თბილისის მერიის განცხადება

25 ივნისის 00:00 საათიდან 26 ივნისის 18:00 საათამდე, საგზაო სამუშაოების გამო, პუშკინის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, ბარათაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირისა და კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ელბაქიძის დაღმართის გავლით იმოძრავებს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის !

 

25 ივნისი 2016