თბილისის ანძა ლიბანის დროშის ფერებში განათდა

ლიბანელი ხალხის მხარდასაჭერად თბილისის ანძა ლიბანის დროშის ფერებში განათდა.

ამ ტრაგიკულ დღეებში საქართველო ლიბანელი ხალხის გვერდით არის!- ეს არის საქართველოს გზავნილი ლიბანისადმი.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარ უმძლავრეს აფეთქებას ათობით ადამიანის გარდაცვალება და შენობების ნგრევა მოჰყვა.

09 აგვისტო 2020