თბილისის მერიის განცხადება საავტომობილო მოძრაობის მიმართულების ცვლილებაზე

 28 აპრილიდან  ნ. ყიფშიძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა  ცალმხრივი გახდება, თ. აბულაძის ქუჩაზე კი მოძრაობის მიმართულება შეიცვლება. აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე,  ჭავჭავაძის გამზირიდან  ყიფშიძის ქუჩაზე ავტოსატრანსპორტო საშუალება აბულაძის ქუჩის გავლით უნდა გადაადგილდეს. აბულაძის ქუჩაზე მოხვედრა კი, წრიული მოძრაობით, ყიფშიძის ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი.

ამჟამინდელი მდგომარეობით, ყიფშიძის ქუჩის გეომეტრიული პარამეტრები ვერ უზრუნველყოფენ სატრანსპორტო საშუალებების ნაკადების უსაფრთხო და შეუფერხებელ გატარებას, რის გამოც განსაკუთრებით პიკის საათებში გადაადგილებისას, წარმოიქმნება შეფერხებები, გაზრდილია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მოხდენის ალბათობა.

აღნიშნული ცვლილების შედეგად:

  • შემცირდება კონფლიქტური წერტილების რაოდენობა, როგორც ავტომობილებს შორის, ასევე, ავტომობილებსა და ქვეითებს შორის, რაც უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებების და        ქვეითთა უსაფრთხო და შეუფერხებელ მოძრაობას
  • გამოირიცხება მოძრაობის ინტენსივობაზე ტრანსპორტის შემხვედრი ნაკადის გავლენა, რაც შესამჩნევად შეამცირებს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მოხდენის ალბათობას;
  • გაუმჯობესდება კორპუსებს შორის არსებულ ტერიტორიებსა და ავტოსადგომებზე შესვლის პირობები
  • შესამჩნევად გაიზრდება სატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლის სიჩქარე, შემცირდება შეფერხება საგზაო მოძრაობაში, რაც  ქუჩის გამტარუნარიანობას გაზრდის.

 

27 აპრილი 2016