თბილისის მერიის განცხადება სამარშრუტო ტაქსების მონიტორინგთან დაკავშირებით

დედაქალაქის მერის დავალებით შექმნილმა ტრანსპორტის სამსახურის მონიტორინგის ჯგუფებმა 20 ივლისს, დღის პირველ ნახევარში,  სამარშრუტო მიკროავტობუსებში გაგრილების სისტემის შესამოწმებლად 461 ავტომანქანა დაათვალიერეს. მათგან კონდიციონერი ჩართული 189-ს  ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ 51 მიკროავტობუსში კონდიციონერი ტექნიკური მიზეზების გამო არ მუშაობდა, ხოლო 2-მა მძღოლმა, სისტემის ჩართვაზე უარი განაცხადა.

მერიის თანამშრომლებმა აღნიშნულის შესახებ  რეაგირების მიზნით  კომპანია „თბილისის მიკროავტობუსს“ ოპერატიულად აცნობეს.

ტრანსპორტის სამსახურის მონიტორინგის ჯგუფები სამარშრუტო მიკროავტობუსებში გაგრილების სისტემის შემოწმებას მომავალშიც აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ.

 

20 ივლისი 2016