თბილისის მერიის განცხადება ჭავჭავაძის N 82-ში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით

თბილისის მერია ჭავჭავაძის N 82-ში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა მიიღო შპს „მესხი“ -ს განცხადება, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე - ჭავჭავაძის გამზ N 82-ში 2 წლის განმავლობაში ვერ ახორციელებდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წინაშე ნაკისრ საინვესტიციო ვალდებულებას - ტერიტორიაზე სავალი გზის მოწყობას, რისთვისაც ითხოვდა ხეების მოჭრის ნებართვას. საკადასტრო ტერიტორიაზე არსებული 90 ფოთლოვანი და წიწვოვანი ხიდან, კანონით გათვალისწინებული რეკომენდაციის შესაბამისად, ნებართვა გაიცა 8 ხის მოჭრაზე, ხოლო გადარგვის ნებართვა გაიცა 6 ხეზე.

კომპანია იღებს ვალდებულებას, მოჭრილი ხეების სანაცვლოდ, დარგოს ხეები და მოაწყოს მწვანე სივრცე.

17 აგვისტო 2017