თბილისის მერიის განცხადება

თბილისის მერია გაცნობებთ, რომ შეღავათიანი მგზავრობის პლასტიკური ბარათების გამცემი სერვისცენტრი, ვაჟა–ფშაველას გამზირი №99–დან ახალ მისამართზე გადასვლასთან დაკავშირებით, 29 ივლისს არ იმუშავებს.

სერვისცენტრი მუშაობას განაახლებს 2016 წლის 1 აგვისტოს, მიცკევიჩის 29–ში და მოქალაქეებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება.

თბილისის მერიის სერვისცენტრი, მეტროთი და ავტოტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობით სარგებლობის პლასტიკურ ბარათებს გასცემს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები ცალკეული კატეგორიის მოქალაქეებსა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებულ პირებზე.

28 ივლისი 2016