თბილისის მერიის განცხადება

დღეს, 30 ნოემბერს,  00:00 საათიდან 07:00 საათამდე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის სამუშაოების გამო, ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე რუსთაველის გამზირი  გადაიკეტება. სამონტაჟო სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე,  ამავე საათებში, 3 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
ასევე, 30 ნოემბრის 00:00 საათიდან 07:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა კოსტავას გამზირზე, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან მეტრო რუსთაველამდე.
სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“  ახორციელებს. 

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის. 

30 ნოემბერი 2017