თბილისის მერი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია, აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ბამბანგ სუსანტონოს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი თბილისში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებს შეეხო. კერძოდ მიმოიხილეს მდგრადი ურბანული ტრანსპორტის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც თბილისის მეტროს მოდერნიზაცია მიმდინარეობს. ასევე თბილისის მერის განცხადებით, სწორედ აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებითა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით აშენდა ახალი მეტრო სადგური.

შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმზე, რომელიც თბილისში ADB-ის მხარდაჭერით იმართება.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, აზიის განვითარების ბანკი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია.

„კონფერენცია, რომელიც იმართება თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფარგლებში სრულად მხარდაჭერილია აზიის განვითარების ბანკის მხრიდან.  აზიის განვითარების ბანკის პანელზე საშუალება გვექნება მათი სხვადასხვა ქალაქებში დაგროვილი გამოცდილება მოვისმინოთ და შესაბამისად ჩვენ , ჩვენი საჭიროებები დავაფიქსიროთ და  ამ ყველაფრის პრეზენტაცია გავაკეთოთ. ძალიან მნიშვნელოვანი ორდღიანი სამუშაო გველოდება. აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს განსაკუთრებით მადლობა გადავუხადე იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით ხორციელდება თბილისში, ისევე როგორც იმ კონფერენციის ორგანიზებაში და ფინანსურ მხარდაჭერაში გაწეული დახმარებისთვის, რომლის გარეშეც ეს კონფერენცია ასეთი მაღალი ხარისხის  ვერ იქნებოდა“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ბამბანგ სუსანტონო თბილისში,  ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმის ფარგლებში იმყოფება. ის მონაწილეობას კონფერენციის გახსნის ცერემონიაში მიიღებს. 

აზიის განვითარების ბანკი ჩვენი ერთ ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია  და რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტი ხორციელდება თბილისში. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მდგრადი ურბანული ტრანსპორტის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც თბილისის მეტროს მოდერნიზაცია მიმდინარეობს, ასევე აშენდა და სრულდება ახალი მეტრო სადგური ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით. ასევე გაკეთდა თბილისის ურბანული ტრანსპორტის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი და ბევრი სხვა მიმართულებით ვმუშაობთ.

ასევე კონფერენცია, რომელიც იმართება თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფარგლებში სრულად მხარდაჭერილია აზიის განვითარების ბანკის მხრიდან და აზიის განვითარების ბანკის პანელზე საშუალება გვექნება მათი სხვადასხვა ქალაქებში დაგროვილი გამოცდილება მოვისმინოთ და შესაბამისად ჩვენ ჩვენი საჭიროებები დავაფიქსირო, გავაკეთოთ ამ ყველაფრის პრეზენტაცია. ძალიან მნიშვნელოვანი ორდღიანი სამუშაო გველოდება ხვალ და ზეგ, რათა ბევრი სხვადასხვა ქალაქების დაგროვილი გამოცდილება გავიზიაროთ ვნახოთ და აზიის განვითარების ვიცე პრეზიდენტს განსაკუთრებით მადლობა გადავუხადე იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით ხორციელდება თბილისში, ისევე როგორც იმ კონფერენციის ორგანიზებაში და ფინანსურ მხარდაჭერაში გაწეული დახმარებისთვის, რომლიც გარეშეც ეს კონფერენცია ესეთი მაღალხარისხიანი ვერ იქნებოდა.

 

12 სექტემბერი 2017