"თბილისი 2015"-ის ღონისძიებების დროს რამდენიმე ქუჩა დაიკეტება

ევროპის მე-13 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალ "თბილისი 2015"-თან დაკავშირებით, ოლიმპიადის ჩატარების პერიოდში რამდენიმე ქუჩა დაიკეტება. 

ოლიმპიური ფესტივალის გახსნის დღეს, 26 ივლისს,  18:20 საათიდან 19:40 საათამდე და 22:00 საათიდან 22:30 საათამდე სრულად დაიკეტება მიხეილ მესხის სახელობის (ყოფილი "ლოკომოტივის") სტადიონის მიმდებარე ტერიტორია – წერეთლისა და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთიდან კუს ტბის ასახვევამდე. ამ  მიმართულებით  მოძრავი #9, 34, 51 ავტობუსების  ნაწილი იმოძრავებს სადგურის მოედნიდან ვაკის პარკამდე, ნაწილი კი ბაგების დასახლებიდან - ვაკის სასაფლაომდე.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, #32,120,126,170,202 მარშრუტები იმოძრავებს ვაკის პარკამდე, ხოლო #44,73,81,171,195 მარშრუტები ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირიდან თამარაშვილის ქუჩაზე მოძრაობას გააგრძელებს წერეთლის ქუჩის გადაკვეთამდე, უკან 

თამარაშვილის ქუჩაზე იმოძრავებს დადგენილი სქემით. #4 (მ/ს "300 არაგველიდან") და #131 (ორთაჭალიდან) მიკროავტობუსები იმოძრავებს ვაკის პარკამდე.

მომდევნო დღეს,  27 ივლისს 15:00 საათიდან 18:00 საათამდე დაიკეტება აღმაშენებლის ხეივნის მცხეთისკენ მიმავალი მიმართულება, საპირისპირო-მცხეთიდან თბილისში შემომავალ მიმართულებაზე იქნება ორმხრივი მოძრაობა.

28 ივლისს 08:00 საათიდან 20:00 საათამდე დაიკეტება აღმაშენებლის ხეივნის  მცხეთისკენ მიმავალი მიმართულება, მცხეთიდან თბილისში შემომავალ მიმართულებაზე კი იქნება ორმხრივი მოძრაობა.

ორივე დღეს აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრავი #14 და # 15 ავტობუსები  ჰიპერმარკეტ ,,გუდვილამდე" გადაადგილდებიან დიღმის მასივის გავლით დიდი დიღმის მიმართულებით,  დიდი დიღმიდან კი, დადგენილი სქემით.

29 ივლისს 15:00 საათიდან 19:00 საათამდე დაიკეტება გზა თბილისის ზღვის მიმდებარე ავტომაგისტრალზე -„ოლიმპიური სოფლიდან“  „ზღვის უბნის“ მიმართულებით.

30 ივლისს 08:00 საათიდან 19:00 საათამდე სრულად გადაიკეტება თბილისის ზღვის მიმდებარე ავტომაგისტრალი.

ორივე დღეს # 111 ავტობუსი „გადასასველი ხიდიდან“ იმოძრავებს   „ჯინო ფერედაისის“ კომპლექსამდე. #60 ავტობუსი მ/ს-დან  „ღრმაღელე“, მუხრანის ქუჩის გავლით, თბილისის ზღვის სასაფლაომდე გადაადგილდება.

25 ივლისი 2015