თბილისის მერიის განცხადება

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 17 დეკემბერს 10-დან 15 საათამდე მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარის მიმართულებით, ავტობუსები უფასოდ იმოძრავებენ.  

მსურველებს ვარდების მოედნიდან 8, რკინიგზის გადასასვლელი ხიდიდან  3 და მეტრო „ვარკეთილიდან“ – 3 ავტობუსი მოემსახურება.

 

16 დეკემბერი 2016