თბილისის მერიის განცხადება

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ  „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრი“ ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად აცხადებს  კონკურსს - ანალიტიკოსის (3 ვაკანტური პოზიცია) , ტრენერ-ადვოკატისა (3 ვაკანტური პოზიცია) და ცხელი ხაზის ოპერატორის (2 ვაკანტური პოზიცია) პოზიციებზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს, ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად, განაცხადის შევსება 10 დღის განმავლობაში საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე www.hr.gov.ge შეეძლებათ.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ელ-ფოსტა: mylawyer.law@gmail.com

20 ივლისი 2016