logo
 
 
nav home
შენი ქალაქი > განათლება > სკოლამდელი განათლება > ძველი თბილისი > N 191 >    


ბაღის შესახებ 

მისამართი: ძველი თბილისი, ილია და ნინო ნაკაშიძის N26 (ყოფილი ავლევის N26) (ტელ: 293 13 99).

შენობა: 2 შენობა,საერთო ფართი 923 კვ.მ.

ეზოს საერთო ფართი: 1123 კვ.მ.

სამუშაო საათები: 9:00-დან 18:00-მდე (ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა).

საზაფხულო არდადეგები: ივლისი და აგვისტო.

საბუთების მიღება: ბავშვის ბაღში მისაღებად საჭიროა დაბადების მოწმობის დედანი, ფოტოსურათი, ჯანმრთელობის ცნობა ფორმა 26, მშობლის განცხადება. საბუთები მიიღება მაისიდან.

ბაღის სპეციფიკა: ბაგა ბაღი.

ბაღის ფუნქციები: ბაღში 5 ჯგუფი ფუნქციონირებს. თითოეულ მათგანზე გათვლილია 2 აღმზრდელი და 1 თანაშემწე. შუადღისას აძინებენ 3 წლამდე აღსაზრდელებს.

N191 საბავშვო ბაღი 1988 წლიდან ფუნქციონირებს. შეცვლილია კარ-ფანჯარა, შეკეთდა სველი წერტილები და სახურავი. იგეგმება კოსმეტიკური რემონტი. ბაღი გაზიფიცირებულია და თბება ე. წ. კარმებით.

საბავშვო ბაღი 200 აღსაზრდელზეა გათვლილია, ამჟამად ბაღში 158 ბავშვი ირიცხება.

 


ბაღის მეთოდოლოგია

N191-ე საბავშვო ბაგა-ბაღის მეთოდოლოგია ხელმძღვანელობს განათლების სამინისტროს ი.გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური მეცნიერებათა ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამით სკოლამდელთათვის  და თანამედროვე სტანდარტების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო სააღმზრდელო მეთოდური ლიტერატურით.
ბაგა-ბაღის მიზანია თავისუფალი, ღირსეული პიროვნების ჩამოყალიბება, თავის ქვეყნის ეროვნული ღირებულებების, კულტურული მემკვიდრეობის, სარწმუნოების მიმართ პატივისცემისა და ტოლერანტობის აღზრდა.
ამოცანა-გონებრივ, ფიზიკურ, ზნეობრივ, ესთეტიკურ, ემოციურ აღზრდასა და სოციალურად ჯანმრთელი პიროვნებების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა. ხელისშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიმართ, სპეციალურად მათთვის შემუშავებული პროგრამის ამოქმედება, საჭიროების შემთხვევაში, ინკლუზიური სწავლება.
ბაგა-ბაღის სასწავლო საამღზრდელო პროცესი მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტებისა და მეთოდების გამოყენებით. ტარდება ინტეგრირებული და ინტერაქტიული მეცადინეობები თამაშის სახით. აღმზრდელთან და მშობლებთან მუშა შეხვედრებზე ხდება აზრის გაზიარება.
პერსპექტივაში გვაქვს ინოვაციების დანერგვა, სექტემბრიდან იგეგმება მშობელთა მოთხოვნილებების გათვალისწინებით სტანდარტზევით მომსახურეობა.
საამღზრდელო პროცესს ხელმძღვანელობენ კვალიფიციური, პროფესიონალი კადრები, რომელთა კრედოა: ,,ყველა ბავშვი რაღაცაში მაინც არის ნიჭიერი”. ყურადღებას ამახვილებენ თითოულ ბავშვზე, როგორც პიროვნებაზე და მის ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე.
ბაგა-ბაღში ტარდება შემდეგი სახის თამაშ - მეცადინეობები:
მეტყველების განვითარება, გარემოს გაცნობა, სახვითი შემოქმედება, საგნობრივ-პრაქტიკული მოქმედება, ფიზკულტურა, მუსიკა, ელემენტარული მათემატიკა.
ბაგა-ბაღის ლოგოპედის მიერ მიერ შემუშავებულია სპეციალური პროგრამა მეტყველების დეფექტების მქონე ბავშვებისათვის.
ფსიქოლოგის მიერ ტარდება ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა (დაკვირვების შესწავლა, ტესტირება, დისკუსია, თამაში და სხვა) რის მიხედვითაც ხდება ბავშვების ინდუვიდუალური თავისებურებების და სირთულეების გამოვლენა, დიაგნოსტიკა და შემდგომში შესაბამისი კომპლექსური საკორექციო სამუშაოს ჩატარება.
ჯანსაღი კვება, უსაფრთხო გარემო, კეთილმოწყობილი პირობები ხელს უწყობს ბავშვების თავისუფალი, დამოუკიდებელი არარეგლამენტირებული შემოქმედებითი საქმიანობის გაშლას!


        კვება

          ორშაბათი                

  • საუზმე: ჩაი, პური კარაქით, ყველით      
  • სადილი: პური, ბორში არაჟნით, ქათმის შილა, ვაშლის კომპოტი                    
  • სამხარი: პური, ჰერკულესის ფაფა რძის ფხვნილით და კარაქი
     
    სამშაბათი

  • სადილი: რძე ტკბილი, კვერცხიანი პური
  • სადილი: პური, ბოსტნეულის სალათა, ბრინჯის სუპი, ხაჭოს ხინკალი, კარაქით, არაჟნით, ვაშლი
  • სამხარი: ორცხობილა, მანის ფაფა, შესქელებული რძე კარაქით

        ოთხშაბათი

  • საუზმე: ჩაი, პური კარაქით, ორცხობილა
  • სადილი: პური, ბოსტნეულის სალათა, მაკარონის სუფი, კატლეტი კარტოფილის გარნირით, ვაშლის კომპოტი
  • სამხარი: პური, წიწიბურას ფაფა რძის ფხვნილით და კარაქით
                       
    ხუთშაბათი

  • საუზმე: კაკაო რძეზე, პური კარაქით             
  • სადილი: პური, ბორში არაჟნით, მოხარშული ქათამი მაკარონის გარნირით, ვაშლი
  • სამხარი: პური, ვერმიშელის ფაფა რძის ფხვნილით და კარაქით

       პარასკევი

  • საუზმე: რძე ტკბილი, პური კარაქით და კანფეტი
  • სადილი: პური,  ბოსტნეულის სალათა, კლოცკი სუფი გუფთა, ვაშლის კომპოტი
  • სამხარი: ორცხობილა, ჰერკულესის ფაფა რძის ფხვნილით და კარაქით


დირექტორი

სახელი, გვარი: მარიამ მატკავა
დაბადების წელი: 1970 წლის 26 დეკემბერს
ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
1988 წელს დავამთავა ქ.თბილისის 53-ე საშუალო სკოლა
1989-1994 წლებში სწავლობდა ქ.თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედ. უნივერსიტეტში ,,სკოლამდელი აღზრდის პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის” ფაკულტეტზე. 
1994წლიდან მუშაობდა ქ. თბილისის გრ. კობახიძის სახელობის N5 გიმნაზიაში (ახლანდელი 77-ე საჯარო სკოლა) ფსიქოლოგად.
2007 წლის 24 სექტემბრიდან დაინიშნა 191-ე საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორად.
გავლილი აქვს სხვადასხვა ტრეინინგები პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაში.

 


თანამშრომლები


N


სახელი,გვარი


თანამდებობა


ასაკი


განათლება


სტაჟი

1 მათიაშვილი თამარი აღმზრდელი 58 ი.გოგებაშვილის სახ.პედ.სასწავლებელი
სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტი
19
2 ციხელაშვილი ციცინო აღმზრდელი 48 პუშკინის სახ.პედ.ინსტიტუტი
სკოლამდ.აღზრდის პედაგოგიკა და ფსიქოლოგია
15
3 ფალიანი ქეთევანი აღმზრდელი 51 პუშკინის სახ.პედ.ინსტ. /ფილოლოგი/ 18
4 წილოსანი ნატო აღმზრდელი 54 თბილისის სახ.უნივერსიტეტი
ფილოლოგი
12
5 ლეკაშვილი მზია აღმზრდელი 47 ი.გოგებაშვილის სახ.პედ.სასწავლებელი
სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტი
19
6 მინდორაშვილი ნაზი აღმზრდელი 55 ი.გოგებაშვილის სახ.პედ.სასწავლებელი
სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტი
14
7 არაქელიანი აიდა აღმზრდელი 41 ი.გოგებაშვილის სახ.პედ.სასწავლებელი
სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტი
19
8 კალაძე ლამარა აღმზრდელი 66 ი.გოგებაშვილის სახ.პედ.სასწავლებელი
სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტი
პუშკინის სახ.პედ.ინსტ. /ფილოლოგი/
19
9 ნარინდოშვილი ლამზირა აღმზრდელი 59 ი.გოგებაშვილის სახ.პედ.სასწავლებელი
სკოლამდელი აღზრდის სპეციალისტი
19
10 ქაჩლიშვილი ნონა აღმზრდელის თანაშემწე 28 სახ.სამედ. კოლეჯი "ორბი"/ფარმაცევტი/ 2
11 გორხელაშვილი ეკა  აღმზრდელის თანაშემწე  28  საშუალო 4
12 ბოხუა ნუნუ  აღმზრდელის თანაშემწე  50  ი.ჭავჭავაძის სახ.უცხოენათა ინსტიტუტი
გერმანული ენის სპეციალისტი 
13  პინაიშვილი სოფო  აღმზრდელის თანაშემწე  23  უნივერსიტეტი "იბერია" ისტორიკისი 
14  კვეზერელი მანანა  ძიძა-სანიტარი  31  ტექნიკური კოლეჯი "ნიბლია"
/მეან-გინეკოლოგია/

 

 

© თბილისის მერია - 2011
Beta