„თბილისობა 2016“ 15-16 ოქტომბერს გაიმართება

„თბილისობა 2016“ დედაქალაქში 15-16 ოქტომბერს გაიმართება. ყოველწლიური საშემოდგომო დღესასწაული    წელს  განსაკუთრებით  მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა სხვადასხვა კულტურული და სპორტული  ღონისძიებები, ლიტერატურული და არქიტექტურული კონკურსები, საბავშვო გასართობი ღონისძიებები,   კულინარიული გამოფენა-გაყიდვები და  სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები, სადაც ყველა თაობის წარმომადგენელს შეეძლება  მისთვის საინტერესო ღონისძიებებზე დასწრება.  

რიყის პარკი ორი დღით საბავშვო ქალაქად გადაიქცევა. „თბილისობის“ პატარა სტუმრებისთვის მოეწყობა საბავშვო თეატრი, კონცერტები, ქვიშის ქალაქი, მხიარული შეჯიბრებები, საბავშვო დისკოთეკა და სხვა სახალისო აქტივობები.

 ღონისძიებების ეპიცენტრია „ახალი ტფილისი“, სადაც „თბილისობაზე“ დასწრების მსურველებსა და, განსაკუთრებით ხელოვნების მოყვარულებს, სანახაობრივად დატვირთული   კულტურული პროგრამა -  მუსიკალური და ლიტერატურული წარმოდგენები, ასევე სხვადასხვა გამოფენა ელოდებათ. 

თბილისობის დღესასწაული, 15 ოქტომბერს, ლეღვთახევში,  მივიწყებული, მე-19 საუკუნის თბილისის  პროფესიების იმიტირებული მიზანსცენებით გაიხსნება და  16 ოქტომბერს  მეიდანზე,  ქართველი შემსრულებელების მონაწილეობით გამართული გალაკონცერტით „ჩემო თბილის ქალაქო“ დასრულდება.  

„თბილისობის“ დღესასწაულისთვის ტრადიციული ღონისძიება - „საპატიო თბილისელების“ დაჯილდოების ცერემონიალი 15 ოქტომბერს, ილიას ბაღში გაიმართება.  

15 ოქტომბერს, 12:00-19:00 საათზე, ევროპის მოედანზე, ტოლერანტობის სკვერში მოეწყობა თბილისური ბაზარი ზურაბ შევარდნაძესთან ერთად. 

12:00 - 19:00 საათზე, ევროპის მოედანზე  და რიყის პარკში სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინისა და სოფლის მეურნებობის ქართული პროდუქციის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა, კულინარიული შეჯიბრი ნიკა წულუკიძესთან ერთად და, ასევე,  სხვადასხვა კულინარიული გამოფენა  გაიმართება.

12:00 - 19:00 საათზე, მეტეხის ხიდზე, რარიტეტული და უახლესი ავტომობილების გამოფენა გაიმართება. 

12:00 - 19:00 საათამდე ევროპის მოედანზე კლასიკური მუსიკის კონცერტები გაიმართება. მონაწილეობას მიიღებენ ბავშვთა ორკესტრი, მევიოლინე ბავშვები, სიმებიანი კვარტეტი, ფლეიტების კვარტეტი, სიმებიანი კვარტეტი ’’სფორცანდო’’, თბილისის გოგონათა გუნდი, მუსიკალური პროგრამა ’’გვიდირიჟორე’’, ორკესტრი „Georgian Brass", 12:00 - 19:00 საათზე, რიყის პარკში, გაიმართება რამდენიმე ღონისძიება - საბავშვო ქალაქი - მხიარული შეჯიბრებები, კომპიუტერული თამაშები, საბავშვო დისკოთეკა, ქვიშის ქალაქი, ფეინთბოლი, რაინდების ბრძოლა, სპორტული ღონისძიებები, რაგბისა და მინი გოლფის მოედანი, პარკური და კალათბურთი, კულინარიული შეჯიბრი ნიკა წულუკიძესთან ერთად, კულინარია - დეგუსტაცია, მასტერკლასები.

12:00 - 00:00 საათზე ”ახალი ტფილისის” ტერიტორიაზე მოეწყობა ინსტალაცია „ხვალ“.

12:00 - 15:00 საათამდე ”ახალი ტფილისის” ტერიტორიაზე DJ ნაკაშიძე წარსდგება მსმენელის წინაშე. ასევე 15:00 - 17:00 საათზე გაიმართება ჰიპ-ჰოპ ლაივი , ხოლო 16:00 - 17:00 საათზე გამოფენა Error images „ახალი ტფილისი“.

15:00 - 16:00 საათზე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში ქალაქებთან - ნანტსა და ზაარბრუკენთან თბილისის დამეგობრების საიუბილეო წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა მოეწყობა. 

16:00 - 17:00 საათზე, ვაკის პარკში „შუმბა ლენდის" გახსნა, ხოლო 17:00 - 18:00 საათზე სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია თბილისი'' არქიტექტურული კონკურსის დაჯილდოვება გაიმართება. 

”ახალ ტფილისში 17:00 - 19:00 საათზე მაქს მაჩაიძის ლაივი გაიმართება.

19:00 - 01:00 საათამდე ევროპის მოედანზე ახალგაზრდული კონცერტები გაიმართება, სადაც მონაწილეობას ჯგუფი „რეგიონი", ჯგუფი „ფრანი" და ჯგუფი „LoudSpeakers" მიიღებენ მონაწილეობას. 
19:00 - 21:00 საათზე ”ახალი ტფილისის” ტერიტორიაზე გაიმართება კონცერტი - ჯგუფი „Young Georgian Lolitas"

19:30 - 21:30 საათზე ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრში სიმფონიური მუსიკის კონცერტი „შემოდგომის თბილისი 2016" გაიმართება. 

20:00 - 22:00 საათზე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება ევა იერბაბუანას წარმოდგენა ფლამენკო - „წვიმა".

 

რაც შეეხება 16 ოქტომბერს, 12:00 -19:00 საათამდე ლეღვთახევში გაიმართება მივიწყებული პროფესიების იმიტირებული მიზანსცენები (დიდგვაროვნებისა და ყარაჩოხელების კუთხე; მჭედელი, მეწაღე, მეთულუხჩე, მეაფიშე).

12:00 - 19:00 საათზე ევროპის მოედანზე, ტოლერანტობის სკვერში მოეწყობა თბილისური ბაზარი ზურაბ შევარდნაძესთან ერთად. 

12:00 - 19:00 საათზე, ევროპის მოედანზე, ღვინის აღმართთან  და რიყის პარკში სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინისა და სოფლის მეურნებობის ქართული პროდუქციის დეგუსტაცია, გაყიდვა და  სხვადასხვა კულინარიული გამოფენა  გაიმართება.

12:00 - 19:00 საათზე, მეტეხის ხიდთან გაიმართება სპორტული ავტომობილების გამოფენა სახელწოდებით „არ ვარღვევ“;

12:00 - 19:00 საათამდე ”ახალი ტფილისის” ტერიტორიაზე პანტომიმის თეატრის წარმოდგენა გაიმართება.

12:00 - 19:00 საათამდე რიყის პარკში გაიმართება სპორტული ღონისძიებები, რაგბისა და მინი გოლფის მოედანი, პარკური და კალათბურთი. 

12:00 - 19:00 ”ახალ ტფილისში” ქუჩის მუსიკოსების კონცერტი, ასევე სასულე ორკესტრის მსვლელობა გაიმართება. 

12:00 - 19:30 საათამდე ევროპის მოედანზე გაიმართება კონცერტები, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სტილიზებული ფოლკლორის თეატრი „ნაბადი'', ანსამბლი „თბილისი’’, ფოლკლორული ანსამბლი „ხარება", ანსამბლი „თბილისური კვარტეტი" , ჯგუფი „გიო + " ახალი პროექტით , ჯგუფი „The Jetbird" და ჯგუფი „Goofyland".

15:30 - 17:00 საათამდე ”ახალ ტფილისში” თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ-ბენდის" კონცერტი გაიმართება, ხოლო 16:00 საათიდან 17:00 საათამდე გამოფენა Error images . 

18:00 - 19:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი 2016" - ის დაჯილდოვება, ხოლო 19:00 - 20:00 საათამდე „თბილისზე მზრუნველის" დაჯილდოვება გაიმართება.

19:00 - 20:30 ”ახალ ტფილისში” „თხრობა მუსიკით“ - დათო ევგენიძის აკომპანიმენტით, ხოლო 20:00 - 20:30 საათზე „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ წარმოდგენა გაიმართება.

21:00 - 22:00 ”ახალ ტფილისში” „თბილისური ეზო" გაიმართება , ხოლო 21:00 - 22:45 საათამდე თბილისის მეიდანზე გალაკონცერტი - „ჩემო თბილის ქალაქო" ჩატარდება.

23:00 - 01:00 საათამდე თბილისელების განწყობაზე „ახალ ტფილისში“ DJ GACHA იზრუნებს.

 

 Tbilisoba to be held on 15-16 October - program 

 

12 ოქტომბერი 2016