თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის განცხადება

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური მეტეხის ხიდთან, მდინარე მტკვრის უბეზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებს იწყებს. შესაბამისად, 21 ივლისიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

20 ივლისი 2016