იყო სცენა, რომელზეც თბილისის ტანვარჯიშის ფედერაციის სპორტსმენებმა მთელი დღის განმავლობაში მხატვრული ტანვარჯიშის პროგრამა წარმოადგინეს. იქვე სახელოვნებო სკოლების მოსწავლეებმა საკუთარი ნახატები გამოფინეს.
თბილისის მერიის კიდევ ერთი ლოკაცია პავილიონის მიმდებარედ, დეკორატიული სკვერი იყო, სადაც მევიოლინე ბავშვებმა კლასიკური ნაწარმოებები შეასრულეს. იქვე ილუზიონისტმა ზურაბ ვადაჭკორიამ საკუთარი პროგრამა წარმოადგინა. ტერიტორიაზე ასევე მოძრაობდნენ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი-2015“ ანიმატორები.
პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ გაიმართა ყვავილების ფესტივალი „ვარდობისთვე თბილისში“, რომელიც წელს მეთერთმეტედ ჩატარდა. ყვავილების ფესტივალის ტერიტორიაზე განთავსებულ სცენაზე  ბავშვთა სასულე ორკესტრმა კონცერტი გამართა.

 

 

სიახლე
26 მაისი 2015  
 
 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში  თბილისის მერია რუსთაველის გამზირზე მოსახლეობის წინაშე ერთგვარი ანგარიშით წარდგება.
დედაქალაქის მერიის პავილიონში, რომელიც ცისფერი გალერეიდან ფურცელაძის ქუჩის დასაწყისამდე იქნება განთავსებული, წარმოდგენილი იქნება თბილისში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული, სოციალური, გამწვანების და სხვა  პროექტების გამოფენა.
მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე გაეცნონ მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების შესახებ.
პავილიონში ასევე გამოიფინება გლდანის ხიდსა და დიღმის მასივს შორის მდებარე მდინარე მტკვრის კალაპოტისა და სანაპირო არეალის რეკონსტრუქციის პროექტის კონცეფციია, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.
წარმოდგენილი იქნება ასევე „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ ერთ-ერთი მიმდინარე პროექტი „ბიზნეს-ინკუბატორი“, იგივე FabLab, რომლის მიზანია დამწყები მეწარმეების (Start Up-ების) და ინოვატორების ხელშეწყობა, რაც დაეხმარება და სტიმულს მისცემს ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას.
გარდა ამისა, პავილიონში წარმოდგენილი იქნება თბილისის მერიისა და "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" ახალი პროექტი - "სითი ფორუმი - ერთად ვიზრუნოთ თბილისზე". პროექტის მიზანია ქალაქის დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობა და დედაქალაქის მთავრობის საქმიანობაში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა. პროექტის სტენდზე განთავსებული იქნება სპეციალური აპლიკაციის  ფორმა, რომლის შევსებაც და საკუთარი ინიციატივების დაფიქსირება მოქალაქეებს ადგილზე შეეძლებათ.
პავილიონის გვერდით განთავსდება სცენა, რომელზეც თბილისის ტანვარჯიშის ფედერაციის სპორტსმენები მთელი დღის განმავლობაში მხატვრულ ტანვარჯიშის პროგრამას წარმოადგენენ. იქვე სახელოვნებო სკოლების მოსწავლეები საკუთარ ნახატებს გამოფენენ.
თბილისის მერიის კიდევ ერთი ლოკაცია პავილიონის მიმდებარედ, დეკორატიული სკვერი იქნება, სადაც მევიოლინე ბავშვები კლასიკურ ნაწარმოებებს შეასრულებენ. იქვე ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია მთელი დღის განმავლობაში საკუთარ პროგრამას წარმოადგენს. ტერიტორიაზე ასევე იმოძრავებენ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი-2015“ ანიმატორები.
პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ გაიმართება ყვავილების ფესტივალი “ვარდობისთვე თბილისში”, რომელიც წელს მეთერთმეტედ ტარდება. ყვავილების ფესტივალის ტერიტორიაზე განთავსებულ სცენაზე  ბავშვთა სასულე ორკესტრი კონცერტს გამართავს.
დღესასწაულის დასკვნითი ნაწილი მუსიკალური პროექტი „ჩემო ციცინათელა“ იქნება, რომელიც სპეციალურად 26 მაისისთვის მომზადდა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება. პარლამენტის შენობის წინ დამონტაჟებულ სცენაზე კონცერტი გაიმართება, რომელზეც 1918-21 წლების პირველი რესპუბლიკის პერიოდის სიმღერები ახალი, თანამედროვე ჟღერადობით შესრულდება. მაყურებელი იხილავს საინტერესო კომპილაციებს, მოისმენს ახალ დუეტებს, შეხვდება ქართული საესტრადო, ჯაზური, ელექტრონული, პოპ და როკ მუსიკის ვარსკვლავებს.
პროექტის რეჟისორია ბასა ფოცხიშვილი, მუსიკალური პროდიუსერი - დავით ევგენიძე.

სიახლე
25 მაისი 2015  
 
 

ქალაქის გამწვანების პროექტის ფარგლებში, ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ და გამგეობის თანამშრომლებმა ხუდადოვის ქუჩაზე კიპარისის ნერგები დარგეს.
„თბილისის გამწვანების აქციაში აქტიურად ვართ ჩართულები. ხუდადოვის ქუჩის ამ მონაკვეთზე ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ნაგავსაყრელი იყო. თებერვალში „თბილსერვის ჯგუფის“ დახმარებით ხევი დასუფთავდა და შემდეგ გადაწყდა კიდეც მისი გამწვანება,“ -განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ.
გამწვანების აქციის ფარგლებში, ხუდადოვის ქუჩაზე 120 კიპაროსი დაირგო.

სიახლე
5 მაისი 2015  
 
 

პროექტ „ბიზნეს-ინკუბატორის“ ფარგლებში თბილისის მერიას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დედაქალაქის მერიაში დოკუმენტს ხელი მოაწერეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ქაშიბაძემ.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩემი წინასაარჩევნო პროგრამის შესაბამისად, მცირე მეწარმეობის განვთარებას ისახავს მიზნად. პარტნიორებად ტექნიკური უნივერსიტეტი და სახელმწიფო უნივერსიტეტები ავირჩიეთ, რათა სტუდენტები გაეცნონ ინოვაციებს  და მოემსახურონ დამწყებ მცირე და საშუალო მეწარმეებს. წელს დავაფინანსეთ ორი ასეთი პროექტი და კონკრეტული შედეგებიც გვექნება. პროექტის განსახორციელებლად 950 000 ლარია გათვალისწინებული. ეს არის ინვესტიცია, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში გადასახადების სახით უკან ბრუნდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
„ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ მემორანდუმის ხელმომწერებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო. მისი თქმით, „ბიზნეს-ინკუბატორი“, იგივე FabLab, „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ ერთ-ერთი მიმდინარე პროექტია. FabLab-ის მიზანია დამწყები მეწარმეების (Start Up-ების) და ინოვატორების ხელშეწყობა, რაც დაეხმარება და სტიმულს მისცემს ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას.  როგორც კახა გვანცელაძემ აღნიშნა, პროექტი ითვალისწინებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებში  FabLab-ების - უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი 2 ინოვაციური სამრეწველო ლაბორატორიის მოწყობას.
პროექტის ფარგლებში  ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეეძლება FabLab-ში მუშაობა და მისთვის საინტერესო პროდუქციის შექმნა. მათ შორის, ტურისტული პროდუქტების წარმოება, ახალი შენობების, ხიდების და სხვა მსგავსი სახის კონსტრუქციების მოდელირება და მაკეტირება, კულტურულ ძეგლებზე დაზიანებული კომპონენტების რესტავრირება, მუნიციპალური სკოლების და ბაღების შიდა ინფრასტრუქტურისთვის (ინტერიერის კომპონენტები, სათამაშოების და სხვა)  მაკეტების და მოდელების შემუშავება, თბილისის მასშტაბით ჩასატარებელი ღონისძიებებისთვის დეკორაციების, მაგიდების, სტენდების და სხვა რელევანტური ინვენტარის მოდელირება, ახალი  მონუმენტების და ძეგლების მაკეტების შემუშავება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ინფრასტუქტურის მოსაწყობი სხვადასხვა ტიპის მაკეტების მოდელირება, სხვა ინოვაციური პროექტებისთვის თუ პროდუქტებისათვის  მაკეტების და მოდელების შექმნა.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ დაიწყება პროექტის აქტიური ფაზა - გარემონტდება და სპეციალური დანადგარებით აღიჭურვება საოფისე ფართები. ორივე FabLab-ის გახსნა მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში იგეგმება.

სიახლე
25 მაისი 2015  
 
 

დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის მე-2 კვარტლის მე-3 კორპუსისა და ქურდიანის ქუჩა N 19-ის  ტერიტორიაზე შიდა კვარტალურ გზებზე ასფალტის საფარი იგება. სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს  დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა,  გამგებლის მოადგილე ზურაბ უგულავასთან ერთად დაათვალიერა. 
სარეაბილიტაციო სამუშოების ფარგლებში სულ მიწის ზედაპირი 1700 კვ მეტრი ფართობის  გზის მონაკვეთზე მოიჭრა, მოეწყო ბორდიურები და  5 სანტიმეტრიანი ასფალტო-ბეტონის საფარი. პროექტის ღირებულება 54 900 ლარია.
დიდუბის რაიონის გამგეობის დაფინანსებით 4 მისამართზე უკვე დაიგო  600 კვ მეტრი მოცულობის ასფალტო ბეტონის საფარი, რისთვისაც რაიონის ბიუჯეტიდან  21 853 ლარი გამოიყო. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს დიღმის მასივის მე-2 კვარტლის მე-14 კორპუსთან ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები.
შიდა კვარტალური გზების მოწყობის სამუშაოებს შ.პ.ს „საგზაო კომპანია“ ახორციელებს.
 
 

სიახლე
2 მაისი 2015  
 
 

დედაქალაქის მერია ახალ, უპრეცედენტო პროექტზე მუშაობას იწყებს.  გლდანის ხიდსა და დიღმის მასივს შორის მდებარე მდინარე მტკვრის კალაპოტისა და სანაპირო არეალის რეკონსტრუქციის პროექტის კონცეფციის პრეზენტაცია თბილისის მერს დავით ნარმანიას არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე ოთარ ნემსაძემ  დიღმის ჭალებში იმ ტერიტორიაზე წარუდგინა, სადაც 500 000 კვ.მ. ფართობზე დასასვენებელი პარკი მოეწყობა.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, პროექტი გლდანის ხიდსა და დიღმის მასივს შორის მდებარე მდინარე მტკვრის კალაპოტისა და სანაპირო არეალის სრულ რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. მისივე თქმით, ფუნქციას შეიძენს თბილისის საზღვრებში არსებული ერთადერთი კუნძული, რომელიც დღემდე სრულიად უფუნქციოა, მაშინ, როდესაც ის დედაქალაქის ერთ-ერთ ბუნებრივ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ფუნქციას შეიძენს, ასევე, მდინარე მტკვარიც, რომლის სანაპიროზეც დაგეგმილია სასეირნო ბილიკების მოწყობა.
დიღმის ჭალების მიმდებარე ტერიტორია, რომელიც წლების განმავლობაში სამშენებლო ნაგავსაყრელად იყო ქცეული, მოწესრიგდება და დედაქალაქს ახალი სარეკრეაციო ზონა შეემატება. ეს იყო ჩემი, როგორც თბილისის მერობის კანდიდატის, ერთ-ერთი დაპირება.  ახალი ფუნქციით დაიტვირთება დედაქალაქის გარეუბანი და იქ ახალი მიზიდულობის ცენტრი გაჩნდება, რაც ამ უბნების შემდგომი განვითარების შესაძლებლობებს გაზრდის. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს დედაქალაქში ტურიტების მატებას, ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და თბილისელთა დასაქმებას, ვინაიდან ტერიტორიაზე დაგეგმილია კაფეების, სასტუმროების, სამუზეუმო სივრცეების და სხვა, ასეთი ტერიტორიისთვის მისაღები ობიექტების მოწყობა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე თქმით, პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ დედაქალაქი სრულიად უნიკალურ პარკს შეიძენს, რომელიც მიმზიდველი იქნება როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, მოხდება ამ ადგილის როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა სანაპიროს სარეკრეაციო ფუნქციით განვითარება და თბილისის საზღვრებში არსებული ერთადერთი ბუნებრივი კუნძულის ათვისება. ტერიტორიაზე მოეწყობა დასასვენებელი პარკი. მდინარე მტკვრის სანაპირო ზოლზე გაშენდება სასეირნო ბილიკები; მოეწყობა, აგრეთვე, ველობილიკები და საფეხმავლო ხიდები, რომელიც მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს როგორც ერთმანეთთან, ისე მდინარეში არსებულ კუნძულთან დააკავშირებს; აშენდება, ასევე, გამწვანებული სივრცეებისთვის შესაფერისი ინფრასტრუქტურა, რომელიც ვიზიტორებს კომფორტულად დასვენების შესაძლებლობას მისცემს - კაფეები, საგამოფენო პავილიონები, სპორტული მოედნები, მცირე ზომის სასტუმროები და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარკის ანალოგები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს. მაგალითად: მადრიდში - Madrid RIO-ს  პარკი, ნიუ-იორკში -  Hunters Point–ის პარკი და ჩინეთში - Zhongshan-ის ნავსაყუდელი და სხვა.
გლდანის ხიდსა და დიღმის მასივს შორის მდებარე მდინარე მტკვრის კალაპოტისა და სანაპირო არეალის რეკონსტრუქციის პროექტის კონცეფცია უკვე განიხილა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ, რომელმაც არქიტექტურის სამსახურს განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადება დაავალა, ხოლო თბილისის საკრებულომ აღნიშნული დავალება გასული კვირის ბოლოს დაამტკიცა. თბილისის არქიტექტურის სამსახური მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე, განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად, მოამზადებს ტექნიკურ დავალებას, რის შემდეგაც დედაქალაქის მერია დეტალური პროექტის შესაქმნელად საერთაშორისო კონკურსს გამოაცხადებს.

 

 

 

 

 

სიახლე
25 მაისი 2015  
 
 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები თბილისის გამწვანების აქციაში - „მე ვამწვანებ ქალაქს“ - ჩაერთნენ. თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრების აღსაზრდელებთან ერთად, დიდ დიღომში კიპარისის ნერგები დარგეს. აქციაში, ასევე, მონაწილეობდა საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე.
აღნიშნული აქციის მიზანი შშმ ბავშვების საზოგადოებაში მაქსიმალური ინტეგრაცია, მათი მოტივაციის გაზრდა და თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების დემონსტრაცია იყო. თბილისის მერიამ ამ კატეგორიის ბავშვებს ქალაქისთვის სასიკეთო საქმეში მონაწილეობის საშუალება მისცა და ე.წ. სიცოცხლის ხეების დარგვის აქციაში ჩართვით მათ ერთი პოზიტიური დღე აჩუქა.
„აისის“, „ანიკას“, „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“, „პირველი ნაბიჯისა“ და „მშობლების თანადგომას“ აღსაზრდელებმა დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მოსახლეობას თუნდაც ერთი ხის დარგვისკენ მოუწოდეს და სურვილი გამოთქვეს, რომ მსგავს აქციაში მათი მონაწილეობა მაგალითი გახდეს შშმ პირებისთვის და საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობების არარსებობაში დარწმუნდეს.
„თბილისის მერია განაგრძობს გამწვანების ღონისძიებებს თბილისის ყველა უბანში და მოხარული ვარ, რომ ამ ღონისძიებაში ჩართული არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები“, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
გელა ჩივიაშვილის განცხადებით, ბავშვებს აუხსნეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მათ დარგულ თითოეულ ნერგს თბილისისა და მათი ჯანმრთელობისთვის. მისი თქმით, მსგავსი მნიშვნელობის აქციები მომავალშიც გაგრძელდება.
„მერიასთან ერთად დავრგეთ ხეები, რაც ძალზე სასიხარულოა და ამაღლებულ განწყობას ქმნის თითოეულ ჩვენგანში. ძალიან პოზიტიური დღე იყო და რაც უფრო ბევრი იქნება ასეთი დღეები ჩვენი ბავშვებისთვის, უკეთესია, რადგან მათ ძალიან უყვართ ქველმოქმედება და სიკეთის კეთება“, - განაცხადა ასოციაცია „ანიკას“ წარმომადგენელმა ნიკოლოზ სეფერთელაძემ.

სიახლე
30 აპრილი 2015  
 
 

ნაძალადევის რაიონის გამგებელი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ზაზა გაბუნიამ შეხვედრის მონაწილეებს ზღვის უბნის 4 კორპუსის მცხოვრებლების პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით, მერიისა და ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ შეთავაზებული პირობები გააცნო. თბილისის მთავრობა მზად არის ზღვის უბნის 204-ე, 205-ე, 225-ე და 226-ე კორპუსში მცხოვრებ თვითნებურად შესულ ოჯახებს სარგებლობაში საცხოვრებელი ფართები გადასცეს. იმ დროის განმავლობაში, სანამ აღნიშნული ფართები გარემონტდება, გამგეობა უზრუნველყოფს მათ ქირით გაყვანას და, ყოველთვიურად, 500 ლარის ოდენობის ქირის კომპენსაციის გადახდას. მერიისა და გამგეობის შეთავაზებები თბილისის მთავრობის განკარგულების პროექტშია გაწერილი, რომლის შესახებაც მთავრობის წევრებმა იმსჯელეს და ოფიციალურად განკარგულება რამდენიმე დღეში გამოიცემა.
„ნაძალადევის გამგეობა თვითნებურად შესულ მოსახლეობას უკეთებს უპრეცენდენტო შეთავაზებას, რომელიც არცერთ მთავრობას არ გაუკეთებია. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, ზღვის უბნის 4 კორპუსში მცხოვრები ოჯახები სტაბილურ, ნორმალურ გარემოში შეძლებენ ცხოვრებას,“ - განაცხდა შეხვედრის დასრულების შემდეგ ზაზა გაბუნიამ.
ნაძალადევის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ თბილისის მთავრობის შეთავაზებები რამდენიმე დღის წინ ზღვის უბნის მცხოვრებლებს თავად გააცნო.
თვითნებურად შესული ოჯახები ზღვის უბნის კორპუსებში 15  წელია ცხოვრობენ, თუმცა საცხოვრებელი ფართები „მეტრომშენის“ თანამშრომლების საკუთრებაშია. მესაკუთრეები ამჟამინდელი მცხოვრებლების გამოსახლებას ითხოვენ. კერძო  პირებს შორის დავა წლების განმავლობაში გრძელდება.
ნაძალადევის გამგეობა 11 ოჯახს რამდენიმე თვეა უკვე უხდის ქირის კომპენსაციას. ამ ოჯახების გამოსახლება 2014 წლის ბოლოს მოხდა. 

სიახლე
25 მაისი 2015  
 
იხილეთ მეტი