თბილისის მერიის განცხადება

თბილისის მერია გაცნობებთ, რომ მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებისა და  სივრცის ადაპტირების მიზნით, თბილისის მერიის პირველ სართულზე, მოქალაქეთა მომსახურების სივრცეში სარემონტო სამუშაოები იწყება, შესაბამისად, მუნიციპალური სერვისების მიღებას მოქალაქეები 1 აგვისტოდან, სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე,  ჟ. შარტავას N7-ის ნაცვლად, კოსტავას N72-ში შეძლებენ.

სარემონტო სამუშაოებისა და სივრცის შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირების შემდეგ, თბილისის მერია მოქალაქეებს გაუმჯობესებულ და განახლებულ მუნიციპალურ სერვისებს შესთავაზებს:

  • თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და ადაპტირებული მომსახურების სივრცე;
  • სწრაფი მომსახურება;
  • გაზრდილი სამუშაო საათები და მუნიციპალური სერვისების მიღების შესაძლებლობა კვირაში 6 დღის განმავლობაში (შაბათის ჩათვლით);
  • სრულფასოვანი და კვალიფიციური კონსულტაცია;
  • სერვისების ხელმისაწვდომობა ყველა რაიონულ გამგეობაში;
  •  მუნიციპალური სერვისების მიღების შესაძლებლობა ელექტრონულად, სახლიდან გაუსვლელად;

 

თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს დროებით შექმნილი დისკომფორტისთვის.

29 ივლისი 2016