თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის განცხადება

15 აპრილიდან 16 აპრილის ჩათვლით, დილის 09:00 საათიდან, საგზაო სამუშაოების გამო, კ. ხეთაგუროვის ქუჩაზე (წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარედ) საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

15 აპრილს, დილის 09:00 საათიდან, საგზაო სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება ი. ჯავახიშვილის ქუჩაზე. აღნიშნულ მისამართზე სრულდება ასფალტის საფარის დაგება.

ასევე, დღეიდან 21 აპრილის ჩათვლით, 23:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ვახუშტის სახელობის ხიდის გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე. შეზღუდვა დედაქალაქში მიმდინარე გზების კაპიტალურ შეკეთებას უკავშირდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!

 

 

14 აპრილი 2016