თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის განცხადება
17 მაისს, დილის 10:00 საათიდან, 48 საათის განმავლობაში, ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა აღმაშენებლის ხეივნის 12–ე კილომეტრზე (მირიან მეფის ქუჩისა და ''გუდვილის'' გადასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე).
არსებულ მონაკვეთზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!
16 მაისი 2016
-
მეტეხის გვირაბში ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
-
თბილისის მერიის პროგრამაზე - „ისწავლე და დასაქმდი“ მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო
-
დაგეგმილი აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა