ხეთაგუროვის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა 15:00-დან 19:00 საათამდე შეიზღუდება

დღეს 13 აპრილს,  15:00-დან 19:00 საათამდე, საგზაო სამუშაოების გამო,  კ. ხეთაგუროვის ქუჩაზე (წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარედ) საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ასფალტის დაზიანებული საფარის დემონტაჟი. მოძრაობა კ. ხეთაგუროვის ქუჩაზე სრულად აღდგება 19:00 საათზე. 

13 აპრილი 2016