თბილისის მერიის განცხადება

თბილისის მერია „Tbilisi Open Air“ მუსიკალურ ფესტივალზე დასწრების მსურველთათვის უფასო ავტობუსებს ნიშნავს, რომლებიც 29 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით,  14:00 საათიდან 00:00 საათამდე იმოძრავებენ.

უფასო მუნიციპალური ავტობუსები 10-15 წუთის ინტერვალით, მეტრო „დელისი“-დან გავლენ, ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ქავთარაძის N1-თან მობრუნდებიან, გზას ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე განაგრძობენ და იონა ვაკელის, ბუდაპეშტისა და ივანე ბერიტაშვილის ქუჩების მეშვეობით ლისის ტბაზე ავლენ.

უკუმიმართულებით მორაობისას გაივლიან ბერიტაშვილის, ბუდაპეშტისა და ვაკელის ქუჩებს, ჩაუხვევენ ვაჟა-ფშაველას გამზირზე და კვლავ მეტრო „დელისთან“ გაჩერდებიან. 

28 ივლისი 2016