თბილისის მერიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის თანამშრომელს, ლალი უნაფქოშვილს საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა აკადემიური პალმების ორდენი გადასცა.
აკადემიური პალმების ორდენი ერთ-ერთი უძველესი, პრესტიჟული ჯილდოა, რომელიც 1808 წელს იმპერატორმა ნაპოლეონ პირველმა დააარსა. ლალი უნაფქოშვილს ორდენის ოფიცრის წოდება ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებში და ფრანგული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა. მას განსაკუთრებით დიდი როლი აქვს შესრულებული საფრანგეთის ქალაქ ნანტსა და თბილისს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში. აღსანიშნავია, რომ ეს ქალაქები უკვე 40 წელია დაძმობილებულები არიან.
ლალი უნაფქოშვილმა ასევე თარგმნა ჟიულიენ გრაკის წიგნი „ქალაქის ფორმა“, რომელიც სწორედ ქალაქ ნანტს ეხება. 2020 წელს მთარგმნელს გადაეცა საქართველოს მწერალთა სახლის ლიტერატურული პრემია საუკეთესო ჰუმანიტარულ-სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის თარგმანისათვის.
-
დედაქალაქის მერმა ახალგახსნილი საბავშვო ბაღი დაათვალიერა
-
თბილისის მეტროს ელექტროსისტემის მოდერნიზაცია განხორციელდა
-
დედაქალაქში გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს