თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის განცხადება

მიმდინარე წლის 27 თებერვალს, ღამის 23:30 საათიდან 00:00 საათამდე, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გადაიკეტება მეტეხის გვირაბი ორთაჭალის მიმართულებით, ხოლო 00:00 საათიდან 00:30 საათამდე, ორთაჭალიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით.

აღნიშნულ პერიოდში, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გადამწვარი ნათურების გამოცვლას განახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!

 

27 თებერვალი 2017