თბილისის მერი კიევის ვიცე- მერს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმის ფარგლებში ჩამოსულ კიევის ვიცე-მერ, გენადი პლისის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ორ ქალაქს შორის ურთიერთობას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. 

კერძოდ კიევის ვიცე-მერი დაინტერესდა ბინათმშენებლობის საკითხებით, საინვესტიციო პოტენციალითა და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული თემებით. ყურადღება ასევე გამახვილდა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.  

შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და კიევის მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

13 სექტემბერი 2017