N 121 ავტობუსი დღეიდან ძველი მარშრუტით მოძრაობს

დღეიდან N121 ავტობუსი კვლავ ძველი მარშრუტით მოძრაობს: საზოგადოებრივი ტრანსპორტი ზაჰესის დასახლებიდან ზაჰესის ახალი ხიდით აღმაშენებლის ხეივანში გადადის, დიღმის „გუდვილთან“ წრიულზე ბრუნდება, საიდანაც დიღმის მასივს უკავშირდება, გაივლის ბელიაშვილის ქუჩასა და მოძრაობას მეტრო „დიდუბესთან“ ასრულებს.

ზაჰესის ხიდის მშენებლობის გამო,  N121 ავტობუსი ზაჰესის დასახლებიდან მეტრო „დიდუბისკენ“ ავჭალის გავლით მოძრაობდა. ხიდი ექსპლუატაციაში 18 მარტს შევიდა.

N121 მარშრუტს 4 საშუალო ზომის „ბოგდანის“ მარკის ავტობუსი 22–წუთიანი ინტერვალით ემსახურება.

 

 

27 მარტი 2017