ცხელი ხაზი 272 22 22
12:13 21/04/2015
გამოიწერეთ სიახლეები ელ. ფოსტაზე
 

ნაძალადევის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი საუბნო სამსახურის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვასილ ბექაური არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორის“ წარმომადგენელ ლევან ხაბეიშვილს ცილისწამებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სასამართლოში უჩივლებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი და მერიის ყოფილი თანამშრომელი ლევან ხაბეიშვილი ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში აცხადებს, რომ ბექაური მძიმე დანაშაულში იყო ბრალდებული. ხაბეიშვილის ბრალდების ერთადერთი არგუმენტი საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი სასამართლოს გადაწყვეტილებაა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენში მოხსენიებულია ვინმე ვასილ ბექაური, სულ სხვა პიროვნება, რომლის პირადი მონაცემები არ ემთხვევა ნაძალადევის გამგეობის თანამშრომლის, ვასილ ბექაურის პირად მონაცემებს. ემთხვევა მხოლოდ ამ ორი პიროვნების სახელი და გვარი. მიუხედავად იმისა, რომ განაჩენში დასახელებული პირების საიდენტიფიკაციო მონაცემების ნაწილი წაშლილია, მაინც გარკვევით იკითხება, რომ გასამართლებული ვასილ ბექაური ცხოვრობს საქართველოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში და დაბადებულია მარტის თვეში. გამგეობის თანამშრომელი ვასილ ბექაური კი დაბადებულია მაისში და დაბადებიდან დღემდე თბილისში ცხოვრობს. ასევე არ ემთხვევა ამ ორი პიროვნების მამის სახელები. შესაბამისად, აღნიშნული სასამართლოს განაჩენი არ ეხება ნაძალადევის გამგეობის თანამშრომელ ვასილ ბექაურს და საქმეში ფიგურირებს სხვა პიროვნება.
ლევან ხაბეიშვილი, თბილისის მთავრობისა და თავად ვასილ ბექაურის დისკრედიტაციის მიზნით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. ბექაურს გამგეობაში წარდგენილი აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2014 წლის 15 ოქტომბერს გაცემული ცნობა ნასამართლეობის შესახებ, რომელშიც წერია, რომ იგი არ არის ნასამართლევი. 
მიუხედავად ამ გარემოებებისა, ვინაიდან მედია საშუალებებით გავრცელდა ამგვარი ინფორმაცია, თბილისის მერია ვალდებულია, გადაამოწმოს ნებისმიერი ფაქტი. ამიტომაც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს საკითხის მოკვლევა უკვე დაავალა.
ვასილ ბექაური გამგეობის ნაძალადევის საუბნო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად 2014 წლის ოქტომბრიდან მუშაობს. 

სიახლე
20 აპრილი 2015  
 
 

დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ  საქართველოს მთავრობის სხდომაზე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის  ფონდ „ქართუს“ მიერ 10 000 000 ლარის გრანტის სახით გამოყოფის საკითხი წარადგინა. მთავრობამ ფონდიდან თბილისის მუნიციპალიტეტისთვის გრანტის გამოყოფაზე თანხმობა განაცხადა. 
10 მილიონიანი გრანტის ფარგლებში დედაქალაქის მერია სხვადასხვა სპორტულ ობიექტებთან ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განახორციელებს. შეიძენს პროექტებსა და საექსპერტო მომსახურებას, ასევე, პროექტების განხორციელების მომსახურებას. 
გამოყოფილი გრანტის ფარგლებში მოხდება სპორტული ობიექტების - მ. კეკელიძის სახელობის კალათბურთის ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრის, შ. ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის, მ. კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის სასახლის, ააიპ "ჩოგბურთის განვითარების" ელექტროენერგიის სიმძლავრეების გაზრდა. პროექტის განხორციელების სავარაუდო თანხა  340 000 ლარს შეადგენს.  
ასევე განხორციელდება ბელიაშვილის ქუჩიდან ძიუდოს ფედერაციის ცენტრალური შესასვლელის კეთილმოწყობა და შიდა ეზოში ორგანული ნარჩენისაგან ნიადაგის საფარის დაგება. პროექტის განსახორციელებლად განსაზღვრულია 30 000 ლარი. 96 329 ლარია გათვლილი  შ. ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის ეზოს შესასვლელამდე ასფალტის საფარის დასაგებად. მ. კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის სასახლის უკანა შესასვლელთან ასფალტის საფარის დაგებისათვის განსაზღვრულია  7 341 ლარი. გრანტის ფარგლებში მოხდება თბილისის ზღვის გარშემო გზის ასფალტის საფარის კაპიტალური შეკეთება, რომლის  საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვისთვის 75 000 ლარი, პროექტის განხორციელებლად კი  5 304 879 ლარია განასზღვრული.  
ოლიმპიური ფესტივალისთვის განხორციელდება მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონის გარე პერიმეტრის რეაბილიტაცია. მოწესრიგდება გზის საფარი და ავტოსადგომი, რისთვისაც 1 150 000 ლარია განსაზღვრული.  14 000 ლარამდე დაიხარჯება მიხელ კეკელიძის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა კალათბურთის სასახლის გაზმომარაგების გარე ქსელის მოწყობისათვის. განხორციელდება ჩოგბურთის კორტებთან გაზმომარაგების, საკანალიზაციო და გარე ქსელის მოწყობა, რომლისთვისაც 39 500 ლარია განსაზღვრული.  
ასევე მოხდება ე.წ დიღმის ჭალების მიმდებარე პერიმეტრის კეთილმოწყობა, რომლის საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო მომსახურების შესყიდვისათვის 25 000, პროექტის განსახორციელებლად კი 690 355 ლარია განსაზღვრული. ამავე ტერიტორიაზე მოეწყობა წყალმომარაგების სისტემა, რომელზეც 604 596 ლარი დაიხარჯება. გრანტის ფარგლებში მოეწყობა ოლიმპიური სოფლის კანალიზაციის გარე ქსელი, რომილსთვისაც 1 000 000 ლარია განსაზღვრული.  სავარაუდოდ, 623 000 ლარი დაიხარჯება უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მრავაფუნქციური სპორტული გამაჯანსაღებელი ცენტრის გარე კომუნიკაციების - წყლის, კანალიზაციისა და სანიაღვრე სისტემის მოსაწყობად. 
13 ობიექტზე სამუშაოები ეტაპობრივად ოლიმპიური ფესტივალის დაწყებამდე დასრულდება. 

სიახლე
20 აპრილი 2015  
 
 

დინამო სტადიონის რეაბილიტაციისთვის დამატებით 6 მილიონი ლარი გამოიყოფა. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობის სხდომაზე დღეს მიიღეს. რეაბილიტაციისთვის დამატებით გამოყოფილი თანხით განხორციელდება „დინამო არენას“ სკამების დემონტაჟი და ახლით ჩანაცვლება, ასევე, ჰიდროიზოლაცია და შეღებვა, რისთვისაც 4 339 143,41ლარია გამოყოფილი.ამასთან, დაგეგმილია გადახურვის კონსოლურ ელემენტებს შორის ნალესის მოხსნა, კონსოლის ქვედა სიბრტყის შეღებვა და I და II იარუსის კიბის შუბლების მონიშვნა, რაზეც   237 778 ლარი დაიხარჯება. გარდა ამისა, ოთხი ტემპერატურული ნაკერის ქვეშ მდებარე ე.წ. სქაიბოქსების გადახურვის ნაწილობრივი ჰიდროიზოლაცია განხორციელდება, რისთვისაც 41 762,92 ლარია გამოყოფილი. დაგეგმილია, ასევე, უეფას ოფისების კეთილმოწყობა, რაზეც 100 000 ლარი დაიხარჯება. განხორციელდება გამაგრებითი სამუშაოების მესამე ეტაპი, რისთვისაც  704 304 ლარია გამოყოფილი. გასახდელების განყოფილებასა და VIP ლოჟაში უზრუნველყოფილი იქნება, ასევე, ელექტროგაყვანილობა, გათბობა-გაგრილება, ვენტილიაცია და სახანძრო სიგნალიზაცია, რაზეც 577 011ლარი დაიხარჯება. 

სიახლე
20 აპრილი 2015  
 
 

მახათას მთაზე, მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ზეთისხილის ბაღი გაშენდება.
ნერგების დარგვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. სანერგე ორმოების ამოღების პროცესს თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანებისა საქალაქო სამსახურის უფროსი, ბიძინა გიორგობიანი გაეცნო.
ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 000 ძირი ზეთისხილი დაირგვება. ნერგების დარგვის ინიციატივა თბილისის მერიას, ფონდ „ივერიისას“ და საპატრიარქოს ეკუთვნის.
ზეთისხილის ნერგების დარგვის პროცესი ერთ კვირაში დაიწყება და მაისის ბოლოს დასრულდება.

 

 

 

 

 

 

სიახლე
17 აპრილი 2015  
 
 

თბილისის მეტრო თანამედროვე სადისპეტჩერო სისტემით აღიჭურვა. ახალი სისტემის მუშაობა დღეს ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ჯაფარიძემ შეამოწმეს. თბილისის მერის განცხადებით, მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის თანამედროვე სისტემების დანერგვა აუცილებელია. „სადისპეტჩერო  სადგურის  უმთავრესი ფუნქციაა, თანამედროვე ელექტრონულ სისტემაზე მატარებლების მოძრაობის გადასვლა. ეს სისტემა მნიშვნელოვნად ამარტივებს მართვის პროცესს. გათვალისწინებულია მოძრაობასთან და მის უსაფრთხოებასთან  დაკავშირებული  ყველა სიახლე. მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილების თვალსაზრისით, თანამედროვე სისტემების არსებობა  მნიშვნელოვანია და სისტემის განახლების  გადაწვვეტილებაც სწორედ ამიტომ მივიღეთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მოდერნიზაციის შედეგად, თანამედროვე სადისპეტჩერო სისტემით, მოხდა არსებული ამორტიზებული და მოძველებული სადისპეტჩეროს ჩანაცვლება. პროექტის ფარგლებში, ასევე განხორციელდა კომპანიის ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულის აღმოსავლეთ ფლიგელის რეკონსტრუქცია, სადაც განლაგდა მეტროს მოძრაობის და ელმომარაგების, აგრეთვე, ავტობუსების სადისპეტჩერო ცენტრები. აღნიშნული ფლიგელი ადაპტირებულია როგორც მიმდინარე სამუშაო პროცესისათვის, ისე საგანგებო სიტუაციებში ოპერატიული მართვისთვის. პროექტი რამდენიმე ეტაპად წარიმართა. პირველ ეტაპზე განხორციელდა ქვედა დონეზე, მეტროპოლიტენის სადგურებში, მოძველებული, რელეებზე დამყარებული სადისპეტჩერო კვანძების შეცვალა თანამედროვე, მიკროპროცესორული სისტემით; მეორე ეტაპზე, საკომუნიკაციო დონეზე, ათეული კილომეტრი მრავალძარღვიანი სპილენძის კაბელების ნაცვლად კავშირი დამყარდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელით, რის შედეგადაც, ერთი მხრივ, გამარტივდა მისი ექსპლუატაცია, ხოლო, მეორე მხრივ, ოპტიკური ქსელის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გაიზარდა მისი გადაზღვევის და, შესაბამისად, საიმედოობის ხარისხი. ასევე, ზედა დონეზე, ნახევარგამტარებზე და რელეებზე დამყარებული ცენტრალური ნაწილი შეიცვალა თანამედროვე სერვერებით; სადისპეტჩერო მართვის ოთახში დამონტაჟდა თანამედროვე კომპიუტერები და ვიდეოკედელი. სრულად შეიცვალა, ასევე, 70-იანი წლების ცენტრალური სასაათე მეურნეობა.
თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ახალი სადისპეტჩერო სისტემა ითვალისწინებს ახალი ფუნქციების დამატებას, რაც უფრო მოქნილს გახდის მართვას და უფრო დეტალურად ასახავს ინფორმაციას. მეტროს სამატარებლო შემადგენლობის სადისპეტჩერო სისტემა ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს მეტროს ფუნქციონირებაში. ის უზრუნველყოფს მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოებას, არეგულირებს მატარებელთა შორის ინტერვალებს და უსაფრთხოების სხვა ქვესისტემებს, უზრუნველყოფს ხაზზე მატარებელთა მოძრაობის დინამიკას და მასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის დეტალურ ასახვას ცენტრალურ სადისპეტჩეროში.

 

სიახლე
20 აპრილი 2015  
 
 

თბილისს ახალი - ნიკო გომელაურის სახელობის სკვერი შეემატა. თავისუფალი თეატრის  მიმდებარე ტერიტორიაზე, მსახიობისა და პოეტის სახელობის ახალი სკვერის გახსნას თბილისის მერი  დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ნიკო გომელაურის ოჯახის წევრები და ახლობლები, თბილისის მერიის წარმომადგენლები, თავისუფალი თეატრის მსახიობები და ნიკო გომელაურის შემოქმედების თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ.
ახალ სკვერში ნიკო გომელაურის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო-გამოფენაც გაიმართა. თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ნიკო გომელაურის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს, რომლებიც თავიდანვე აქტიურად იყვნენ ჩართული ამ საქმეში.
„ნიკო გომელაური სრულიად ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან, მაშინ, როდესაც შემოქმედებითი სიმწიფის ასაკში შედიოდა. ასაკის მიუხედავად, მან ღრმა კვალი დატოვა ქართულ კულტურაში, ადამიანთა გულებში, დამსახურებულად მოიპოვა სიყვარული და პატივისცემა როგორც ხელოვანმა, მოქალაქემ და  მეგობარმა. ამდენად, ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნდა ნიკო გომელაურის სახელის უკვდავყოფა დედაქალაქში, იმ ადგილას, სადაც იგი მოღვაწეობდა - თავისუფალ თეატრთან, რომელიც, ალბათ, ყველაზე უკეთ და სრულად გამოხატავდა ამ ადამიანის სულისკვეთებას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნიკო გომელაურმა ჩვენს დედაქალაქს კიდევ ერთი შესანიშნავი სკვერი შესძინა, რომელიც თბილისელების საყვარელ  ადგილად იქცევა.“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერიის ინიციატივით, ნიკო გომელაურის სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები  თბილისის განვითარების ფონდმა  2014 წლის ზაფხულში დაიწყო და 2015 წლის აპრილის დასაწყისში დაასრულა. პროექტის ავტორია თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ნინო ღოღობერიძე.  მსახიობის მონუმენტი მოქანდაკე როკო ირემაშვილის ავტორობით დაიდგა.
სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე, სკვერის ტერიტორია მოპირკეთდა მაღალი ხარისხის ბაზალტის ფილებით,  ირგვლივ ჩატარდა გამწვანებითი სამუშაოები, დაირგო დეკორატიული მცენარეები, კიბეებზე დამაგრდა რკინის მოაჯირები, დაიდგა სკამები, სკვერში ასევე დამონტაჟდა სანათები და  გაკეთდა თეატრის აფიშის დაფა. პროექტის მეორე ეტაპზე ნიკო გომელაურის ლექსები ლითონის ასოებით დაიწერა და  სკვერის საფეხმავლო მონაკვეთზე, სკამებსა  და კედელზე განთავსდა. 

სიახლე
15 აპრილი 2015  
 
 

დიდუბის  რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ ინიცირებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია.
ამ ეტაპზე სადარბაზოების შიდა რემონტი 21 ობიექტზე მიმდინარეობს, მათ შორის ჭიაურელის  ქუჩა N3-ში, სამტრედის ქუჩაზე კორპუს 3ა-ში, რობაქიძის გამზირის  7 ნომერში და სხვ. პროექტის ფარგლებში, მაღალსართულიანი კორპუსების სადარბაზოებში კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს,დაზიანებული კედლების დამუშავების შემდგომ, შეიღებება სადარბაზოს კედლები.
დიდუბის რაიონის გამგეობამ ამხანაგობის მიერ ინიცირებული პროექტი  504 267  ლარით დააფინანსა.
თბილისის მთავრობის ინიციატივით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამაში ცვლილებების განხორციელების შედეგად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროცენტულმა მონაწილეობამ სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში მნიშვნელოვნად დაიკლო. საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების სარემონტო სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობა 2015 წლის ბიუჯეტიდან 80%-ით აფინანსებს, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, სამუშაოების 20%-ს იხდის. აღნიშნული ინიციატივა მოსახლეობას საშუალებას აძლევს, ნაკლები დანახარჯით მოაწესრიგოს საკუთარი საცხოვრებელი პირობები.

 

 

 

სიახლე
20 აპრილი 2015  
 
 

თბილისის გარე-განათების ქსელში კიდევ ერთი პილოტ პროექტი განხორციელდა. „სინათლის ქალაქის“ დახმარებით, ყაზახურმა კომპანია „SD Group”-მა ჯავახიშვილის ქუჩაზე, საცდელი ვადით, 17 LED სანათი დაამონტაჟა. დიოდური სანათების მონტაჟისა და განათების ჩართვის პროცესს „სინათლის ქალაქის“ ხელმძღვანელობა დაესწრო.
„სინათლის ქალაქის დირექტორის, ვასილ ხორავას განცხადებით, ამ ეტაპზე თბილისში 4 პილოტ პროექტი ხორციელდება. მისი თქმით, დიოდური სანათები დამონტაჟებულია ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე, ბარათაშვილის ხიდზე, აეროპორტის შესასვლელთან და ახლა უკვე ჯავახიშვილის ქუჩაზე. როგორც ხორავამ განაცხადა, მიმდინარე პილოტ პროექტებს სპეციალისტები აკვირდებიან, რომლებიც მათი ეფექტურობის შესახებ დასკვნას წარმოადგენენ.
საპილოტე პროექტები „სინათლის ქალაქმა“ პოლონურ კომპანიებთან „ბიო სულოშენ“ და „ევოლუცია პოლანდ“ ერთობლივად განახორციელა, მათ რიცხვს, ამჯერად, ყაზახური „SD Group”-მა დაემატა.
დიოდური სანათები  ელექტროენერგიის 60–70 %-იან ეკონომიას გასწევს.

სიახლე
8 აპრილი 2015  
 
 

კრწანისის რაიონში, ახალი ხეივნის ქუჩაზე სანიაღვრე კოლექტორის მოწყობის სამუშაოები, ხოლო მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კრწანისის გამგებელ გიორგი კოპალეიშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილთან ერთად დაათვალიერა. თბილისის მერი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათ უბანში არსებული სხვა პრობლემების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

„ამ უბანში მცხოვრებ მოსახლეობას წინასაარჩევნო პერიოდში დავპირდით, რომ მოვაწესრიგებდით ინფრასტრუქტურას. უკვე დავიწყეთ სანიაღვრე სისტემისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. გაცილებით უფრო მასშტაბურია საგზაო სამუშაოები, რომელსაც აქ ვახორციელებთ. რამდენიმე ქუჩაზე ერთობლივად იგება გზა. ფაქტობრივად, უმთავრესი პრობლემები, რაც ამ უბანს აწუხებდა, მოგვარდება. დღეს მოსახლეობამ სათამაშო მოედნის აღდგენაც გვთხოვა, რასაც აუცილებლად გავუკეთებთ. მაქსიმალურად მოვაწესრიგებთ ამ უბანს, რომ საცხოვრებლად უფრო კარგი გარემო შეიქმნას და ის დაპირებები, რაც ხალხს მივეცით, შევასრულოთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

წლების განმავლობაში ადგილობრივებს წვიმის დროს სერიოზული პრობლემები ექმნებოდა, ვინაიდან, სანიაღვრე სისტემის გაუმართაობის გამო, გზა იტბორებოდა და წყალი მაცხოვრებელთა ეზოებში აღწევდა. ამ დროისთვის ქუჩაზე 350 მეტრი სიგრძის კოლექტორის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სანიაღვრე სისტემის გამართვაზე კრწანისის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 87 000 ლარი დაიხარჯება.

აქტიურად მიმდინარეობს, აგრეთვე, ხეივნის II და III ქუჩების რეაბილიტაციაც, სადაც 4100 კვადრატული მეტრის საფარი ეწყობა. პროექტის ფარგლებში მოხდება გზის საფარის კაპიტალური შეკეთება. უკვე დასრულებულია გრუნტის მოწყობა. ამჟამად ქუჩაზე ასფალტის დაგების პროცესი მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოებისთვის კრწანისის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 198 000 ლარია გამოყოფილი.

„ადგილობრივ მოსახლეობას, ძირითადად, უგზოობა და სანიაღვრე სისტემის გაუმართაობა აწუხებდა. საგზაო სამუშაოები ორ-სამ კვირაში დასრულდება, რაშიც გამგეობა 200 ათას ლარამდე დახარჯავს. მაქსიმუმ ერთ თვეში დასრულდება სანიაღვრის მოწყობა და ადგილობრივ მოსახლეობას ქუჩები და ეზოები აღარ დაეტბორება“, - განაცხადა კრწანისის გამგებელმა გიორგი კოპალეიშვილმა.

2015 წლის მეორე კვარტალში ასევე დასრულდება პირველი და დიდი ხეივნის ქუჩების მოასფალტებაც. პროექტის განხორციელების შედეგად დასახლებას მოწესრიგებული სანიაღვრე და საგზაო ინფრასტრუქტურა ექნება.

სიახლე
19 აპრილი 2015  
 
 

გლდანის რაიონის 59-ე საჯარო სკოლის ეზოში გამწვანების აქცია გაიმართა. საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად, გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ, სამინისტროს თანამშრომლებმა, მანდატურებმა, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა.
თბილისის მერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გამწვანების პროცესში უშუალოდ სკოლის მოსწავლეები არიან ჩართული.

"თბილისის მერიასა და განათლების სამინისტროს შორის გაფორმებიული მემორანდუმის ფარგლებში ჩვენ იმ სკოლების ეზოებში, სადაც გვაქვს თავისუფალი სივრცე, ვრგავთ ხეებს. ეს ღონისძიება მნიშვნელოვანია ქალაქის გამწვანების თვალსაზრისით და ასევე მნიშვნელოვანია, რომ თვითონ მოსწავლეები არიან ჩართული ამ პროცესში და სწავლობენ, როგორ დარგონ ხეები და როგორ მოუარონ მას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

როგორც განათლების მინისტრმა აღნიშნა, სკოლის მოსწავლეები თავად იზრუნებენ ნერგების მოვლა-პატრონობაზე, რაც მათი შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

"სკოლები ძალიან აქტიურად ჩაებნენ გამწვანების პროგრამაში. დღეს ჩვენ ვართ 59-ე სკოლაში, რომელსაც საკმაოდ დიდი ტერიტორია აქვს და ერთ-ერთი მსხვილმასშტაბიანი პროექტი სწორედ აქ განხორციელდება, იმიტომ, რომ 1400 ნერგი უნდა დავრგოთ. ბავშვები ძალიან მონდომებულები არიან, ჩართულები არიან ასევე პედაგოგები, გვეხმარებიან მანდატურები. მნიშვნელოვანია, რომ ჩართულები არიან ბავშვები, რაც მათი განვითარებისთვის ძალია ნ კარგია", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

სკოლის ტერიტორიაზე, პირველ ეტაპზე, 500 კვიპაროსის, 100 იფანისა და 100 ნეკერჩხლის ნერგი დაირგო. პროექტის მეორე ეტაპზე, სკოლის ეზოში დაახლოებით 800 ძირი ხე დაირგვება.

საჯარო სკოლების ეზოების გამწვანების პროექტის ფარგლებში, რომელიც თბილისში მდებარე 60 საჯარო სკოლას მოიცავს, ამ დროისთვის დარგულია 6 100 ფოთლოვანი და 1000 წიწვოვანი ჯიშის ნერგი. პროექტის მიხედვით, ჯამში, საჯარო სკოლების ეზოები 10 000 ფოთლოვანი და წიწვოვანი ჯიშის ხე-მცენარით განაშენიანდება.

როგორც საჯარო სკოლებში, ასევე სხვა ობიექტებზე, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ დარგული მცენარეების მოვლა-პატრონობას ამავე სამსახურის კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფენ. ისინი, ვალდებული არიან, ხმობის შემთხვევაში, ნარგავები შესაბამის სეზონზე ახალი ნერგებით ჩაანაცვლონ.

სიახლე
5 აპრილი 2015  
 
 

ვაკის პარკის ცენტრალური შესასვლელის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია შესული. პროექტის ფარგლებში შეიცვალა დაზიანებული კიბეები, მოაჯირები და ტროტუარი. გამოიცვალა შესასვლელი რკინის კარი. რეაბილიტაციის შემდეგ ვაკის პარკის შესასვლელი სრულად ადაპტირებული იქნება. უკვე მოწყობილია პანდუსის სავალი ნაწილი და მიმდინარეობს მისი მოსაპირკეთებელი სამუშაოები. ასევე დამონტაჟდება ლიფტი შშმ პირებისათვის.

დღეს სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძესთან, ვაკის რაიონის გამგებელ ლაშა აბაშიძესთან და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს ავთანდილ სუდაძესთან ერთად დაათვალიერა.
დავით ნარმანიას თქმით, ტერიტორია საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო, ამიტომ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ძალიან მნიშვნელოვანია. „გარდა ამისა, ეტაპობრივად მოვაწესრიგებთ თვითონ პარკის ტერიტორიასაც. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ რეკრეაციული ტერიტორია შევინარჩუნოთ, კიდევ უფრო გავამწვანოთ და მოვუაროთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წლის დეკემბერში დაიწყო და 2015 წლის მაისში დასრულდება. პროექტისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 600 000 ლარამდეა გამოყოფილი.

სიახლე
19 აპრილი 2015  
 
 

მელიქიშვილის გამზირი N49-დან წუხელ გამოსახლებული 2 ოჯახისთვის, რომელსაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავს, მთაწმინდის რაიონის გამგეობამ საცხოვრებელი ფართი უკვე გამონახა და ისინი ბინაში დღესვე შევლენ.
რაც შეეხება დანარჩენ 10 ოჯახს, როგორც მთაწმინდის, ისე თბილისის სხვა რაიონების გამგეობები მზად არიან, აღნიშნულ ოჯახები ბინის ქირით უზრუნველყონ. ამისათვის, გამოსახლებულებმა რეგისტრაციის ადგილის მიხედვით უნდა მონახონ 300 ლარამდე ღირებულების გასაქირავებელი ბინა, რომლის ქირასაც შესაბამისი გამგეობა გადაიხდის.
მელიქიშვილის გამზირი N49-დან წუხელ კერძო მესაკუთრის მოთხოვნით 12 ოჯახი იქნა გამოსახლებული. მესაკუთრემ შენობაში უკანონოდ შეჭრილები გასახლების თაობაზე წინასწარ გააფრთხილა, ხოლო მთაწმინდის რაიონის გამგეობამ, ამ ოჯახების პრობლემის მოგვარების მიზნით, მათ მუნიციპალურ თავშესაფარში გადასვლა შესთავაზა. მიუხედავად ამ შეთავაზებისა, გამოსახლებულმა ოჯახებმა  თავშესაფარში ცხოვრებაზე უარი თქვეს.

 

 

 

სიახლე
29 მარტი 2015  
 
 

ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სანზონაში მდებარე პირველ პარალელურ ქუჩაზე. პროცესს ადგილზე ნაძალადევის რაიონის გამგებელი გაეცნო, რის შემდეგაც ზაზა გაბუნია ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. პირველ პარალელური ქუჩის ფართობი 933 კვ/მ-ია. პროექტის ფარგლებში, კაპიტალურად შეკეთდება მთლიანი ქუჩის გზის საფარი, მოეწყობა საფუძველი და დაიგება ორი ფენა ასფალტი. სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით სრულდება.
ზაზა გაბუნია: „ქუჩაზე, სადაც ახლა ვიმყოფებით, ასფალტი ბოლოს 60 წლის წინ დაიგო. მოსახლეობას ათეულობით წლებია ნორმალურ გზაზე არ გაუვლია. აქ საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია უმნიშვნელოვანესია არა მარტო ადგილობრივებისთვის, არამედ სხვა ახლო მდებარე ქუჩების მცხოვრებლებისთვის. ამ ქუჩაზე საბავშვო ბაღი მდებარეობს, სადაც 300 ბავშვი დადის. წლებია მათ მოუწესრიგებელ გზაზე უწევთ სიარული. სამუშაოების დასრულების შემდეგ, წვიმის დროს ბავშვებს, მათ მშობლებს და ადგილობრივ მოსახლეობას ტალახში სიარული აღარ მოუწევთ და მოასფალტებული ქუჩა ექნებათ“.
მიმდინარე წლის განმავლობაში ნაძალადევის რაიონში ათეულობით ისეთ ქუჩაზე, სადაც გზის საფარია დაზიანებული, სხვადასხვა სახის საგზაო სამუშაო განხორციელდება.

სიახლე
19 აპრილი 2015  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია „საბა გარდენში“ ნერგების ფესტივალს - Green Fest დაესწრო და იქ წარმოდგენილი მცენარეები დაათვალიერა. ფესტივალში მონაწილეობა იმ სანერგეებმა და კომპანიებმა მიიღეს, რომლებიც გამწვანების მიმართულებით მუშაობენ. თბილისის მერის განცხადებით,  ფესტივალი კარგად ორგანიზებულია და მოქალაქეებს ადგილზე ეძლევათ საშუალება, მათთვის სასურველი მცენაარეები შეიძინონ და მათი მოვლის ინსტუქციები ადგილზე მიიღონ.
„თბილისი ნამდვილად კარგი გარემოა და შესაბამისი კლიმატია იმისათვის, რომ ბევრი სხვადასხვა სახეობის მცენარე დაირგას. მოვუწოდებ თითოეულ ადამიანს, დაინტერედეს ამ გამოფენით და გაალამაზოს მისი მიმდენარე ტერიტორია. რაც შეეხება საჯარო სივრცეს, რა თქმა უნდა, ამაზე ქალაქის მერია იზრუნებს და ასე ერთობლივი ზრუნვით, საჯარო და კერძო სექტორის ერთობლივი მუშობით მივაღწევთ იმას, რომ ხვალ უკეთესი ქალაქი გვექნება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერიის მხარდაჭერით ნერგების ფესტივალი პირველად გაიმართა. გამოფენაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა სარწყავი სისტემების, სასუქი საშუალებებისა და ხელსაწყო იარაღების ნიმუშებს გაცნობოდნენ.
ნერგების ფესტივალი Green Fest ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

 

 

სიახლე
18 აპრილი 2015  
 
იხილეთ მეტი