კახა კალაძემ თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში იმყოფებოდა, რომლის ბენეფიციარებსაც დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

კახა კალაძემ არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და პანსიონატის ბენეფიციარებსა და თანამშრომლებს მათ მოგვარებაში დახმარებას დაპირდა.

„მინდა, ჯანმრთელობა, მხნეობა და ყოველივე საუკეთესო გისურვოთ. მე, როგორც ქალაქის მერი, ყველანაირად გვერდში დაგიდგებით, რომ არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო უკეთესი იყოს. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისაც თანადგომა და მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება. მერიის იმედი გქონდეთ, რომ ჩვენ ყველანაირად ხელს შეგიწყობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი, რომელსაც ამჟამად, 56 ბენეფიციარი ჰყავს, თემქის მე-11 მიკრორაიონში, ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩაზე მდებარეობს. 

30 დეკემბერი 2017