რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელ საბაგიროს გეგმიური შემოწმება ჩაუტარდება

რიყის პარკისა და ნარიყალას ციხე-სიმაგრის ერთმანეთთან დამაკავშირებელი საბაგირო გზა გეგმიური შემოწმების გამო, 10-დან 20 სექტემბრამდე მგზავრების მომსახურებას შეაჩერებს.

მგზავრების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საბაგიროს სისტემატურად უტარდება ტექნიკური დათვალიერება.

რიყის პარკისა და ნარიყალას დამაკვაშირებელი საბაგირო გზა 2012 წლიდან ფუნქციონირებს და დღეში საშუალოდ 2 500 მგზავრს ემსახურება. ის საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით აშენდა და სისტემატური შემოწმება უსაფრთხოების ნორმის დასაცავად ერთ-ერთი მთავარი პირობაა.

 

09 სექტემბერი 2015