საკონსულტაციო კომპანია ,,სისტრას" მიერ ჩატარებული კვლევა ,,ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაცია და მგზავრობის საფასურის გადახდის ინტეგრირებული, ავტომატიზირებული სისტემის დანერგვა"

ფრანგული საკონსულტაციო კომპანია „სისტრას“ მიერ ჩატარებული კვლევა - „ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაცია და მგზავრობის საფასურის გადახდის ინტეგრირებული ავტომატიზირებული სისტემის დანერგვა“ შედგება რამდენიმე ანგარიშისგან და იგი ეხმარება დედაქალაქს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებული ქსელის და სატარიფო სისტემის შემუშავებასა და მიღებაში ოპერაციული ეფექტიანობის, ბილეთების სისტემის სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

ამჯერად, შეგიძლიათ გაეცნოთ კვლევის მეშვიდე, ფინალურ ანგარიშს, რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

  • საზოგადოებრივი სატრანსპორტო სექტორის, ავტობუსების გადაზიდვების და სატარიფო სისტემის მიმოხილვა;
  • ახალი მარშრუტის დაგეგმვა განახლებული ქსელის და მგზავრთა გადაზიდვების კვლევის საფუძველზე;
  • ტარიფის კვლევა და ხელმისაწვდომობა;
  • ავტომატიზირებული გადახდის ინტეგრირებული სისტემის (AFC) განსაზღვრება;
  • საბოლოო ბიზნეს გეგმა AFC განხორციელების შესახებ;
  • ავტობუსების საბოლოო ქსელი (TBT ხაზები, ქალაქის ხაზები / City Lines, საუბნო ხაზები, მათ შორის ავტობუსების გაჩერებები და გადასასხდომი სადგურები);
  • საბოლოო ბიზნეს გეგმა, მათ შორის შეთავაზებები სატარიფო სტრუქტურასთან დაკავშირებით;
  • საბოლოო ავტობუსების პარკის განახლებული გეგმა;
  • საბოლოო რეკომენდაციები ინსტიტუციურ, ნორმატიულ საკითხებზე.

,,სისტრას“ მიერ მომზადებული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე.

16 სექტემბერი 2020