თბილისის მერიის თანამშრომლებმა სისხლი ჩააბარეს

პროექტის „გაიღე სისხლი -გადაარჩინე სიცოცხლე“ ფარგლებში, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და  მერიის 150-მდე თანამშრომელმა სისხლი ჩააბარა.  ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკი გაღებულ სისხლს მთელი საქართველოს მასშტაბით, 50-მდე კლინიკაში  გადაანაწილებს, რომელთა შორისაც ონკოლოგიური,  ჰემატოლოგიური, გადაუდებელი და სხვა პროფილის მქონე კლინიკებია.

უანგარო დონაციის აქცია - ,,გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე’’ ქვეყნის მასშტაბით, საკმაოდ ხშირად იმართება და საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირებას ისახავს მიზნად.  დედაქალაქის მერიის თანამშრომლები მსგავს აქციებში მონაწილეობას პერმანენტულად იღებენ. 

09 თებერვალი 2017