თბილისის მერიის განცხადება

ბარათაშვილის ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ასფალტის საფარის დაგების გამო, დღეს 15:30 საათიდან 17:30 საათამდე  ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მეტროს მიმართულებით ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. საპირისპირო მიმართულებით გადაადგილება შეზღუდვის გარეშე იქნება შესაძლებელი. ხიდის სავალ ნაწილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 მარტს დასრულდება და ორმხრივი მოძრაობა აღდგება.

 

10 მარტი 2016