თბილისის მერიის განცხადება
თბილისის მერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის დაკავების ფაქტს ეხმაურება.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისის მთავრობა რეაგირების გარეშე არ დატოვებს დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებს.
ამასთან, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ დედაქალაქის მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყო ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და ყველა მოხელის მიმართ, ვინც მსგავს არაკანონიერ ქმედებას ჩაიდენს, მიიღება უმკაცრესი ზომები, როგორ დედაქალაქის მთავრობის, ასევე, საგამოძიებო უწყებების მხრიდან.
თბილისის მერია, უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად ითანამშრომლებს გამოძიებასთან.
27 ივლისი 2016
-
მეტეხის გვირაბში ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
-
თბილისის მერიის პროგრამაზე - „ისწავლე და დასაქმდი“ მოქალაქეთა რეგისტრაცია დაიწყო
-
დაგეგმილი აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა