თბილისის მერიის განცხადება

დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება, დღეს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტება.

გამზირზე ორი ღამის განმავლობაში დაწესდება საგზაო მოძრაობის ნაწილობრივი და სრული შეზღუდვა.

ნაწილობრივი შეზღუდვა გავრცელდება შევჩენკოს სახელობის სკვერიდან - პეტრიაშვილის ქუჩის კვეთამდე, ხოლო მოძრაობა სრულად შეიზღუდება  პეტრიაშვილის ქუჩის მონაკვეთიდან - თბილისის საკონცერტო დარბაზამდე.

სამუშაოები ორი ღამის განმავლობაში  5 და 6 დეკემბერს განხორციელდება.

სამუშაოებს შპს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის. 

04 დეკემბერი 2017