ცხელი ხაზი 272 22 22
10:31 08/07/2015
გამოიწერეთ სიახლეები ელ. ფოსტაზე
 

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში 13-14 ივნისს სტიქიით დაზარალებულთა პირველი კატეგორიისთვის ზარალის ანაზღაურების მიზნით შეთავაზებები დაიწყო. მოსახლეობა, ვისი უძრავი ქონებაც სრულად განადგურდა ან აღდგენას არ ექვემდებარება, თანხას სულადობის ან უძრავი ქონების სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულების მიხედვით მიიღებს.  

შეხვედრას თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე და ვაკის რაიონის გამგებელი ლაშა აბაშიძე, ასევე  ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეთვაზების პროცესში ჩართულები არიან  ის ექსპერტები, რომლებმაც სტიქიის შემდეგ დაზარალებულთა უძრავის ქონება შეაფასეს. 

სტიქიით დაზარალებულები შეთავაზებას მომდევნო დღეებშიც მიიღებენ. შეხვედრები გაგრძელდება უძრავი ქონების გარეშე დარჩენილი ყველა დაზარალებულის დაკმაყოფილებამდე.   

13-14  ივნისს სტიქიით დაზარალებულთათვის ზიანის ანაზღაურების წესი საკრებულომ 5 ივლისს დაამტკიცა. წესის მიხედვით, დაზარალებულები ორ კატეგორიად დაიყო. პირველ კატეგორიაში შედიან ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც აღდგენას არ ექვემდებარება, ხოლო მეორე კატეგორიაში - ოჯახები, რომელთა სახლების აღდგენაც შესაძლებელია. წესი ზარალის ანაზღაურების ორ ვარიანტს ითვალისწინებს. დაზარალებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავად აირჩიონ, თუ რომელი შეთავაზებით სურთ ზარალის ანაზღაურება. პირველი ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს პირველ ეტაპზე მიეცემა სულადობის მიხედვით მისთვის განსაზღვრული ფართის ოდენობის თანხა, ხოლო მას შემდეგ, რაც დადასტურდება ოჯახის უძრავი ქონების განსახლების ზონაში მოხვედრა, თბილისის მერია მის უძრავ ქონებას სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით სრულად გამოისყიდის. ამ წესით სარგებლობის შემთხევაში, დადგენილია შემდეგი კრიტერიუმები: ერთი და ორწევრიანი ოჯახისთვის გაიცემა 45 კვ.მ-ის ფართის ადეკვატური თანხა, სამი და ოთხწევრიანი ოჯახისთვის - 65 კვ.მ ფართის ადეკვატური თანხა, ხუთი და ექვსწევრიანი ოჯახისთვის - 90 კვ.მ. ფართის ადეკვატური თანხა, ხოლო 7 და მეტწევრიანი ოჯახისთვის - 110 კვ.მ ფართის ადეკვატური თანხა. მოგვიანებით, ოჯახის განსახლების ზონაში მოხვედრის შემდგომ, მოხდება მისი უძრავი ქონების სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით გამოსყიდვა და უკვე გაცემული დახმარების სხვაობის შევსება. ზარალის ანაზღაურების წესის მეორე ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს შეუძლია, პირდაპირ მიმართოს მუნიციპალიტეტს და თბილისის მერია მის უძრავ ქონებას საბაზრო ღირებულებით დაუყოვნებლივ გამოისყიდის.

სიახლე
8 ივლისი 2015  
 
 

თბილისის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დღეს თბილისში, ბიძინა კვერნაძის ქ.N10-ში დემონტაჟის სამუშაოებისას მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რასაც ადამიანთა სიცოცხლე ემსხვერპლა და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანია „კონსტრაქშენ გრუპი“ შენობის დემონტაჟის სამუშაოებს აწარმოებდა. ბიძინა კვერნაძის ქ. N10-ში შპს „ტიფლის ბიზნეს ცენტრის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ნებართვა თბილისის არქიტექტურის სამსახურმა 2014 წლის 29 აგვისტოს გასცა. 

იმის გამო, რომ ჩასატარებელი სამუშაოები მიეკუთვნებოდა IVკლასს, თბილისის არქიტექტურის სამსახურმა სამუშაოების დაწყებამდე კომპანიას დაავალა, წარმოედგინა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, კონსტრუქციული პროექტი, რომელიც შედგება შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის დეტალური პროექტისაგან (მათ შორის, ფუძე-საძირკვლისაგან), „მშენებლობის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N57-ე დადგენილებით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთის კვლევა, აგრეთვე,  მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი და სავალდებულო საექსპერტო შეფასება, რომელსაც, ასევე, საქართველოს მთავრობის N57-ე დადგენილება ითვალისწინებს. 

კომპანიის მიერ წარმოდგენილ იქნა ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს მან შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო. ამასთან, კომპანია ვალდებული იყო, რეკონსტრუქციის სამუშაოები სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნათა სრული დაცვით და შეთანხმებული დოკუმენტის დარღვევის გარეშე ეწარმოებინა. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. თბილისის მერია იმედოვნებს, რომ გამოძიება უახლოეს პერიოდში დაადგენს შენობის ჩამონგრევის მიზეზს და დამნაშავე პირები კანონის შესაბამისად დაისჯებიან.

სიახლე
6 ივლისი 2015  
 
 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თბილისის მერიას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მოაწერეს ხელი. 

დოკუმენტი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სათანადო შენობა-ნაგებობების არსებობის შემთხვევაში საარჩევნო უბნებისთვის ისეთი ნაგებობების გამოყოფას ითვალისწინებს, რომლებიც ყველა ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

„მხარეები ვთანხმდებით იმაზე, რომ ინკლუზიურობა, ჩართულობა და თითოეული ადამიანის თანამონაწილეობა საარჩევნო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შესაბამისი სივრცეების თანაბარი ხელმისაწვდომობისათვის. ჩვენ ჩვენი მხრიდან  ვიღებთ ვალდებულებას, რომ სივრცეები იქნება ადაპტირებული და უზრუნველყოფილი იქნება თითოეული მათგანის არჩევნებში თანამონაწილეობა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

მემორანდუმში ასევე აღნიშნულია, რომ ასეთი შენობა-ნაგებობების არარსებობის შემთხვევაში საარჩევნო უბნისთვის უნდა გამოიყოს ისეთი ნაგებობა, რომლის ადაპტირებასაც გადამცემი ორგანო კენჭისყრის დღისთვის უზრუნველყოფს. მემორანდუმზე ხელმოწერით მხარეები შეთანხმდნენ, შეასრულონ 2014-2016 წლის სამთავრობო სამოქმედო გეგმით გაწერილი ნორმები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის შესახებ. ამ შეთანხმებით ისინი ასევე ხელს უწყობენ გაეროს 2006 წლის 13 დეკემბრის კონვენციის მუხლების შესრულებას, რომლებიც პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მისაწვდომობას ითვალისწინებს.

 

სიახლე
7 ივლისი 2015  
 
 

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ხანდაზმულ ანა გაგუას, კუთვნილი 1000 ლარის ნაცვლად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „ჰერმესის“ სარიტუალო მომსახურება შესთავაზა, რაც სრული სიცრუეა.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს აქვს „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამა, რომელიც ხანდაზმულთათვის 1000 ლარის ოდენობის ფულადი დახმარების გაწევას ითვალისწინებს.

საქალაქო სამსახურში მართლაც შევიდა ალექსანდრე კუტუბიძის განცხადება ანა გაგუას 1000 ლარით უზრუნველყოფის შესახებ. არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტების გამო, სამსახურის თანამშრომელი ტელეფონით ესაუბრა განმცხადებელს და სთხოვა თანხის გადასარიცხად კონკრეტული საბუთის წარმოდგენა. საბუთის წარდგენის შემდეგ დაიწყო შესაბამისი პროცედურები და განმცხადებელსაც ეცნობა, რომ პარასკევს, 3 ივლისს, ანა გაგუას თანხა მას ანგარიშზე ჩაერიცხებოდა.

მიუხედავად ამისა, 2 ივლისს გვიან ღამით სოციალურ ქსელში ანა მამრიკაშვილის გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოჯახმა მიიღო შემდეგი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება : - „თქვენი მოთხოვნა № 12 ....... დაკმაყოფილდა. სარიტუალო მომსახურებას გაგიწევთ შპს „ჰერმესი“ უსასყიდლოდ. საგარანტიო წერილის მისაღებად გთხოვთ მობრძანდეთ მერიაში“.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს, სადაც ოჯახს დაფინანსების თაობაზე ჰქონდა განცხადება შეტანილი, ხანდაზმულთათვის თანხის ჩარიცხვის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის პრაქტიკა არ აქვს. თანამშრომელი პირადად ესაუბრება განმცხადებელს და ასეთი სახით აცნობებს თანხის გადარიცხვის შესახებ.

რაც შეეხება შპს „ჰერმესის“ მიერ SMS შეტყობინების გაგზავნას, კომპანიას ამ შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება არც ერთი მომხმარებლისთვის გაუგზავნია. ზოგადად, „ჰერმესი“ მოქალაქეს აცნობებს მხოლოდ მისი განცხადების დარეგისტრირების შესახებ. მაგალითად - „HERMESI - თქვენი განაცხადი დარეგისტრირდა: HM-------- ნომრით”.

მოგვიანებით აღნიშნული ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელმაც აღიარა, რომ იხუმრა, თუმცა, ფაქტია, რომ ამ ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებლები ნეგატიურად გამოეხმაურნენ. სამწუხაროა, რომ მოქალაქეების ნაწილი საკუთარი უპასუხისმგებლობით ხელს უწყობს როგორც საჯარო უწყებების, ისე ისეთი საჭირო პროგრამების დისკრედიტაციას, როგორიც „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამაა. თბილისის მერია იმედოვნებს, რომ მსგავსი შემთხვევა მომავალში აღარ განმეორდება და მოქალაქეები უფრო მეტ პასუხისმგებლობას გამოიჩენენ.

 

სიახლე
3 ივლისი 2015  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია და მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებს შეხვდნენ. 
დავით ნარმანიამ ბიზნესმენებს 13-14 ივნისს სტიქიით დაზარალებულთა დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.  მერის განცხადებით, ასოციაციის წარმომადგენლები დედაქალაქის მთავრობას სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის 191 445 72  ლარით და საოჯახო ტექნიკით დაეხმარნენ, რისთვისაც დავით ნარმანიამ ასოციაციის წევრებს მადლობის წერილები გადასცა.
შეხვედრაზე სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობაზეც ისაუბრეს. თბილისის მერის გაცხადებით, სექტემბერში გაფორმდება დოკუმენტი თბილისსა და სტამბოლს შორის დაძმობილების შესახებ, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობას.

სიახლე
7 ივლისი 2015  
 
 

თბილისის მერიაში უცხოელ სპეციალისტებთან ერთად „მომავლის ქალაქის“ კონცეფცია (Morgenstadt City) განიხილეს. პროექტთან დაკავშირებით თბილისში ევროპის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტის, „ფრაუნჰოფერის“ დელეგაცია იმყოფება.  
დელეგაციის წევრებს დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია და თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და სფეროს სპეციალისტები. 

შეხვედრაზე პროექტის დაწყების დეტალები და სამუშაო გრაფიკი განიხილეს. უცხოელმა სპეციალისტებმა თბილისის მთავრობის წევრებს სხვადასხვა ქვეყნებში ამ მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გააცნეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კონცეფციაზე მუშაობა 2016 წლის თებერვალში დასრულდება.   

„გერმანელ პარტნიორებთან თანამშრომლობით ჩვენ „მომავლის ქალაქის“ კონცეფციის განხორციელება დავიწყეთ. 2016 წლის თებერვალში გვექნება კონცეფცია, თუ როგორი უნდა იყოს თბილისი ენერგოეფექტიანობის, პარკირების მართვის, გარე-განათების თვალსაზრისით, ასევე, ტრანსპორტისა და მობილურობის საკითხებში. ეს კონცეფცია ჩვენთვის ძალიან საინტერესოა და მას მხარს უჭერს გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. პროექტი, ასევე, ხორციელდება „ფრაუნჰოფერის“ ინსტიტუტთან მჭიდრო თანამშრომლობით და უშუალო ჩართულობით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

პროექტი „მომავლის ქალაქი“ თბილისში თანამედროვე, ევროპული სისტემების დანერგვას გულისხმობს. თბილისის მერიასთან ერთად პროექტში ჩართულები არიან ევროპის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტი „ფრაუნჰოფერი“, „სითი ინსტიტუტი - საქართველო“, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (KFW).

სიახლე
7 ივლისი 2015  
 
 

2015 წლის განმავლობაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არქეოლოგიური კვლევების ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს არქეოლოგიური პროექტების მიღებას.

დაინტერესებულმა პირებმა პროექტები ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 8 ივლისის 18:00 საათისა.

პროექტები ერთ დახურულ კონვერტში, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად, ქართულ ენაზე უნდა იყოს  წარმოდგენილი.

დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი პროექტები შემდეგი ინფორმაციის ამსახველ დოკუმენტაციას უნდა შეიცავდეს:

  1. განმარტებითი ბარათი. განმარტებით ბარათში დასაბუთებული უნდა იყოს სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათი შესაბამისობა, სამუშაოების სახეობებისა და მოცულობის მითითებით. განმარტებით ბარათში უნდა მიეთითოს:

1.1  განსახორციელებელი სამუშაოს არგუმენტირებული დასაბუთება და ძირითადი პრიორიტეტების გამოყოფა;

1.2  არქეოლოგიური ობიექტის ზუსტი დასახელება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

1.3  არქეოლოგიური ობიექტის  ადგილმდებარეობის დასახელება და ზუსტი მისამართი;

1.4  სამუშაოებისა და არქეოლოგიური ობიექტის მოცულობიდან გამომდინარე, თუკი პროექტი მხოლოდ ობიექტის რომელიმე ფრაგმენტის შესწავლას ან რეაბილიტაციას ითვალისწინებს, ამ ფრაგმენტზე განსახორციელებელი სამუშაოების მთლიანი ობიექტის შესწავლის, რეაბილიტაციისა და განვითარების ერთიან კონცეფციასთან (კონსერვაციის გეგმის არსებობის შემთხვევაში, კონსერვაციის გეგმასთან) შესაბამისობა;

1.5  დასკვნა ობიექტზე განსახორციელებელ სამუშაოთა მოსალოდნელი შედეგების შესახებ;

  1. შესასწავლი ტერიტორიის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა (მასშტაბი 1:1500 და 1:500) GPS კოორდინატებით;
  2. შესასწავლი ტერიტორიისა და მასზე არსებული ობიექტების ფიქსაციის, მათ შორის, ფოტო და ვიზუალური აღწერის მასალები, შესაბამისი ანალიზები, წინასწარი დაზვერვითი სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში - დაზვერვითი სამუშაოების შედეგები;
  3. შესასწავლი ტერიტორიის (ობიექტის) ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული და საარქივო კვლევის მასალები შესაბამისი წყაროების მითითებით; კერძოდ: სამუზეუმო და საარქივო მასალების (არსებობის შემთხვევაში - ისტორიული რუკები და გენერალური გეგმები, ისტორიული საკადასტრო და ნაგებობების გეგმები, არქივებში დაცული საპროექტო ტერიტორიის ამსახველი ფოტომასალა, კოსმოსური და აეროფოტომასალები) მოძიება, შესასწავლ ტერიტორიაზე მოპოვებული პირველადი ინფორმაციის საარქივო მონაცემებთან მიმართების ანალიზი;
  4. შესასწავლი ტერიტორიის მიწის ნაკვეთის საკადასტრო  აზომვითი ნახაზი და ნახაზი ორთოფოტოზე;
  5. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  6. სამუშაოთა ჩატარების ორგანიზების პროექტი და მათი ჩატარების კალენდარული გრაფიკი სექტორებისა და შესაბამისი სამუშაოების თანმიმდევრობის ჩვენებით, ხანგრძლივი (მრავალწლიანი) ექსპედიციის შემთხვევაში - სამუშაოების შუალედური და საერთო ხანგრძლივობის მითითებით;
  7. პროექტის განხორციელების სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადისა და პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის გათვალისწინებით. პროექტი დაფინანსდება არაუმეტეს  ხარჯთაღრიცხვით წარმოდგენილი ღირებულებისა.
  8. ინფორმაცია არქეოლოგიური სამუშაოების სფეროში პროექტის წარმომდგენის (იურიდიული პირის) გამოცდილების შესახებ, შესრულებულ სამუშაოთა ჩამონათვალის სახით.
  9. ინფორმაცია (CV-სახით) სამუშაოებში მონაწილე ყველა არქეოლოგის კვალიფიკაციის შესახებ.  მონაწილეს შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება უნდა გააჩნდეს;
  10. შესასწავლი ტერიტორიის (ობიექტის) ერთ ლოკაციაზე საკონკურსოდ მხოლოდ ერთი პროექტი უნდა იყოს წარმოდგენილი; 
  11. შესასწავლი ტერიტორიის (ობიექტის) კონკრეტულ ლოკაციას საბჭო განსაზღვრავს.

 

წარმოდგენილი პროექტები განხილვისა და შეფასებისთვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური საბჭოს გადაეცემა, რომელიც მათ პრიორიტეტების მიხედვით შეარჩევს.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური საბჭო 2015 წლის 9 ივნისს დაარსდა. საბჭო 14 წევრისგან შედგება და მისი თავმჯდომარე დედაქალაქის მერი დავით ნარმანიაა.

 

არქეოლოგიური საბჭოს მიზანი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არქეოლოგიური კვლევების ხელშეწყობა და ტურისტული მარშრუტების გამდიდრებაა.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური საბჭო თავის საქმიანობას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული დებულების თანახმად წარმართავს.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მერიის ცხელ ხაზზე: 032 2 72 22 22

 

სიახლე
1 ივლისი 2015  
 
 

13-14 ივნისს სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას 7 ივლისიდან შეუძლია ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით შესაბამის გამგეობას ან მერიის ქონების მართვის სააგენტოს  მიმართოს.  

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ და ვაკის რაიონის გამგებელი ლაშა აბაშიძემ  სასტუმრო „444“-ში  მცხოვრებ სტიქიით დაზარალებულებს  ზარალის ანაზღაურების პროცედურები თავად განუმარტეს.

ლაშა აბაშიძის თქმით, პირველ კატეგორიაში შემავალი სახლების მეპატრონეებმა, ანუ მათ, ვისი სახლიც დანგრეულია ან აღარ ექვემდებარება რეაბილიტაციას, უნდა მიმართონ მერიის ქონების მართვის სააგენტოს. დაზარალებულებს შეუძლიათ, აირჩიონ ზარალის ანაზღაურების წესით დადგენილი ერთ-ერთი ვარიანტი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სახლი რეაბილიტაციას ექვემდებარება, მის გასამაგრებლად შესაბამის გამგეობას უნდა მიმართონ.

კარლო ლაფერაძის თქმით, ზარალის ანაზღაურების გაცემა წინასწარ დადგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდება. შესაბამისი დასკვნები ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს უკვე მომზადებული აქვს, მათ შორის, ქონების საბაზრო ღირებულებასაც ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განსაზღვრავს. ამიტომ, მოსახლეობისგან  დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა საჭირო აღარ იქნება.  

13-14  ივნისს სტიქიით დაზარალებულთათვის ზიანის ანაზღაურების წესი საკრებულომ 5 ივლისს დაამტკიცა. წესის მიხედვით, დაზარალებულები ორ კატეგორიად დაიყო. პირველ კატეგორიაში შედიან ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც აღდგენას არ ექვემდებარება, ხოლო მეორე კატეგორიაში - ოჯახები, რომელთა სახლების აღდგენაც შესაძლებელია. წესი ზარალის ანაზღაურების ორ ვარიანტს ითვალისწინებს. დაზარალებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავად აირჩიონ, თუ რომელი შეთავაზებით სურთ ზარალის ანაზღაურება. პირველი ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს პირველ ეტაპზე მიეცემა სულადობის მიხედვით მისთვის განსაზღვრული ფართის ოდენობის თანხა, ხოლო მას შემდეგ, რაც დადასტურდება ოჯახის უძრავი ქონების განსახლების ზონაში მოხვედრა, თბილისის მერია მის უძრავ ქონებას სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით სრულად გამოისყიდის. ამ წესით სარგებლობის შემთხევაში, დადგენილია შემდეგი კრიტერიუმები: ერთი და ორწევრიანი ოჯახისთვის გაიცემა 45 კვ.მ-ის ფართის ადეკვატური თანხა, სამი და ოთხწევრიანი ოჯახისთვის - 65 კვ.მ ფართის ადეკვატური თანხა, ხუთი და ექვსწევრიანი ოჯახისთვის - 90 კვ.მ. ფართის ადეკვატური თანხა, ხოლო 7 და მეტწევრიანი ოჯახისთვის - 110 კვ.მ ფართის ადეკვატური თანხა. მოგვიანებით, ოჯახის განსახლების ზონაში მოხვედრის შემდგომ, მოხდება მისი უძრავი ქონების სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით გამოსყიდვა და უკვე გაცემული დახმარების სხვაობის შევსება. ზარალის ანაზღაურების წესის მეორე ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს შეუძლია, პირდაპირ მიმართოს მუნიციპალიტეტს და თბილისის მერია მის უძრავ ქონებას საბაზრო ღირებულებით დაუყოვნებლივ გამოისყიდის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

სიახლე
6 ივლისი 2015  
 
 

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები დღეს დილიდან მდინარე მტკვარზე გაწმენდით და სამძებრო სამუშაოებს ატარებენ. მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე პარალელურ რეჟიმში მუშაობს 30 ერთეული მძიმე ტექნიკა. მდინარიდან ამოტანილია 13 ივნისის სტიქიის შედეგად ვერეს ხეობიდან ჩატანილი ნაშალი მასალა და ხის მორები.

სამძებრო სამუშაოების გამარტივების მიზნით, გუშინ ღამის 12 საათიდან ორთაჭალჰესის ფარები გაიხსნა, რამაც მტკვრის დონის ცვლილება გამოიწვია. მტკვრის დონის დაწევის შემდეგ დღესვე მაშველებმა მდინარიდან რამდენიმე ცხოველის ლეში ამოიტანეს.

გაწმენდითი და სამძებრო ღონისძიებების მიმდინარეობას დილიდან თბილისის მერი დავით ნარმანია აკვირდებოდა. დედაქალაქის მერმა მეტეხის საგვირაბო კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული ხიდების ქვეშ მდინარე მტკვრის დონის დაწევის შემდეგ ნაპოვნი რკინის კონსტრუქციების დემონტაჟის პროცესი დაათვალიერა.

„ინტენსიურად მიმდინარეობს მდინარე მტკვრის კალაპოტის გასუფთავება, სტიქიის  დროს მდინარემ სხვადასხვა სახის ნაშალი მასალა ჩამოიტანა. მობილიზებულები არიან სამაშველო სამსახური და თბილისის მერიის შესაბამისი უწყებები. სამუშაოები კოორდინირებულია ენერგეტიკის და გარემოს დაცვის სამინისტროებთან და ვფიქრობთ, რომ დღის განმავლობაში ამ სამუშაოების ძირითად ნაწილს დავასრულებთ და გათავისუფლდება მდინარე მტკვრის კალაპოტი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

სიახლე
30 ივნისი 2015  
 
 

46 ხმით არც ერთის წინააღმდეგ, - დღეს თბილისის საკრებულოს წევრებმა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესს მხარი ერთხმად დაუჭირეს.

 

საკითხი საკრებულოს სხდომაზე თბილისის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წარადგინა.

 

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, დაზარალებულთათვის ზარალის ანაზღაურება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მეთოდოლოგიით მოხდება, ქონების საბაზრო ღირებულებას სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო სტიქიამდე არსებული ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით დაადგენს, ხოლო თავად განსახლების ზონას სპეციალურად შექმნილი უწყებათაშორისი კომისია განსაზღვრავს, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.

 

წესის მიხედვით, დაზარალებულები ორ კატეგორიად დაიყო. პირველ კატეგორიაში შედიან ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც აღდგენას არ ექვემდებარება, ხოლო მეორე კატეგორიაში - ოჯახები, რომელთა სახლების აღდგენაც შესაძლებელია.

 

ვიცე-მერის განცხადებით, წესი ზარალის ანაზღაურების ორ ვარიანტს ითვალისწინებს და დაზარალებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავად აირჩიონ, თუ რომელი შეთავაზებით სურთ ზარალის ანაზღაურება.

პირველი ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს პირველ ეტაპზე მიეცემა სულადობის მიხედვით მისთვის განსაზღვრული ფართის ოდენობის თანხა, ხოლო მას შემდეგ, რაც დადასტურდება ოჯახის უძრავი ქონების განსახლების ზონაში მოხვედრა, თბილისის მერია მის უძრავ ქონებას სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით სრულად გამოისყიდის. ამ წესით სარგებლობის შემთხევაში, დადგენილია შემდეგი კრიტერიუმები: ერთი და ორწევრიანი ოჯახისთვის გაიცემა 45 კვ.მ-ის ფართის ადეკვატური თანხა, სამი და ოთხწევრიანი ოჯახისთვის - 65 კვ.მ ფართის ადეკვატური თანხა, ხუთი და ექვსწევრიანი ოჯახისთვის - 90 კვ.მ. ფართის ადეკვატური თანხა, ხოლო 7 და მეტწევრიანი ოჯახისთვის - 110 კვ.მ ფართის ადეკვატური თანხა. მოგვიანებით, ოჯახის განსახლების ზონაში მოხვედრის შემდგომ, მოხდება მისი უძრავი ქონების სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით გამოსყიდვა და უკვე გაცემული დახმარების სხვაობის შევსება.

ზარალის ანაზღაურების წესის მეორე ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს შეუძლია, პირდაპირ მიმართოს მუნიციპალიტეტს და თბილისის მერია მის უძრავ ქონებას საბაზრო ღირებულებით დაუყოვნებლივ გამოისყიდის.

დიმიტრი ქუმსიშვილმა, ასევე, ისაუბრა დაზარალებული ოჯახებისთვის საოჯახო პაკეტის შესაძენად გამოყოფილ დახმარებაზეც. დამტკიცებული წესის თანახმად, 1 და 2-წევრიანი ოჯახი - 8 000 ლარს, 3 და 4-წევრიანი ოჯახი - 8 700 ლარს, 5 და 6-წევრიანი ოჯახი - 9 400, ხოლო 7 და მეტწევრიანი ოჯახი - 10 500 ლარს მიიღებს.

ვიცე-მერმა, ასევე, განმარტა, რომ სტიქიის დროს დაზარალებული ის ოჯახები, რომლებსაც სრულად გაუნადგურდათ ქონება, დახმარებას გარკვეული პრიორიტეტების მიხედვით მიიღებენ. პირველ ეტაპზე დახმარება გადაეცემა: დაზარალებულ ოჯახს, რომლის არცერთ წევრს არ გააჩნია საცხოვრებლად უსაფრთხო სხვა უძრავი ქონება; სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ დაზარალებულ ოჯახებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 100 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა; მრავალშვილიან დაზარალებულ ოჯახებს, რომლებსაც 18 წლამდე ასაკის სამი და მეტი შვილი ჰყავთ; დაზარალებულ ოჯახს, რომლის წევრიც არის ორსული ან მეძუძური დედა; დაზარალებულ ოჯახს, რომლის წევრიც არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი; დაზარალებულ ოჯახს, რომლის ერთ-ერთი წევრი არის ომის ვეტერანი.

საკრებულოს სხდომა, რომელსაც, ასევე, ესწრებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები და დაზარალებული რაიონების გამგებლები, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დიმიტრი ქუმსიშვილმა საკრებულოს წევრების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხა, რის შემდეგაც 13 ივნისს სტიქიით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი 46 ხმით არც ერთის წინააღმდეგ ერთხმად მიიღეს.

 

 

 

 

სიახლე
5 ივლისი 2015  
 
 

თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცის ზაარბრიუკენში ვიზიტი გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში ნინა ხატისკაცი ზაარბრიუკენის მერს შარლოტა ბრიტს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქალაქებს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე, გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს.

ზაარბრიუკენის მერმა მზადყოფნა გამოთქვა დაეხმაროს თბილისს 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. თბილისის მერის მოადგილემ შარლოტა ბრიტსი შემოდგომაზე ”თბილისობის” დღესასწაულთან დაკავშირებით დედაქალაქში მოიწვია.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს წევრები: რიმა ბერაძე და კობა კობალაძე.
თბილისისა და გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის დაძმობილების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 26-ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით, ზაარბრიუკენში სხვადასხვა კულტურული ღონისძიება იმართება.

სიახლე
28 ივნისი 2015  
 
 

დედაქალაქის მასშტაბით "სინათლის ქალაქი" ახალ მხატვრულ მინათებებს ამონტაჟებს. მინათებები უკვე დამონტაჟებულია მეტეხის, გალაქტიონისა და მშრალ ხიდებზე, აგრეთვე, ბარათაშვილის ხიდის პანდუსზე. განათებულ ობიექტებს შორისაა, ასევე, თავისუფლების მოედანზე არსებული წმინდა გიორგის მონუმენტი, გულუას ქუჩა, მშრალ ხიდთან არსებული გამოფენის ტერიტორია. განათდა, აგრეთვე, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე არსებული რამდენიმე კლდე.

განათებული ობიექტები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ და "სინათლის ქალაქის" დირექტორმა ვასილ ხორავამ დაათვალიერეს.  ისინი მეტეხის, გალაქტიონის, ბარათაშვილისა და მშრალ ხიდებზე  იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც რიყეზე საბაგიროს ახლადგანათებული შენობა დაათვალიერეს. 

დავით ნარმანიას თქმით, "სინათლის ქალაქის" მხატვრული მინათების სამსახურმა ინტენსიურად იმუშავა ქალაქში სხვადასხვა ობიექტის მინათებაზე, რის შედეგადაც ღამის თბილისი უფრო მეტად მიმზიდველი გახდა არა მხოლოდ თბილისელებისთვის, არამედ დედაქალაქის სტუმრებისთვისაც.

"სინათლის ქალაქის" დირექტორის, ვასილ ხორავას თქმით, ყოველდღიურად ქალაქში სულ უფრო მეტი ობიექტი განათდება. "სინათლის ქალაქი" თბილისში არსებული სხვადასხვა ობიექტების განათებას კვლავაც აქტიურად გაარგძელებს, რათა ღამის თბილისი დედაქალაქელებისთვის და მისი სტუმრებისთვის კიდევ უფრო საინტერესო გახდეს", - განაცხადა მან.

ამ დროისთვის დედაქალაქში 330 ობიექტია განათებული და კიდევ რამდენიმე პროექტის განხორციელება იგეგმება. მათ შორის, განათდება ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე არსებული ხიდი და კახეთის გზატკეცილზე არსებული გზაგამტარი.

სიახლე
5 ივლისი 2015  
 
 

13 ივნისს, წყნეთის ქუჩაზე სტიქიის დროს, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" დაზიანებულ კოლექტორსა და მდინარე ვერეს იმ ნაწილთან, სადაც კანალიზაციის კოლექტორის დროებით ჩაშვება მოხდა, მოხალისეებს შეხება არ ჰქონიათ.
მდინარე ვერეს შერეული საკანალიზაციო წყალი არ მიემართებოდა იმ ტერიტორიისკენ, სადაც მოხალისეები გაწმენდით სამუშაოებში იყვნენ ჩართული. მიუხედავად ამისა, როგორც თბილისის მერიის, ისე ცენტრალური ხელისუფლების შესაბამისი უწყებების მხრიდან განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები იყო მიღებული იმისათვის, რომ სტიქიის ზონაში მომუშავე მოხალისეების ჯანმრთელობა დაცული ყოფილიყო.
იმის გამო, რომ წყნეთის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, რომელშიც ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებთან ერთად მოხალისეები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას და იყო საფრთხე, რომ დაზიანებული კოლექტორიდან წყალი სწორედ ამ ტერიტორიისკენ მიემართებოდა, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ წყლის ნაკადი დროებით მდინარე ვერესკენ მიემართა.
აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები სისტემატიურ კომუნიკაციაში იყვნენ კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან". მოხდა შეთანხმება, რომ კომპანია ამ ტერიტორიაზე დროებით მინი-გამწმენდ ნაგებობას მოაწყობს, რომლის მეშვეობითაც მდინარე ვერეში დაბინძურებული წყლების ჩადინება აღიკვეთება.
რაც შეეხება კოლექტორის საბოლოო აღდგენას, ის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

 

სიახლე
23 ივნისი 2015  
 
 

თბილისის საკრებულოს კომისიების სხდომაზე დეპუტატებმა 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესს მხარი დაუჭირეს. საკითხი საკრებულოში თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ წარადგინა. 

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, დაზარალებულები ორ კატეგორიად იყოფა. პირველ კატეგორიას მიეკუთვნება ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც აღდგენას არ ექვემდებარება, ხოლო მეორე კატეგორიას - ოჯახები, რომელთა სახლების აღდგენაც შესაძლებელია. 

მერის მოადგილის განცხადებით, წესი ზარალის ანაზღაურების ორ ვარიანტს ითვალისწინებს და დაზარალებულებს აქვთ სრული თავისუფლება, ერთ-ერთი მათგანი აირჩიონ. პირველი ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს პირველ ეტაპზე მიეცემა სულადობის მიხედვით მისთვის განსაზღვრული ფართის ოდენობის თანხა, ხოლო მას შემდეგ, რაც დადასტურდება ოჯახის უძრავი ქონების განსახლების ზონაში მოხვედრა, თბილისის მერია მის უძრავ ქონებას სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით სრულად გამოისყიდის. ამ წესით სარგებლობის შემთხევაში დადგენილია შემდეგი კრიტერიუმები: ერთი და ორწევრიანი ოჯახისთვის გაიცემა 45 კვ.მ-ის ფართის ადეკვატური თანხა, სამი და ოთხწევრიანი ოჯახისთვის - 65 კვ.მ ფართის ადეკვატური თანხა, ხუთი და ექვსწევრიანი ოჯახისთვის - 90 კვ.მ. ფართის ადეკვატური თანხა, ხოლო 7 და მეტწევრიანი ოჯახისთვის - 110 კვ.მ ფართის ადეკვატური თანხა. მოგვიანებით, ოჯახის განსახლების ზონაში მოხვედრის შემდგომ, მოხდება მისი უძრავი ქონების სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით გამოსყიდვა და უკვე გაცემული დახმარების სხვაობის შევსება.

ზარალის ანაზღაურების წესის მეორე ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს შეუძლია, პირდაპირ მიმართოს მუნიციპალიტეტს და თბილისის მერია მის უძრავ ქონებას საბაზრო ღირებულებით დაუყვნებლივ გამოისყიდის. 

გარდა ამისა, დაზარალებული ოჯახები სულადობის მიხედვით საოჯახო პაკეტისთვის განკუთვნილ თანხასაც მიიღებენ. კერძოდ, 1 და 2-წევრიანი ოჯახი - 8 000 ლარს, 3 და 4-წევრიანი ოჯახი - 8 700 ლარს, 5 და 6-წევრიანი ოჯახი - 9 400, ხოლო 7 და მეტწევრიანი ოჯახი - 10 500 ლარს. 

საკრებულოს წევრები 13 ივნისს სტიქიით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესზე ხვალ საკრებულოს სხდომაზე  იმსჯელებენ. მისი დამტკიცების შემდეგ კი ზარალის ანაზღაურება დაიწყება.

 

 

სიახლე
4 ივლისი 2015  
 
 

სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“ მიმდინარე წლის 24 ივნისიდან ჩაატარებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ტესტირების ეტაპს.
ტესტების პროფესიული ნაწილი მომზადებულია სსიპ „საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის“ 2014 წლის 10 სექტემბრის N73/სა ბრძანებით განსაზღვრული თემატიკის მიხედვით, ხოლო ზოგადი უნარების ნაწილში გამოყენებული იქნება 10 ლოგიკური და 5 მათემატიკური დავალება.

ტესტირება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსი, თბილისი, მერაბ კოსტავას გამზირი N68 ბ.

კონკურსანტებს ტესტირების დრო ეცნობებათ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით. საგამოცდო ტესტის ნიმუშის სანახავად გთხოვთ, ეწვიოთ ვებ-გვერდს: www.tcj.gov.ge

სიახლე
19 ივნისი 2015  
 
 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსთან, ბიძინა გიორგობიანთან ერთად, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის ტერიტორია დაათვალიერა. ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია გამწვანების სამუშაოები და აქ რამდენიმე ათეული ათასი ძირი ნერგია დარგული.                   

როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, ზოოპარკის პროექტი მზად არის და მოსამზადებელი სამუშაოები ტერიტორიაზე შემოდგომაზე, სამშენებლო პროცესი კი მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება.  

"ტერიტორია, სადაც ვიმყოფებით, განკუთვნილია თბილისის ახალი ზოოპარკისთვის. აქ გასული წლის შემოდგომაზე ჩვენ 38 000 ხე დავრგეთ და დღეს მოვედით, რათა ვნახოთ მათი მდგომარეობა. აქ ნარგავების ყოველდღიური მოვლა-პატრონობა ხდება. ტერიტორია არის დროებით შემოღობილი. მომავალი ზოოპარკის ტერიტორიაზე გავაკეთეთ ძაღლსაშენი, აქვე არის ცხენების თავლა. ეს ტერიტორია იქნება ძალიან ლამაზად გამწვანებული და ზოოპარკი გაცილებით დიდი ტერიტორიაზე მოეწყობა. პროექტი, რომლის კონცეფციაც მზად არის, კონკრეტული მუშა ნახაზების მომზადებას საჭიროებს. ჩვენი ამოცანაა, ცხოველები რაც გადარჩა, გვყავდეს უსაფრთხოდ. მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე, სამშენებლო პროცესი კი მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება", - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

დღესვე თბილისის მერმა დენდროლოგიური პარკიც მოინახულა, სადაც გასული წლის შემოდგომაზე და მიმდინარე წლის გაზაფხულზე 44 000 ხე დაირგო. 

 

 

სიახლე
4 ივლისი 2015  
 
 

ქალაქ თბილისის მერიის სახელით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს დედაქალაქის მერია მოსახლეობას ღამით ქალაქში გადაადგილებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

თბილისის მერიას აღნიშნული განცხადება არ გაუვრცელებია. ამ ინფორმაციის წყარო ერთ-ერთი facebook-გვერდია. აღნიშნული გვერდი არ არის ქალაქ თბილისის მერიის ოფიციალური გვერდი და ამ გვერდის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია ქალაქ თბილისის მერიის პოზიციას არ ასახავს.

სამწუხაროდ, მედია-საშუალებების ნაწილმა აღნიშნულ facebook-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია გადაუმოწმებლად გაავრცელა, რის გამოც საზოგადოება შეცდომაში შევიდა.

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, მათ ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია გავრცელებამდე თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან გადაამოწმონ. გარდა ამისა, ოფიციალური ინფორმაციის მისაღებად ისარგებლონ მერიის ოფიციალური ვებ-გვერდით - www.tbilisi.gov.ge ან facebook-ის ოფიციალური გვერდით - Tbilisi City Hall.

 

 

სიახლე
17 ივნისი 2015  
 
 

თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი საცხოვრებელი კომპლექს,  „მეტრა პარკის“ გახსნას დაესწრო. „მეტრა პარკი“ 20 საცხოვრებელ კორპუსს აერთიანებს. აქედან, 18 სახლი უკვე აშენებულია. მოწყობილია გარე საკომუნიკაციო ქსელები. კომპლექსი ასევე  მოიცავს რეკრეაციულ და საზოგადოებრივ სივრცეებს.  

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით,  მნიშვნელოვანია, რომ კომპლექსი აერთიანებს საშუალო სიმაღლის შენობებსა და  რეკრეაციული სივრცეებს. ვიცე-მერის ინფორცმაციით „მეტრა პარკში“, კომპანიის წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულ ერთ-ერთ ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა.    

„მეტრა პარკის“ მშენებლობა სრულად 2016 წელს დასრულდება. 

სიახლე
3 ივლისი 2015  
 
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიმართავს მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს, ვისაც სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების სურვილი აქვს, კერძოდ კი, სურთ, მათ გადასცენ საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორიცაა ტექნიკა, ავეჯი და სხვა, დაუკავშირდნენ თბილისის მერიის ადმინისტრაციას.

საკონტაქტო პირი: ლიკა ბურდული - 551 51 58 34; ელ.ფოსტა:li.burduli@gmail.com 

სიახლე
15 ივნისი 2015  
 
იხილეთ მეტი