პანაშვიდი 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან

თბილისის მერი დავით ნარმანია 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან იმყოფებოდა, სადაც მოადგილეებთან, მთავრობის წევრებთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და დეპუტატებთან ერთად პანაშვიდს დაესწრო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის მთავრობა მუდმივად სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების გვერდში დგას და მნიშვნელოვანია, რომ ის დიდი დანაკარგი რაც ამ ადამიანებმა ნახეს მაქსიმალურად შემსუბუქდეს.

„2 წელი გავიდა 13-14 ივნისის სტიქიიდან. ჩვენ გავიხსენეთ ის ადამიანები, რომლებიც შეეწირნენ ამ დღეებს და გვერდში ვუდგავართ მათ ოჯახებს, ვანუგეშებთ. ადამიანების სიცოცხლე არის ყველაზე დიდი დანაკარგი, რომელიც ამ სტიქიის შედეგად მივიღეთ. სხვა დანარჩენი ყველაფერი აღდგა, ყველაფერი მოწესრიგდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს ეს ადამიანები და ყოველთვის უნდა მოვიდეთ 13 ივნისს აქ, ამ ადგილას, მოვეფეროთ მათ ოჯახებს და ვანუგეშოთ,“ - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან.

 

 

13 ივნისი 2017