ქეთევან წამებულის გამზირი დროებით გადაიკეტება

ისანში, ქეთევან წამებულის გამზირზე, სანიაღვრე კოლექტორზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 სექტემბერს  00:00 საათიდან 25 სექტემბრის 07:00 საათამდე, საავტომობილო გზა მეტრო „ისნიდან“  სამგორის ქუჩამდე გადაიკეტება.

შესაბამისად, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები დროებით შეიცვლება: საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეტრო „ისანთან“ ჩაჩავას ქუჩის მიმართულებით დაიძვრება და კახეთის გზატკეცილის გავლით  ჯავახეთის ქუჩას დაუკავშირდება, საიდანაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს. უკუმიმართულებითაც ანალოგიური სქემა იმოქმედებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!   

23 სექტემბერი 2017