logo
 
 
nav home
"ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" > მეორე ეტაპის საკონკურსო პირობები >    

ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის “ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით კონკურსის ჩატარების წესი და საკონკურსო პირობები

1. შესავალი
1. წინამდებარე წესი და საკონკურსო პირობები შემუშავებულია საქართველოს მთავრობის 2009 წლის  6 ივლისის N121 დადგენილებით დამტკიცებული  ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ,,ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” (შემდეგში “პროგრამა”), ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 231-ე მუხლის ,,ი” ქვეპუნქტის და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. კონკურსის გამოცხადების მიზანია: ძველი თბილისის რეაბილიტაცია, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, სამშენებლო ბიზნესის სტიმულირება და ძველი თბილისის აღდგენისა და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროცესში ბანკების მონაწილეობის წინაპირობების შექმნა.

2. კონკურსის ჩატარების პირობები
1. პროგრამის განასახორციელებლად კონკურსს აცხადებს ქ. თბილისის მთავრობა.
2. პროგრამის განმახორციელებელი კომისია (შემდგომში “კომისია”) უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის 2009 წლის 6 ივლისის N121 დადგენილებით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.
3. კომისიის წევრს უფლება აქვს:
3.1. დააყენოს კომისიის სხდომებზე საკითხები და წინადადებები. მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვასა და ამ საკითხებისათვის კენჭის ყრაში;
3.2. კომისიის გადაწყვეტილებით იყოს მისი ოფიციალური წარმომადგენელი.
4. კომისიის წევრი ვალდებულია:
4.1. მონაწილეობა მიიღოს კომისიის სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომა არასაპატიო მიზეზით;
4.2. შეასრულოს კომისიის დავალებები და დაიცვას წინამდებარე წესით განსაზღვრული მოთხოვნები;
4.3. წარმოუდგინოს კომისიას ანგარიში დავალებების შესრულების შესახებ;
4.4. კომისიის წევრი ვალდებულია დაიცვას კომისიის სხდომებზე განსახილველ საკითხთა კონფიდენციალობა.
5. კომისიის წევრებს შეიძლება მიეცეთ აცილება საკითხის განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდება მათი პირდაპირი ან ირიბი, კერძო ან უწყებრივი დაინტერესება კომისიაში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით; ასეთ შემთხვევებში კომისიის წევრს აქვს თვითაცილების უფლებაც.
6. კომისიის თავმჯდომარე:
6.1. ხელმძღვანელობს კომისიის მუშაობას, იწვევს და უძღვება კომისიის სხდომებს;
6.2. კოორდინაციას უწევს კომისიის  წევრების საქმიანობას;
6.3. ხელს აწერს კომისიის მიერ შემუშავებულ დასკვნებსა და წინადადებებს, კომისიის სხდომების ოქმებს;
6.4. იწვევს კომისიის სხდომებს, დავალებებს აძლევს კომისიის წევრებს;
6.5. კომისიის სახელით აწარმოებს სამსახურებრივ მიმოწერას;
6.6. კომისიის სხდომებში მონაწილეობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, იწვევს სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სპეციალისტებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს;
6.7. აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას;
6.8. ახორციელებს კომისიის მიერ მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს;
6.9. ასრულებს კომისიის წარმომადგენლობით ფუნქციას; 
6.10. ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
7. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს კომისიის ერთ-ერთი წევრი მისი დავალებით.
8. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს კომისიის მდივანი.
9. კომისიის მდივანი:
9.1. განაგებს კომისიის საქმისწარმოებას, კომისიის ოქმებს ხელმოსაწერად წარუდგენს კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს;
9.2. კომისიაზე განსახილველ საკითხებს ურიგებს კომისიის წევრებს, უწევს კონტროლს დოკუმენტაციის შეგროვებასა და მის დამუშავებას.
9.3. ახორციელებს სხვა უფლებამოსილებას.
10. კომისიის სხდომები იმართება საჭიროებისამებრ. სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე. 
11. კომისიის სხდომის შედეგები ფორმდება ოქმით, რომელშიც აღინიშნება კომისიის გადაწყვეტილება განხილულ საკითხებზე და რომელსაც ხელმოწერით ადასტურებენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები.
12. კომისია გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. კომისია უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი მაინც.

3. კონკურსის მოქმედების ტერიტორიები
1. კონკურსი ცხადდება:
1.1. დანართ N1–ში წარმოდგენილ საზღვრებში;
1.2. დანართი N2–ში წარმოდგენილ ქალაქის განვითარებისათვის მნიშვნელოვან არეალებში;
2. იმ შემთხვევაში თუ დანართებით წარმოდგენილი საზღვრები გადის საკადასტრო ერთეულზე , ეს საკადასტრო ერთეული შედის მოქმედების ტერიტორიაში.

4.  კონკურსის მონაწილეები
1. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კვალიფიციურ მენაშენეს და   კვალიფიციურ საფინანსო ორგანიზაციას.
2. ამ წესების მიზნებისათვის კვალიფიციურ მენაშენედ ითვლება იურიდიული პირი ან  ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ან სამეწარმეო ამხანაგობა (შემდგომში “პრეტენდენტი“), რომელიც შემდეგი პირობებიდან აკმაყოფილებს ერთ–ერთს მაინც:
2.1.  კონკურსის გამოცხადების ან განაცხადის წარდგენის დღისთვის ფლობს მრავალბინიანი ან მრავალფუნქციური შენობის მშენებლობის ნებართვას თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში;
2.2. კონკურსის გამოცხადების ან  განაცხადის წარდგენის დღისთვის თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებობს იმ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ) ან საცხოვრებელი სახლების კომპლექსის შეთანხმებული პროექტი, სადაც მდებარეობს ასეთი შენობა და ამ ტერიტორიაზე არსებულ თუნდაც ერთ მრავალბინიან ან მრავალფუნქციურ შენობაზე გააჩნია მშენებლობის ნებართვა; 
2.3. კონკურსის გამოცხადების ან  განაცხადის წარდგენის  დღისთვის ფლობს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ მრავალბინიანი ან მრავალფუნქციური შენობის რეკონსტრუქციის ნებართვას, რომელშიც შეიძლება გადაიყვანოს  გამოსათავისუფლებელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები.
3. ამ წესების მიზნებისათვის კვალიფიციურ საფინანსო ორგანიზაციად (შემდგომში ”საფინანსო ორგანიზაცია”) ითვლება:
3.1. საქართველოს კანონმდებლობით მოქმედი ყველა კომერციული ბანკი;
3.2. უცხოური ბანკი, რომელსაც კრედიტუნაროანობის შეფასების წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვთ   BBB  და უფრო მაღალი რეიტინგი;
3.3. საერთაშორისო ან ადგილობრივი  საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს, გარანტიას საქართველოს კანონმდებლობით მოქმედი ნებისმიერი კომერციული ბანკიდან;
3.4. უცხო ქვეყნის სახელმწიფო ფონდები.
4. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ერთდროულად 2 ან მეტ კვალიფიციურ მენაშენეს;
5. წინამდებარე წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილ საფინანსო ორგანიზაციებს კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც ცალ-ცალკე ასევე ერთობლივად.

5. წარსადგენი დოკუმენტაცია
1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ:
1.1. იურიდიულმა პირმა:
1.1.1. იურიდიული პირის რეკვიზიტები;
1.1.2. წესდების ნოტარიალურად დამოწმებული ასლი;
1.1.3. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
1.1.4. უფლებამოსილი ორგანოს ან პირის გადაწყვეტილება კონკურსში მონაწილეობის თანხმობაზე;
1.1.5. ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია.
1.1.6. ცნობა სასამართლოდან, რომ  იურიდიული პირის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
1.1.7. ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ.
1.2. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობამ:
1.2.1. ამხანაგობის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლი ნოტარიალურად დამოწმებული;
1.2.2. კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე ამხანაგობის წევრთა გადაწყვეტილების ოქმი, ნოტარიალურად დამოწმებული;
1.2.3. ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ.
1.3. სამეწარმეო ამხანაგობამ:
1.3.1. სამეწარმეო ამხანაგობის რეკვიზიტები;
1.3.2. სამეწარმეო ამხანაგობის რეგისტრაციის დამადასტურებელი აქტი ნოტარიალურად დამოწმებული;
1.3.3. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
1.3.4. უფლებამოსილი ორგანოს ან პირის გადაწყვეტილება კონკურსში მონაწილეობის თანხმობაზე;
1.3.5. ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან, რომ არ ხორციელდება სამეწარმეო ამხანაგობის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
1.3.6. ცნობა სასამართლოდან, რომ სამეწარმეო ამხანაგობის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
1.3.7. ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, სამეწარმეო ამხანაგობის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ.
1.4. მე–4 მუხლის 2.1. პუნქტით განსაზღვრულმა პრეტენდენტმა – მშენებლობის ნებართვა ამ შენობაზე.
1.5. მე–4 მუხლის 2.2. პუნქტით განსაზღვრულმა პრეტენდენტმა – ამ განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) / საცხოვრებელი სახლების კომპლექსის შეთანხმებული პროექტის საფუძველზე თუნდაც ერთ ამ შენობაზე გაცემული მშენებლობის ნებართვა.
1.6. მე–4 მუხლის 2.3. პუნქტით განსაზღვრულმა პრეტენდენტმა – ამ შენობის რეკონსტრუქციის ნებართვა.
1.7. ყველა პრეტენდენტმა:
1.7.1. დოკუმენტაციის წარმოდგენის მომენტისათვის გამოსათავისუფლებელი მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ მესაკუთრისათვის შესათავაზებელი შენობა–ნაგებობის მდგომარეობის ამსახველი ფოტო და ტექსტური მასალა;
1.7.2. საკადასტრო რუკა გამოსათავისუფლებელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრისათვის შესათავაზებელ შენობა–ნაგებობაზე;
1.7.3. ხელშეკრულება პრეტენდენტსა და საფინანსო ორგანიზაციას შორის ან საფინანსო ორგანიზაციის წერილობითი თანხმობა, რომელიც უნდა ადასტურებდეს საფინანსო ორგანიზაციის ვალდებულებას გასცეს კრედიტი მენაშენის სახელზე პროექტის დაფინანსების შემთხვევაში.
1.7.4. წინამდებარე წესის მე-4 მუხლის 3.2. პუნქტი გათვალისწინებული საფინანსო ორგანიზაციის BBB და უფრო მაღალი რეიტინგის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, იმ შემთხვევისთვის როცა ასეთი საფინანსო ორგანიზაცია არის პრეტენდენტის პარტნიორი პროგრამის განხორციელებაში.
1.7.5. ქართული კომერციული ბანკის მიერ გაცემული წერილობითი თანხმობა წინამდებარე წესის მე–4 მუხლის 3.3. პუნქტით გათვალისწინებულ საფინანსო ორგანიზაციაზე, მასზედ რომ პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში აღნიშნულ საფინანსო ორგანიზაციაზე ბანკი გასცემს გარანტიას პროქტის დაფინანსებისათვის საჭირო თანხაზე. აღნიშნული საჭირო იქნება იმ შემთხვევისთვის როცა ასეთი საფინანსო ორგანიზაცია არის პრეტენდენტის პარტნიორი პროგრამის განხორციელებაში.
1.7.6. გამოსათავისუფლებელ მიწის ნაკვეთებზე სრულად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ამონაწერი და საკადასტრო რუკა. მიწის ნაკვეთი სრულად რეგისტრირებულად არ ითვლება თუ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებიდან,  ან ნებისმიერი სხვა წყაროდან ირკვევა, რომ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრედ რეგისტრაციაზე კონკრეტულ პირს შეუძლია განაცხადოს პრეტენზია. 
1.7.7. სამკვიდრო მოწმობის ასლი, იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრედ რეგისტრირებულ პირს საკუთრება მიღებული აქვს მემკვიდრეობით;
1.7.8. გამოსათავისუფლებელი მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების  მესაკუთრეთა პირადობის მოწმობის ასლები ან რეკვიზიტები იურიდიული პირის შემთხვევაში.
1.7.9. პრეტენდენტსა და მესაკუთრეს შორის გაფორმებული და სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ მინიმალურ პირობებს:
ა) ხელშეკრულება გაფორმებული უნდა იყოს ერთი საკადასტრო ერთეულის ყველა მესაკუთრესთან; ხოლო თუ მესაკუთრე გარდაცვლილია  მის მემკვიდრესთან (მემკვიდრეებთან) სამკვიდრო მოწმობის მისაღებად კანონით დადგენილი ვადის გასვლამდე  ნოტარიუსის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე. იმ შემთხვევაში თუ ამ საკადასტრო ერთეულზე ყველა მესაკუთრის მონაწილეობით შექმნილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა, შესაძლებელია ამ ხელშეკრულების სანცვლოდ წარმოდგენილი იქნეს ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობასთან. ასეთ შემთხვევაში, დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი: ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის შექმნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მისი სახელით ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი;
ბ) მესაკუთრე იღებს უფლებრივად უნაკლო ახალ ფართს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის, მასზე განლაგებული შენობა–ნაგებობების ან მათ გარეშე, სანაცვლოდ (უსასყიდლოდ);
გ) ახალი ფართის სანაცვლოდ (უსასყიდლოდ) პრეტენდენტი საკუთრებაში იღებს მესაკუთრის უფლებრივად უნაკლო მიწის ნაკვეთს, მასზე განლაგებული შენობა–ნაგებობებით ან მათ გარეშე;
დ) მესაკუთრე, პრეტენდენტს, თავის მიწის ნაკვეთს მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებთან ერთად ან მათ გარეშე, გადასცემს ახალი ფართის მიღებისთანავე;
ე) პრეტენდენტის უფლებას მესაკუთრის თანხმობის გარეშე განახორციელოს მიწის ნაკვეთის, მასზე განლაგებული შენობა–ნაგებობებით ან მათ გარეშე, მოთხოვნის დათმობა მესამე პირის სასარგებლოდ;
ვ) პროექტის დაფინანსების შემთხვევაში, პრეტენდენტსა და მესაკუთრეს შორის გაფორმებული ხელშკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში;
ზ) მიწის ნაკვეთის, მასზე განლაგებული შენობა–ნაგებობების ან მათ გარეშე, გასხვისების შემთხვევაში, მესაკუთრის ვალდებულებას, გაასხვისოს ის იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებულია პრეტენდენტთნ გაფორმებული ხელშეკრულებით;
თ) მესაკუთრის უფლების არ ქონას, მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, მასზე განლაგებული შენობა–ნაგებობები ან მათ გარეშე, გაასხვისოს პრეტენდენტის წინასწარი თანხმობის გარეშე.
1.7.10. საბანკო გარანტია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მასზედ რომ გამარჯვების შემთხვევაში, პროექტის დაფინანსებიდან 3 თვეში, იგივე თანხად (რეალურ გამოხატულებაში) შეიძენს მის მიერ შემოთავაზებულ მიწის ნაკვეთს, მასზე განლაგებული შენობა–ნაგებობებით ან მათ გარეშე, ქალაქ თბილისის მთავრობისაგან.
1.8. გამოსათავისუფლებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა (მისამართი) და დაზუსტებული საკადასტრო ფართობი.
1.9. მოსათხოვნი ფასი ერთი საკადასატრო ერთეულის 1 კვ.მ.-ზე გაანგარიშებით აშშ დოლარებში.
2. პრეტენდენტს კონკურსში შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ გამოსათავისუფლებელი მიწის ის ნაკვეთები, სადაც   რეგისტრირებულია არანაკლებ 3 მესაკუთრე, როგორც კონკურსში ერთი საკადასტრო ერთეულის შემოტანის შემთხვევაში, ისე რამოდენიმე საკადასტრო ერთეულზე ერთად, მათი ერთად წარმოდგენის შემთხვევაში; ამასთან,  საკადასტრო ერთეულზე განლაგებული უნდა იყოს შენობა–ნაგებობა ან მისი ნარჩენები.
3. იმ შემთხვევაში, როცა პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი გამოსათავისუფლებელი მიწის ნაკვეთის, მასზე განლაგებული შენობა–ნაგებობებით ან მათ გარეშე თანამესაკუთრე არის თბილისის თვითმმართველობა ან სახელმწიფო,  მათ მიმართ პრეტენდენტისათვის არ მოითხოვება ამ წესებით სხვა მესაკუთრეებისათვის განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილება და ამ მიწის ნაკვეთის შესაბამისი წილი არ გაითვალისწინება გამოსათავისუფლებელი მიწის ნაკვეთის ფართის სიდიდეში.
4. მე-5 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში  პრეტენდენტი ვალდებულია  დააზუსტოს თვითმმართველი ერთეულის ან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული   მიწის ნაკვეთის შესაბამისი წილი  და ისე წარმოადგინოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
5. გამოსათავისუფლებელ მიწის ნაკვეთზე პრეტენდენტმა ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს:
5.1. ცალ-ცალკე, თითეული საკადასტრო ერთეულის მიხედვით;
5.2.  თუ რომელიმე საკადასტრო ერთეული ხვდება ნორმატიული ფასების  სხვადასხვა საზღვრებში, მიწის ნაკვეთის ფართობი წარმოდგენილი უნდა იყოს თითეული ამ საზღვრის მიხედვით;
5.3. თუ რომელიმე საკადასტრო ერთეული ხვდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის სხვადასხვა საზღვრებში, მიწის ნაკვეთის ფართობი წარმოდგენილი უნდა იყოს თითეული ამ საზღვრის მიხედვით;
5.4. თუ რომელ შემოთავაზებულ საკადასტრო ერთეულზე მდებარეობს ძეგლის სტატუსის მქონე შენობა–ნაგებობა, როგორი ნორმატიული ფასისა და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საზღვრებში;
5.5. შემოთავაზებული საკადასტრო ერთეულებიდან რომელი მდებარეობს ქალაქის განვითრებისათვის მნიშვნელოვან არეალში.
6. პრეტენდენტსა და მესაკუთრეს შორის გაფორმებული ხელშკრულებით გათვალისწინებული მხარეთა ურთიერთვალდებულებები დამოუკიდებელია პროექტის დაფინანსებიდან წარმოშობილი ქ. თბილისის მთავრობის ვალდებულებებისაგან პრეტენდენტის წინაშე;
7. ინფორმაცია გამოსათავისუფლებელ ფართზე წარმოდგენილი უნდა იქნეს დანართი N3-ის შესაბამისად.

6. კონკურსის ორგანიზება
1. განაცხადის წარდგენა უნდა მოხდეს 2010 წლის 21 მაისის 11:00 საათამდე  ქ. თბილისის მერიის სსიპ ”ქონების მართვის სააგენტოში”  შემდეგ მისამართზე:
ქ. თბილისი, შარტავა ქ. N7,  მე–5 სართული, ტელ: 378 365, ხოლო წარმოდგენილი კონვერტების გახსნა განხორციელდება 2010 წლის  21 მაისს 13 :00  საათზე.
2. კომისია უფლებამოსილია გააგრძელოს განაცხადების მიღების ვადა, დააზუსტოს კონკურსის პირობები ან დაადგინოს დამატებითი. ცვლილებები მტკიცდება ქ. თბილისის მთავრობის მიერ.
3. განაცხადი შეიცავს:
3.1. განცხადებას (დანართი N4) მონაწილეობის შესახებ;
3.2. განაცხადის შემომტანი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს;
3.3.  ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან
3.4. პირადობის მოწმობის ქსერო ასლს;
3.5. წინამდებარე წესით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას დალუქულ ორ კონვერტში
4. კონვერტი N1 მოიცავს მე–5 მუხლის 1.1–1.8. პუნქტებში ჩამოთვლილ ინფორმაციას.
5. კონვერტი N2 მოიცავს მე–5 მუხლის პუნქტ 1.9.–ში აღნიშნულ ინფორმაციას.
6. პრეტენდენტს უფლება აქვს N2 კონვერტით წარმოადგინოს:
6.1. ცალკეული საკადასტრო ერთეულის 1კვ.მ–ზე მოსათხოვნი ფასი . ამ შემთხვევაში:
ა) ეს დახურული კონვერტები მოთავსებული უნდა იქნეს კონვერტ N2–ში;
ბ) გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ მიიღება თითეულ ამ საკადასტრო ერთეულის მიხედვით.
6.2. რამდენიმე საკადასტრო ერთეულზე ერთად,  1კვ.მ–ზე მოსათხოვნი ფასი. ამ შემთხვევაში:
ა)  რამდენიმე საკადასტრო ერთეულზე ერთად 1კვ.მ–ზე მოსათხოვნი ფასი (შემდეგში „საშუალო ფასი“) მიიღება თითეული საკადასატრო ერთულის ფასების ჯამის შეფარდებით ამ საკადასტრო ერთეულების ფართობების ჯამზე;
ბ) გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ მიიღება ყველა საკადასტრო ერთეულზე ერთად;
გ) დისკონტირებული ფასი იანგარიშება ერთიანად ყველა საკადასტრო ერთეულზე;
7. კონვერტ N2–ში ასევე წარმოდგენილი უნდა იქნეს 1კვ.მ.–ზე მოსათხოვნი ფასის დისკონტირებული ფასები დანართი N5–ის შესაბამისად, თავისი გაანგარიშებით.
8. კონკურსის ჩატარების თარიღი დგინდება ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ.
9. კონკურსი ტარდება ორ ეტაპად, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, შარტავას ქ. N7, თბილისის მერიის შენობა.
10. კონკურსის პირველი ეტაპი მოიცავს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კონვერტი N1–ის გახსნას.
11. კონკურსის მეორე ეტაპი მოიცავს: პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დალუქული კონვერტი N2–ის გახსნას. კონვერტებით წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლას და კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენას.
12. თუ წარმოდგენილი განაცხადი, ან დართული დოკუმენტები საჭიროებს შემოწმებას ან დაზუსტებას, საკონკურსო კომისიამ შეიძლება მონაწილეებს მოსთხოვოს მონაცემების შემოწმება ან დაზუსტება არაუმეტეს ათი სამუშო დღის განმავლობაში.
13.  კომისიის გადაწყვეტილებით დახურული კონვერტები N1 და N2  შეიძლება გაიხსნას ერთდროულად ან კომისიამ სხვა დრო დათქვას კონვერტი N2 გახსნისათვის.
14. გამარჯვებული გამოვლინდება პრეტენდენტის მიერ წამოდგენილი დაზუსტებული მონაცემების  კომისიის  მონაცემებთნ შედარების შედეგად.
15. კომისია განსაზღვრავს:
ა) 1მ2-ზე გადასახდელი დისკონტირებული  ღირებულების ზღვარს;
ბ) ამ კონკურსით, პროექტის დაფინანსების ზღვრულ ჯამურ თანხას.
16. კონკურსის გამარჯვებული (შემდგომში „გამარჯვებული“) გამოვლინდება პრეტენდენტის მიერ კონვერტი N2–ით წარმოდგენილი დანართი N5-ის შესაბამისად 1კვ.მ.-ზე მოსათხოვნი ფასის დისკონტირებული ფასების გამოცხადებიდან 2 თვის განმავლობაში, კომისიის მიერ მონაცემების დაზუსტებისა და შემოწმებისათვის დადგენილი გამოსწორების ვადის ჩათვლით.
17. კონკურსის შედეგები მტკიცდება ქ. თბილისის მთავრობის მიერ.

7. გამარჯვებულის გამოვლენა
1. გამარჯვებული ვლინდება კომისიის მიერ დახურულ კონვერტში განსაზღვრული 1მ2-ზე გადასახდელი დისკონტირებული  ღირებულების ზღვარის, დაფინანსების ზღვრული ჯამური თანხისა და პრეტენდენტების მიერ შემოთავაზებული დაბალი დისკონტირებული ფასების მიხედვით (გამოთავისუფლებული მიწის კვადრატულ მეტრზე გაანგარიშებით).
2.  დისკონტირებული ფასი გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით:


M=P:(1+R*X):(1+K*Y):I:H


სადაც:
M -არის  დისკონტირებული ფასი (მიწის კვადრატულ მეტრზე გაანგარიშებით);
P - კონკურსში მონაწილის მიერ მიწის 1კვ.მ-ზე შემოთავაზებული ფასი;
R - პროექტის მოქმედების ტერიტორიაზე შემოთავაზებულ მიწის ნაკვეთზე არსებული ნორმატიული ფასის ფარდობა ამ ტერიტორიაზე არსებულ ყველაზე დაბალ ნორმატიულ ფასზე;
X - R-ის შესწორების კოეფიციენტი, რომელიც უდრის 0.1–ს;
Y - K-ს შესწორების კოეფიციენტი, რომელიც უდრის 0.05–ს;
K-პროექტის მოქმედების ტერიტორიაზე შემოთავაზებულ მიწის ნაკვეთზე არსებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ფარდობა განაშენიანების ინტენსივობის ყველაზე დაბალ კოეფიციენტზე, რომელიც ამ კონკურსის მიზნებისათვის შეადგენს 1.5-ს. ამასთან, მოქმედების ტერიტორიაზე შემოთავაზებულ იმ მიწის ნაკვეთზე, სადაც არ არის დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოიფიციენტი ან შემოთავაზებულ მიწის ნაკვეთზე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი ნაკლებია 1.5-ზე მოქმედებს წინამდებარე წესით განსაზღვრული ყველაზე დაბალი კოეფიციენტი.
I - პროექტის ქალაქის განვითარებისათვის მნიშვნელოვან არეალში განხორცილების ინდექსი, რომელიც უდრის 1.1;
H - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა–ნაგებობის ინდექსი, რომელიც უდრის 1.1;
3. იმ შემთხვევაში თუ:
3.1. საკადასტრო ერთული ხვდება ნორმატიული ფასების სხვადასხვა საზღვრებში, ამ შემთხვევაში ამ მუხლის მე–2 პუნქტში მოცემული ფორმულისთვის შემოთავაზებულ მიწის ნაკვეთზე ნორმატიული ფასი გამოიანგარიშება შემდეგნაირად: თითეული ნორმატიული ფასი გამრავლდება მის შესაბამის ფართზე, დაჯამდება მიღებული შედეგები და გაიყოფა ამ საკადასტრო ერთეულის  საერთო ფართობზე;
3.2. საკადასტრო ერთული ხვდება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის სხვადასხვა საზღვრებში, ამ შემთხვევაში ამ მუხლის მე–2 პუნქტში მოცემული ფორმულისთვის შემოთავაზებულ მიწის ნაკვეთზე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი გამოიანგარიშება შემდეგნაირად: თითეული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი გამრავლდება მის შესაბამის ფართზე, დაჯამდება მიღებული შედეგები და გაიყოფა ამ საკადასტრო ერთეულის  საერთო ფართობზე;
3.3. პრეტენდენტის მიერ რამდენიმე გამოსათავისუფლებელი საკადასტრო ერთული წარმოდგენილია ერთიანობაში, დისკონტირებული ფასის (M) გამოანგარიშებისას შემოთავაზებულ მიწის ნაკვეთზე ნორმატიული ფასი  გამოიანგარიშება ისე, როგორც ეს არის აღწერილი ამ მუხლის 3.1. პუნქტში, ხოლო  შემოთავაზებულ მიწის ნაკვეთზე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი  – ისე, როგორც ეს არის აღწერილი ამ მუხლის 3.2. პუნქტში;
3.4. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო ერთეულებიდან მხოლოდ ნაწილი მდებარეობს ქალაქის განვითარებისათვის მნიშვნელოვან არეალში,  I კოეფიციენტი გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ამ საკადასტრო ერთეულების დისკონტირებულ ფასში ან ამ საკადასტრო ერთეულების დოსკონიტრებული ფასის ნაწილში;
3.5. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი საკადასტრო ერთეულებიდან მხოლოდ ნაწილში მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა–ნაგებობა H კოეფიციენტი გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ამ საკადასტრო ერთეულების დისკონტირებულ ფასში ან ამ საკადასტრო ერთეულების დოსკონიტრებული ფასის ნაწილში;
4. კონკურსისათვის ნორმატიული ფასები და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტები მოცემულია შესაბამისად დანართ N6-სა და დანართ N7–ში.
5. კონკურსის გამარჯვებულის გამოსავლენად ერთმანეთს შედარდება დაფინანსების ზღვრული ჯამური თანხა და პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი ჯამური თანხა.
6. იმ შემთხვევაში თუ დაფინანსების ზღვრული ჯამური თანხა მეტია პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი ჯამურ თანხაზე, დაფინანსდება ყველა წარმოდგენილი წინადადება, რომელშიც პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული დაბალი დისკონტირებული ფასი ნაკლები იქნება 1 მ2-ზე გადასახდელ დისკონტირებულ ზღვრულ ღირებულებაზე.
7. იმ შემთხვევაში თუ დაფინანსების ზღვრული ჯამური თანხა ნაკლებია პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილ ჯამურ თანხაზე, დასაფინანსებული პროექტები შეირჩევა შემდეგნაირად:
7.1. გამოირიცხება ის შემოთვაზებები, რომლებშიც პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული დაბალი დისკონტირებული ფასი მეტი იქნება 1 მ2-ზე გადასახდელი დისკონტირებულ ზღვრულ  ღირებულებაზე;
7.2. პრეტენდენტების მიერ შემოთავაზებული ფასები რანჟირებული იქნება ამ მუხლის მეორე პუნქტში მოცემული ფორმულით;
7.3. გამარჯვებულად გამოცხადდებიან ის პრეტენდენტები,  რომლებიც რანჟირებისას მიიღებენ ყველაზე დაბალ ქულებს და რომელთა წინადადებების ჯამური თანხაც არაუმეტესი იქნება დაფინანსების ზღვრულ ჯამურ თანხაზე.
8. იმ შემთხვევაში თუ რანჟირების შედეგად შერჩეული დასაფინანსებელი პროექტების დაფინანსების ზღვრული ჯამური თანხიდან რჩება თანხა, კომისია უფლებამოსილია ქ. თბილისის მთავრობის წინაშე დასვას საკითხი რანჟირებისას შერჩეული პროექტების შემდგომი პროექტის დაფინანსების მიზანშეწონილობაზე.
9. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული დაბალი დისკონტირებული ფასი ნაკლები იქნება 1 მ2-ზე გადასახდელ დისკონტირებულ ზღვრულ  ღირებულებაზე და მის მიერ წარმოდგენილი იქნება საბანკო გარანტია, რომ პროექტის დაფინანსებიდან განსაზღვრულ ვადაში (3 თვე), ამავე თანხად (რეალურ გამოხატულებაში) შეიძენს ამ მიწის ნაკვეთს, მასზე განლაგებული შენობა–ნაგებობებით ან მათ გარეშე (შემდეგში „ნასყიდობის საგანი“), ქალაქ თბილისის მთავრობისაგან, ასეთი პრეტენდენტები დაფინანსდება პირველ რიგში.
10. დაფინანსებული პროექტის თანხა რეალურ გამოხატულებაში გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულით:


FV=P*(1+R)n


სადაც,
FV  არის დაფინანსებული პროექტის თანხა რეალურ გამოხატულებაში,
P – გამარჯვებულის მიერ მოთხოვნილი თანხა
R – 0.10
N – წლების რაოდენობა გამარჯვებულის დაფინასნების თარიღიდან გამარჯვებულის მიერ შემოთავაზებული მიწის გამოსყიდვის თანხის გადახდამდე
11. ამ მუხლის მე–9 პუნქტში აღწერილი შემთხვევის დროს დაფინანსების ზღვრულ ჯამურ თანხას გამოაკლდება ამ პრეტენდენტის თანხა და გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება დარჩენილი თანხიდან გამომდინარე.
12. პრეტენდენტების მიერ თანაბარი ქულების მიღების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელიც შესაბამის ტერიტორიაზე გამოანთავისუფლებს  მეტი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთს.
13. გამარჯვებულის დაფინანსების თარიღად ითვლება მისთვის კონკურსში შემოთავაზებული თანხის გადახდის თარიღი.
14. კონკურსის შედეგები მტკიცდება ქ. თბილისის მთავრობის მიერ.

8. კონკურსის შედეგების გაფორმება
1. კონკურსის შედეგების მიხედვით თბილისის მთავრობასა და გამარჯვებულს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომელიც სხვა პირობებთან ერთდ უნდა მოიცავდეს შემდეგ აუცილებელ პირობებს:
ა) ნასყიდობის საგანი იყოს უფლებრივად უნაკლო. ამასთან, ამ პროექტის მიზნებისათვის უფლებრივ ნაკლში არ ჩაითვლება კრედიტის გამცემი   საფინანსო ორგანიზაციის  იპოთეკის უფლება ნასყიდობის საგანზე;
ბ) ქ. თბილისის მთავრობის მიერ შესყიდული ნასყიდობის საგანში ფასის გადახდა, გამარჯვებულისა და საფინანსო ორგანიზაციის   მიერ ერთობლივად მითითებულ საბანკო ანგარიშზე, განხორციელდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამარჯვებულის მიერ საჯარო რეესტრიდან წარმოდგენილი იქნება ნასყიდობის საგნის მხოლოდ გამარჯვებულის სახელზე საკუთრებაში ყოფნის დამადასტურებელი საბუთი, ნასყიდობის საგნის რეგისტრაცია მოხდება ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად და  წარმოდგენილი იქნება კონკურსში შემოთავაზებული მრავალბინიანი ან მრავალფუნქციური შენობის დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) გამარჯვებულის მიერ მესაკუთრის წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქ. თბილისის მთავრობა პასუხს არ აგებს მესაკუთრის წინაშე;
დ) ქ. თბილისის მთავრობის მიერ ნასყიდობის საგნის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, თუ ეს გამოწვეულია გამარჯვებულის მხრიდან ამ საკონკურსო პირობების დარღვევით, ქ. თბილისის მთავრობა პასუხს არ აგებს საფინანსო ორგანიზაციის   წინაშე გამარჯვებულის ვალდებულებებისთვის;
ე) მენაშენის უფლებას თავისი უფლება–მოვალეობები ქ. თბილისის მთავრობასთან მიმართებაში დაუთმოს საფინანსო ორგანიზაციას, რომელმაც გასცა კრედიტი ამ პროექტის ფარგლებში;
ვ) გამარჯვებულის უფლებას დემონტაჟი გაუკეთოს გამოთავისუფლებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ)  გამარჯვებულის მიერ  ქ. თბილისის მთავრობისათვის  ნასყიდობის საგნის  გადაცემის ვადას, ასევე  ქ. თბილისის მთავრობის უფლებამოსილებას   არ  ჩაიბაროს ნასყიდობის    საგანი მისი  გადაცემისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრულ კალენდარულ  წლამდე.
თ) იმ შემთხვევაში თუ  ნასყიდობის საგანზე მესამე პირი განაცხადებს დასაბუთებულ პრეტენზიას, მისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას, ასეთის დაკისრების შემთხვევში, კისრულობს გამარჯვებული მენაშენე.
2. ქ. თბილისის მთავრობასა და გამარჯვებულის დამფინანსებელ  საფინანსო ორგანიზაციას   შორის შეიძლება გაფორმდეს ხელშეკრულება, რომელიც სხვა პირობებთან ერთდ უნდა მოიცავდეს შემდეგ აუცილებელ პირობებს:
ა) ქ. თბილისის მთავრობა არ შეიტანს ცვლილებას მასსა და გამარჯვებულს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში საფინანსო ორგანიზაციის   წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
ბ) საფინანსო ორგანიზაციის   ვალდებულებას, ქ. თბილისის მთავრობის  მიერ გამარჯვებულისათვის თანხის გადახდის შემთხვევაში, მაქსიმუმ 5 (ხუთი) სამუშო დღის განმავლობაში მოხსნას იპოთეკა ნასყიდობის საგანზე;
გ) ქ. თბილისის მთავრობის  ვალდებულებას ნასყიდობის საგნისათვის გადასახდელი თანხა ჩარიცხოს მხოლოდ გამარჯვებულისა და საფინანსო ორგანიზაციის   მიერ ერთობლივად მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
დ) წინამდებარე წესის მე-4 მუხლის 3.3. პუნქტის შემთხვევაში გარანტიის ოდენობასა და მისი გამოყენების პირობებს.
3. ხელშეკრულებაში აღნიშნული პირობებისა და აღნიშნული ხელშეკრულებით გამარჯვებულის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში შეწყდება ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. კონკურსში გამარჯვებულს რჩება უფლება, რომ პროექტის დაფინანსებიდან მაქსიმუმ სამი თვის განმავლობაში ამავე თანხად (რეალურ გამოხატულებაში) შეიძინოს ნასყიდობის საგანი, მიუხედავად იმისა, წარმოდგენილია თუ არა გარანტია.
5. ქ. თბილისის მთავრობის  მიერ შესასყიდი ნასყიდობის საგანში, ფასის გადახდა განხორციელდება ქვემოთ ჩამოთვლილი პირობების შესრულებიდან მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში, მაგრამ არაუადრეს 2011 წლისა:
5.1. გამარჯვებულის მიერ საჯარო რეესტრიდან წარმოდგენილი იქნება ნასყიდობის საგნის მხოლოდ გამარჯვებულის სახელზე საკუთრებაში ყოფნის დამადასტურებელი საბუთი;
5.2. ნასყიდობის საგნის რეგისტრაცია მოხდება ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად;
5.3. გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი იქნება კონკურსში შემოთავაზებული მრავალბინიანი ან მრავალფუნქციური შენობის დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი;
5.4.  იმ შემთხვევაში როცა გამოსათავისუფლებლად შემოთავაზებული იყო რამდენიმე საკადასტრო ერთეული და  კონკურსით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება მესაკუთრისა და გამარჯვებულის მიერ ხორციელდება ეტაპობრივად, შესასყიდი ნასყიდობის საგანში ფასის გადახდა გამარჯვებულისა და საფინანსო ორგანიზაციის ერთობლივი მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდება შემდეგნაირად:
ა) იმ საკადასტრო ერთეულებში რომლის 1მ2–ის ფასიც ნაკლებია საშუალო ფასზე, გადახდილი იქნება ამ საკადასტრო ერთეულში მოთხოვნილი ფასი;
ბ) იმ საკადასტრო ერთეულებში რომელთა 1მ2–ის ფასიც მეტია საშუალო ფასზე, საკადასტრო ერთეულში გადახდილი იქნება საშუალო ფასი;
გ) ყველა საკადასტრო ერთეულის ქ. თბილისის  საკუთრებაში გადაცემის შემდეგ
დარჩენილი საკადასტრო ერთეულის გამოთავისუფლების შემთხვევაში თანხის გადახდა მოხდება ისე, რომ გამარჯვებულმა სრულად მიიღოს მის მიერ მოთხოვნილი თანხა;
დ) გამარჯვებულის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების ვადაა ქ. თბილისის მთავრობისაგან  პირველი თანხის მიღებიდან მაქსიმუმ 3 თვე.
6. ქ. თბილისის მთავრობის მიერ შესასყიდი ნასყიდობის საგნისთვის თანხის გადახდა ხდება ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დადგომის მომენტისათვის არსებული ოფიციალური კურსით.
7. პროექტის დაფინანსების დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, თუ შესაბამისი ნასყიდობის საგანი არ იქნება უკან გამოსყიდული გამარჯვებულის მიერ, თბილისის მერიას ის გააქვს აუქციონზე.
8. თუ ნასყიდობის საგანი, აუქციონზე გაიყიდება პროექტის დაფინანსებაში გადახდილ თანხაზე მაღალ ფასში ერთ კვადრატულ მეტრზე გაანგარიშებით (რეალურ გამოხატულებაში), მაშინ ნამეტი გადაეხდება შესაბამის გამარჯვებულს. გარდა იმ გამარჯვებულისა, რომელმაც სრულად ვერ შეძლო საკადასტრო ერთულების სრულად გამოთავისუფლება, რამდენიმე საკადასტრო ერთეულის ერთობლივად წარმოდგენის შემთხვევაში.
9. მუხლი 7–ის პუნქტ 9-ით და მუხლ 8–ის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთების, მასზე განლაგებული შენობა–ნაგებობებით ან მათ გარეშე, განკარგვა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს არ ეწინააღმდეგება ქალაქის განვითარების ინტერესებს. 
9. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პუნქტ 7–ით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნასყიდობის საგანი არ გაიყიდება, ქ. თბილისის მთავრობა მას განკარგავს მოქმედი კანონის შესაბამისად.
10. პრეტენდენტები, რომლებიც საკადასატრო ერთეულზე ერთი და იგივე ფართის მესაკუთრისგან მოიტანენ თანხმობას მოიხსნებიან კონკურსიდან.
11. კონკურსი ითვლება ჩაშლილად თუ:
11.1. ყველა პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი 1 მ2-ზე გადასახდელი დისკონტირებული ზღვრული ღირებულება ცალ-ცალკე მეტია 1 მ2-ზე გადასახდელი ზღვრულ დისკონტირებულ ღირებულებაზე;
11.2. კონკურსში მონაწილეობისათვის არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი განაცხადი;
11.3. თითეული პრეტენდენტის მიერ მოთხოვნილი თანხა აღემატება ამ კონკურსით, პროექტის დაფინანსების ზღვრულ ჯამურ თანხას;
12. კომისია უფლებამოსილია უარი თქვას კონკურსის ჩატარებაზე. ასეთ შემთხვევაში კომისია პრეტენდენტებს დაუბრუნებს კომისიაში წარდგენილ დოკუმენტებს.

 

დანართი N1

დანართი N1 გადმოსაწერად დააწექით...

 

დანართი N2

დანართი N2 გადმოსაწერად დააწექით...


დანართი N3

ცხრილი N1. ინფორმაცია გამოსანთავისუფლებელ ფართზე

პრეტენდენტი

N

საკადასტრო ერთეულის მისამართი

მესაკუთრეთა რაოდენობა

გამოსანთავისუფლებელი მიწის საერთო ფართი

გადაცემული ბინების რაოდენობა

შენიშვნა

1

2

3

4

5

 

6

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ

 

 

 

 

 

 


ცხრილი N2. ინფორმაცია საკადასტრო ერთეულზე ნორმატიული ფასის შესაბამისი ფართობის შესახებ

საკადასტრო ერთეული

N1

S1

N2

S2

N…

S…

Nn

Sn

N

მისამართი

ფართობი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქალაქის განვითრებისათვის მნიშვნელოვანი არეალი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის შენობა–ნაგებობა

 

 

 

 

 

 

 

 

 



შენიშვნა: –N უნდა დაემთხვეს ცხრილ N1–ში მითითებულ ნომერს
                    –N1, N2, ... Nn - ნორმატიული ფასის ოდენობა
                    –S1, S2, … Sn –  კონკრეტული ნორმატიული ფასის შესაბამისი ფართობი
                    – გთხოვთ აღნიშნოთ, რომელ Sn–ში მდებარეობენ, შესაბამისად, ქალაქის განვითრებისათვის
                    მნიშვნელოვანი არეალი ან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის შენობა–ნაგებობა

ცხრილი N3. ინფორმაცია საკადასტრო ერთეულზე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის  შესაბამისი ფართობის შესახებ

საკადასტრო ერთეული

K21

S1

K22

S2

K2

S…

K2n

Sn

N

მისამართი

ფართობი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქალაქის განვითრებისათვის მნიშვნელოვანი არეალი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის შენობა–ნაგებობა

 

 

 

 

 

 

 

 

 



შენიშვნა: –N უნდა დაემთხვეს ცხრილ N2–ში მითითებულ ნომერს
                    –K21, K22, ... K2n- განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ოდენობა
                    –S1, S2, … Sn  –  კონკრეტული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის შესაბამისი ფართობი
                    – გთხოვთ აღნიშნოთ, რომელ Sn–ში მდებარეობენ, შესაბამისად, ქალაქის განვითრებისათვის
                   მნიშვნელოვანი არეალი ან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის შენობა–ნაგებობა



დანართი N3 გადმოსაწერად დააწექით...


დანართი N4

განცხადება
კონკურსში მონაწილეობის შესახებ




-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(განმცხადებელი)


რეგისტრირებული--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(იურიდიული მისამართი)


ტელ:-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


გთხოვთ ნება დამრთოთ მონაწილეობა მივიღო 2009 წლის 28 დეკემბერს გამოცხადებულ ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ,,ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” განსახორციელებელ კონკურსში.


დანართი (აღნიშნეთ):


კონვერტი N1---------------------   


კონვერტი N2--------------------- 


განაცხადის ჩაბარების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროებისამებრ)----------------------------


უფლებამოსილი პირი ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
                                                                                                                (სახელი, გვარი)


-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
                                                                                                                (თანამდებობა)


--------------------------------------------------------------                     თარიღი"----------" -----------------------------------------2010წ.
                                 (ხელმოწერა)




შენიშვნა: განაცხადი წარმოდგენილი უნდა იქნას თბილისის მერიის ადგილობრივი ქონების მართვის საქალაქო სამსახურში 2010 წლის 21 მაისის 11:00 საათამდე.

დანართი N4 გადმოსაწერად დააწექით...

 

დანართი N5



ინფორმაცია მოსათხოვნი ფასის შესახებ


/აშშ დოლარი/

პრეტენდენტი

N

საკადასტრო ერთეული

შენიშვნა

მისამართი

ფართობი

(კვ.მ)

ფასი სულ

ფასი 1კვ.მ.–ზე დისკონტირებამდე

დისკონტირებული ფასი 1კვ.მ.–ზე

1

2

3

 

4

5

6

7

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ

 

 

 

 

 

 

 

დანართი N5 გადმოსაწერად დააწექით...



დანართი N6



განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტები კონკურსის მოქმედების ტერიტორიაზე


დანართი N6 გადმოსაწერად დააწექით...


დანართი N7

განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტები კონკურსის მოქმედების ტერიტორიაზე 


დანართი N7 გადმოსაწერად დააწექით...

 

 

© თბილისის მერია - 2011
Beta