თბილისის მერიის განცხადება პეკინის გამზირზე საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური აგრძელებს პეკინის გამზირზე საგზაო სამუშაოების განხორციელებას, რომლის ფარგლებში ხვალ, 6 დეკემბერს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გადაიკეტება და საავტომობილო მოძრაობა სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება ზ. ჟვანიას სახელობის მოედნიდან ეროვნულ არქივამდე არსებულ მონაკვეთზე.

ასევე ხვალ, 23:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ჭავჭავაძის გამზირზე (კუს ტბის ასახვევიდან ბაგების მიმართულებით). პროექტი ითვალისწინებს ჭავჭავაძის გამზირისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელი მონაკვეთის კაპიტალურ შეკეთებას. საცობების თავიდან აცილების მიზნით, საგზაო სამუშაოები ღამის საათებში განხორციელდება. გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

 

05 დეკემბერი 2015