თბილისის მერიის განცხადება

ხშირი ნალექის გამო, წყნეთის გზატკეცილზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა. კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ აშენებულმა დამცავმა კედლებმა  ჩამოშლილი მასის შეჩერება უზრუნველყო. 2015  წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, მეწყერსაშიშ ზონებში პრევენციის მიზნით, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა ააშენა რკინა-ბეტონის მონოლითური დამცავი კედლები, რომლებიც მსგავს სიტუაციებში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. კლდის ჩამოშლას მსხვერპლი არ მოჰყოლია, დროებით შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა.

 

13 ივნისი 2016