კოტე აფხაზის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს დახმარებას მერია გაუწევს
კოტე აფხაზის N32-ში წუხელ ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი სამ სართულიანი სახლის სხვენზე გაჩნდა და 250 კვადრატული მეტრი ფართობზე გავრცელდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კრწანისის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი.
ხანძრის დროს მოსახლეობის ევაკუაცია დროულად მოხდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზარალდა ერთი ოჯახი, მათ დახმარებას თბილისის მერია გაუწევს.
16 თებერვალი 2016
-
მეტეხის გვირაბში ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
-
თბილისის მერიის პროგრამაზე - „ისწავლე და დასაქმდი“ მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო
-
დაგეგმილი აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა