თბილისის მერიის განცხადება

ვეხმაურებით, ქ. თბილისში, მუხიანის პირველ მ/რ, კორპ. N1-ში (საკადასტრო კოდი: 01.11.13.002.087) მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებთან (ხის ფიცრულები) დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. 

აღნიშნული ფაქტის შესახებ მოქალაქემ განცხადებით მოგვმართა, რის შემდგომაც, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ჯგუფი ზემოთ აღნიშნულ მისამართზე გავიდა და მოსახლეობას გაესაუბრა. 

თბილისის მერიის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს განუმარტეს, რომ საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მათ მიერ უნებართვოდ განთავსებული შენობა-ნაგებობები და შემოღობვები, ქ. თბილისის თვითმმართველის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზეა. ამჟამად, საკადასტრო საზღვრების დაზუსტების მიზნით, სამსახური წითელი ხაზების დასაზუსტებლად აზომვით სამუშაოებს იწყებს. 

ზემოთ აღნიშნული საცხოვრებელი ფართი 27 თანამესაკუთრეზეა რეგისტრირებული.

 

20 ნოემბერი 2017