ქალაქ თბილისში, „ცისფერყანწელთა ორდენის“ წევრი პოეტების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ობიექტის საუკეთესო წინადადების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა მიმდინარე წლის 13 აპრილს. წინადადებების მიღების ვადის დასრულების შემდგომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილ იქნა 10 საკონკურსო წინადადება. კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ესკიზები, საზოგადოებრივი განხილვის მიზნით 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში საჯაროდ განთავსდა ა(ა)იპ მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შენობაში, პირველ სართულზე, სადაც ნებისმიერ მსურველს ჰქონდა შესაძლებლობა დაეთვალიერებინა კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ესკიზები. 2017 წლის 11 ივლისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სხვადასხვა ისტორიული მოვლენისა თუ პიროვნების უკვდავსაყოფად მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლების, სხვა მემორიალური ობიექტისა და სკულპტურული კომპოზიციების ესკიზებისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შესარჩევი საკონკურსო კომისიამ შეაფასა წარმოდგენილი წინადადებები და ქალაქ თბილისში, ,,ცისფერყანწელთა ორდენის“ წევრი პოეტების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ობიექტის განსათავსებლად ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის შედგენის შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოაცხადა. თან ვურთავთ კომისიის წევრების დასკვნას.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://tbilisi.gov.ge/news/3572
-
კონკურსი ქალაქის მმართველობის სფეროში შემავალი პროფესიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატის შესარჩევად
-
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულებსა და ტერიტორიულ ორგანოებში გამოცხადდა ღია კონკურსი მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად
-
კონკურსი ქალაქის მმართველობის სფეროში შემავალი პროფესიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატის შესარჩევად