თბილისის მერიის განცხადება

დღეიდან, მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ირბახის ქუჩა გადაიკეტება, ხოლო წურწუმიას ქუჩაზე ავტომობილები გადაადგილდებიან ორ მხრივად.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ქ. თბილისში ავლაბრის მოედნიდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე მონაკვეთის გზის კაპიტალურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს ნ. ირბახის, ა. წურწუმიას, ავლიპ ზურაბიშვილის ქუჩების სრულ, ხოლო თელავის ქუჩის მონაკვეთის კაპიტალურ რეაბილიტაციას.

 

 

24 ივლისი 2017