თბილისის მერი კომპანია“ MAN Truck and Bus AG-ის“ წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია , მოადგილე ირაკლი ლექვინაძესთან ერთად, კომპანია“ MAN Truck and Bus AG-ის“ ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს  ჰეიკო ჰაუმერს შეხვდა.

შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა თბილისის მერს ახალი ავტობაზის გახნა მიულოცეს. საუბრისას სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზეც გამახვილდა ყურადღება.

„დღეს ჩვენ  ახალი ავტობაზა გავხსენით, რომელსაც  აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ საკუთარი თვალით ნახეს აღნიშნული ინფრასტრუქტურა,  მათ შორის ის ნაწილი, სადაც “MAN Truck and Bus AG-ის“   ავტორიზებული სერვისცენტრი უნდა განთავსდეს. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე შევთანხმდით. კომპანია დაინტერესებულია საქართველოში   საკუთარი ბიზნეს ინტერესები განავითაროს“,- განაცხადა თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძემ.

თბილისის მერიაში კომპანია “MAN Truck and Bus AG-ის“    წარმომადგენლებთან შეხვედრას, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 

17 ივლისი 2017