ამ სერვისის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ:
- მოიძიოთ ნებისმიერი ქუჩა და მისამართი თბილისში
- მოიძიოთ სხვადასხვა ობიექტები თბილისში (კვების ობიექტები, სასტუმროები, ბენზოგასამართი სადგურები და ა. შ.)
- გაეცნოთ და გამოთვალოთ განაშენიანებისათვის დაშვებული პარამეტრები ამა თუ იმ ზონისათვის
- გაეცნოთ მერიის მიერ დადგენილ ნორმებს ქალაქის სხვადასხვა უბანსა და ზონაში განსაზღვრული მიწის ფასებს
- გაეცნოთ ქალაქის ავტობუსების მარშრუტს
- დაათვალიეროთ თქვენი ქალაქის ორთოგრაფიული ფოტო ფრენის სიმაღლიდან
რუქით სარგებლობისათვის საჭირო ინსტრუმენტები განთავსებულია რუქის ზედა მარჯვენა კუთხეში.
ამ ინსტრუმენტის საშუალებით შეგიძლიათ მონიშნოთ და მიიახლოვოთ სასურველი ზონა
ამ ინსტრუმენტის საშუალებით შეგიძლიათ მონიშნოთ და დააშოროთ სასურველი ზონა
ამ ინსტრუმენტის მეშვეობით მაშტაბის შეუცვლელად შეგიძლიათ გადაადგილება რუქაზე
ეს ინსტრუმენტი გაძლევთ ამა თუ იმ ობიექტსა თუ შენობაზე მაუსით დაკლიკვისას მიიღოთ მოკლე ინფორმაცია ამ ობიექტზე.
იმისათვის, რათა რუქაზე ასახოთ ამა თუ იმ ტიპის ობიექტი, გადართეთ თბილისის რუქაზე ფენების ღილაკი და ჩართეთ თქვენთვის საინტერესო ობიექტების აღმნიშვნელი ღილაკები.
იმისათვის, რათა ნახოთ თუ რა ნიშანი შეესატყვისება ამა თუ იმ ობიექტს –დაკლიკეთ ლეგენდის ღილაკზე.
ყველა რუქას გააჩნია საკუთარი ლეგენდა, სადაც მითითებულია ის ნიშნები და ფერები, რომლებიც გამოყენებულია რუქაზე სხვადასხვა ტიპის ობიექტისა თუ ზონის აღსანიშნად.
რუქის მარცხენა ზედა კუთხეში განთავსებულია რუქის ნავიგატორი და საძიებო ველები. დაკლიკეთ მაუსით წარწერაზე იმისდა მიხედვით, თუ რომელი მოდულის გამოყენება გსურთ.
ნავიგატორის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ სწრაფად გადაადგილდეთ სავარაუდო ზონაზე თბილისის ფარგლებში.
ობიექტისა თუ ქუჩის საძიებლად დაკლიკეთ ძიების ღილაკზე. შემდეგ აირჩიეთ გადასართავი ღილაკის მეშვეობით თუ რას ეძებთ – ქუჩას თუ კონკრეტულ ობიექტს. სათანადოდ საძიებო ველში შეიყვანეთ ქუჩის ან ობიექტის დასახელება და დააწექით ძიების ღილაკს.
მოძებნილი ობიექტებიდან და ქუჩებიდან ამოირჩიეთ თქვენთვის საჭირო დასახელება და მასზე დააკლიკეთ. რუქაზე აისახება თქვენს მიერ მოძიებული ობიექტი.
განაშენიანების კოეფიციენტთა რუქა
იმისათვის რომ გამოთვალოთ განაშენიანების დასაშვები ფართობი ამ თუ იმ ტერიტორიისათვის:
ა) მოძებნეთ თბილისის რუქაზე თქვენთვის სასურველი ტერიტორია (სწრაფად მოძიებისათვის შეგიძლიათ ისარგებლოთ ქუჩის ძიებით)
ბ) გადადით განაშენიანების რუქაზე
დაკლიკეთ დამატებითი ინფორმაციის ღილაკს და შემდეგ დაკლიკეთ თქვენს ტერიტორიაზე.
გამოჩნდება კალკულატორი რომელიც საშუალებას მოგცემთ ადვილად გამოთვალოთ სასურველი მონაცემები.
კ-1 კოეფიციენტის მიხედვით შესაძლებელია გამოთვალოთ თუ რამდენი კვადრატული მეტრი ფართობის შენობის აშენებაა დასაშვები თქვენს კუთვნილ მიწაზე.
მაგალითად:
თქვენი კუთვნილი მიწის ფართობია 400 კვ/მ
თქვენს ზონაში კ1 ნორმატიული = 0,5
კ1 საპროექტო = 400 X 0,5=200 კვ/მ
ესე იგი თქვენ შეგიძლიათ თქვენს მიწაზე მშენებლობისათვის 200 კვ/მ–ის ათვისება
კ-2 კოეფიციენტის მიხედვით თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ, თუ რამდენსართულიანი და რა მოცულობის შენობის აგებაა დასაშვები თქვენი მიწის ნაკვეთზე.
მაგალითად:
თქვენი კუთვნილი მიწის ფართობია 400 კვ/მ
თქვენს ზონაში კ2 ნორმატიული = 1,8
კ2 საპროექტო = 400 X 1,8 = 720კვ/მ
სატრანსპორტო რუქა
თბილსის სატრანსპორტო რუქის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ სასურველი ავტობისის მარშრუტი. ნახოთ თუ რა ქუჩებზე გადის იგი, ან პირიქით შერჩეულ ქუჩაზე რა და რა მარშრუტის ავტობუსები გაივლიან.
ამ რუქის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ ქალაქში ავტობუსით გადაადგილების თქვენთვის სასურველი სქემა.