პეკინის გამზირიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერია, საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით, გზის რეაბილიტაციას იწყებს.

კერძოდ, პეკინის გამზირის N4 - დან 26 მაისის მოედნის მიმართულებით, ბალანჩივაძის ქუჩამდე მონაკვეთში გზის კაპიტალური სამუშაოები განხორციელდება.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, 8 ნოემბრიდან 15 ნოემბრამდე, აღნიშნულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით!

07 ნოემბერი 2020