ახალი ავტობუსები №39 მარშრუტზე

დღეიდან №39 ავტობუსის მგზავრებს ახალი, MAN-ის კომფორტული, CNG ძრავაზე მომუშავე, ადაპტირებული ავტობუსები მოემსახურებიან.

№39 მარშრუტზე ავტობუსები ვარკეთილის IV მ/რ -დან მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირების გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე მოძრაობენ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2017 წელს ავტოპარკის განახლების ფარგლებში შეისყიდა 143 ახალი დიდი მოცულობის MAN-ის ავტობუსები, რომელთა მომსახურებისა და ტექნიკური გამართვისთვის აშენდა უახლესი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ახალი ავტობაზა. ახალი ავტობუსები უკვე მოძრაობენ  № 9, 14, 21, 24, 37, 51, 61, 87, 88 და 140  მარშრუტებზე.

08 აგვისტო 2017